„შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასის 2024-2025 წლების გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. ტურნირის სასტარტო მატჩში ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა ვაკეში, „მიხეილ მესხზე“ საფრანგეთის ტოპ 14-ის აუტსაიდერი „ვანი“ 22:19 დაამარცხა. ამ გამარჯვებით „შავი ლომი“ III პულის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დაფუძნდა. ქართულ გუნდს 4 ქულა აქვს, ამედნივე ინგლისურმა „გლოსტერმა“ და ფრანგულმა „ბაიონმა“ დააგროვეს, მაგრამ გატანილ-გაშვებული ქულების სხვაობით პირველზე „გლოსტერი“ ავიდა,...
Author: სლავა გასპაროვი
შავი ლომის მეორე გამოწვევა
შაბათს, 17 საათზე, თბილისის „მიხეილ მესხზე“ დაიწყება პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზის, „შავი ლომისა“ და საფრანგეთის ტოპ 14-ის დებიუტანტ „ვანის“ მატჩი. ეს შეხვედრა „ჩელენჯ (ქართულად – გამოწვევის) თასის“ ეგიდით გაიმართება. 2024/2025 წლების სეზონის ეს ტურნირი ქართული გუნდისთვის უკვე მეორე იქნება შარშანდელის ჩათვლით. მოგეხსენებათ, ამ ტურნირის ფორმულის თანახმად, სამ ჯგუფში გადანაწილებული 6-6 მონაწილე ჯგუფურ ეტაპზე 4...
6 ლელო და ნინიაშვილის დუბლი
საფრანგეთის მოწინავე სარაგბო ლიგების გასულ ტურში ქართველმა ლეგიონერებმა თავი 6 ლელოთი ისახელეს, მთავარი კი მაინც დავით ნინიაშვილის დუბლი გახლდათ. ნინიაშვილი ბოლო დროს საოცარ ფორმაშია, თუმცა მიმდინარე სეზონში როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე ერთი ლელოც ვერ გაეტანა და როგორც იქნა, ეს ნავსიც გატყდა. ტოპ 14 ბექა გორგაძის გარეშე დარჩენილმა „პომ“ „ლიონს“ უმასპინძლა და 29:15 დაამარცხა. ამ...
ზაფხულში – მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონთან
საქართველოს ბორჯღალოსნები 2025 წლის 19 ივლისს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს დაუპირისპირდებიან. ეს იქნება საქართველოს და სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების მესამე შეხვედრა. პირველად ეს გუნდები ერთმანეთს 2003 წელს, ქართველებისთვის პირველ მსოფლიო თასზე გადაეყარნენ. ჩვენმა ნაკრებმა არცთუ საუკეთესო ფორმაში მყოფ „ქურციკებს“ გარკვეული წინაააღმდეგობა კი გაუწია, თუმცა, 16:49 წააგო და თავი იმით ინუგეშა, რომ სწორედ ამ ბობოლა ნაკრებთან...
უდისციპლინობის უქმეები
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ტოპ 14-ის მე-10 ტური იმის მიუხედავად გაიმართა, რომ ლიგის კლუბებს საუკეთესო მორაგბეები აკლდათ – პარალელურად ხომ შემოდგომის ტესტები იმართებოდა. თანამედროვე რაგბის ინტენსივობა იმდენადაა გაზრდილი, რომ ხშირად კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებებს კომპრომისზე წასვლა უწევთ. მე-10 ტურში მონაწილეობა 8 ჩვენებურმა მიიღო. ერთპიროვნულ ლიდერობა კი ქვეყნისა და სრულიად ევროპის მოქმედ მა ჩემპიონმა „ტულუზმა“ შეინარჩუნა. ტულუზელებმა...
საქართველომ ჯავრი ტონგაზე იყარა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „მიხეილ მესხზე“ საკმაოდ თვალსასეირო თამაშში ტონგის ნაკრებს 22:7 მოუგო და შემოდგომის ტესტების სეზონი პოზიტიურად დაასრულა. ბორჯღალოსნების მესამე საშემოდგომო ტესტ-მატჩი წინა ორისგან რადიკალურად განსხვავებული გამოვიდა. თუკი ახალი ზელანდიის xv-სა და იტალიასთან საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავი პირველი ტაიმები ჩაატარა, რასაც უქულო მეორე ნახევრები მიაყოლა, 24 ნოემბერს ტონგასთან მატჩის პირველი ტაიმი უქულოდ დასრულდა – 0:0, რაც...
ტონგასთან მესხზე
კვირას, 24 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2024 წლის ნოემბრის ტესტების სეზონს დაასრულებს. ბორჯღალოსანთა მეტოქე ტონგა იქნება – კარგად ნაცნობი ზღვისრეთული გუნდი. შეხსენებისთვის: რიჩარდ კოკერილის რაზმმა პირველი მატჩი ორი კვირის წინ მონპელიეში ახალი ზელანდიის XV-თან 13:31 წააგო პირველი ტაიმის 13:19 დათმობის შემდეგ. მომდევნო კვირას ბორჯღალოსნები უკვე გენუას ესტუმრნენ, სადაც იტალიის ნაკრებს პირველი ტაიმი 17:6 მოუგეს, მაგრამ...
ბასას დღე
მე-10 ტურის არ იყოს, პრო დ2-ის მე-11 ტურშიც 16-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა და ამ ჯერზეც ორი ქართული ლელო დაფიქსირდა. განსხვავება მხოლოდ ის გახლავთ, რომ ორივე ხსენებული ლელო საკუთარ ანგარიშზე ერთმა მოთამაშემ ჩაიწერა. ბასა ხონელიძე „ორიაკში“ კარგა ხანია ოსტატდება, საქართველოს U20-ის ყოფილმა კვაჭმა თავისი ფრანგული კლუბის ესპუარები საფრანგეთის ჩემპიონობამდე მიიყვანა – ხსენებული გუნდის გამოკვეთილი ლიდერი...
როცა გამარჯვება ხელიდან გისხლტება
გენუის „ლუიჯი ფერარისზე“ ნამდვილი ომი იყო – იტალიის მორაგბეთა ნაკრები პირველ ტაიმში ბორჯღალოსნებისგან ორი ლელოს მიღების შედეგად 6:17 მარცხდებოდა, მაგრამ მეორე ნახევარში ორი უპასუხი ლელო-გარდასახვა მიითვალა და უმძიმესი გამარჯვება იზეიმა – 20:17. საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში უბრალოდ დაფრინავდა. ყოველ შემთხვევაში, დავით ნინიაშვილი ჰაერში უფრო ხშირად იყო, ვიდრე გაზონზე. ეს ხუმრობით, თორემ „ნინი“ საწყის 40 წუთში...
გენუაში იტალიის დასამარცხებლად
კვირას, გენუის „ლუიჯი ფერარისზე“ საქართველოს ბორჯღალოსნები „შემოდგომის ერთა სერიების“ ეგიდით იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ტესტ-მატჩს გამართავენ. შეხვედრა 17:40-ზე დაიწყება და მას ცნობილი ახალზელანდიელი რეფერი ბენ ოკეფი გაუძღვება. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ იტალიელებმა მშობლიურ უდინეში არგენტინის ნაკრებისგან მეტად მტკივნეული მარცხი განიცადეს – 18:50, ხოლო ბორჯღალოსნებმა მარსელში ახალი ზელანდიის XV-ს ცხარე ბრძოლა კი გაუმართეს, მაგრამ „ოლ ბლექსის“...









