Author: სლავა გასპაროვი

Home სლავა გასპაროვი
ჩანაწერი

გიორგაძის მე-7 და სხვა ფრანგული ამბები

წინა უქმეებზე საფრანგეთში პირველი და მეორე ელიტური დივიზიონების მატჩები გაიმართა. ტოპ 14-ში ბოლოსწინა ტური შედგა, რომელმაც ბევრი ვერაფერი გაარკვია. მხოლოდ ის გაცხადდა, რომ „ლიონი“ პლეი-ოფში გავიდა, დანარჩენი ვაკანტური ადგილებისთვის კი ბრძოლა ბოლო ტურში მორჩება. 3 საგზურისთვის 4 გუნდი ომობს, მათ შორის 2 „ქართული“ – „რასინგი“ და „მონპელიე“. პრო D2-ში კი პლეი-ოფის ნახევარფინალები გაიმართა. ფინალში „ბაიონი“...

ჩანაწერი

კარკაძე „ბრივში“ გადავიდა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი ვანო კარკაძე კარიერას „ბრივში“ გააგრძელებს. ამ კლუბის ახალგაზრდული შემადგენლობისა და საფრანგეთის 18-წლამდელთა ნაკრების კვაჭი იან ლაგანი ზაფხულში „ბორდოში“ გადადის და ბრიველთა შერკინების ახალმა მწვრთნელმა, სახელოვანმა ბორჯღალოსანმა გოდერძი შველიძემ ამ დანაკარგის შევსება თანამემამულით გადაწყვიტა. მისი პროტეჟეს, „ორიაკის“ ჰუკერის ვანო კარკაძის კანდიდატურამ „ბრივის“ ხელმძღვანელობა სავსებით დააკმაყოფილა და ახალგაზრდა პირველხაზელი მომავალი სეზონიდან...

ჩანაწერი

ჩვენები უგუნდოდ

ანტონ ფეიქრიშვილსა და ვიქტორ კოლელიშვილს ახალი კლუბების მოძებნა მოუწევთ. გამოცდილ ბორჯღალოსნებს თავთავიანთ კლუბებთან კონტრაქტები ამ სეზონის ბოლომდე ჰქონდათ. საქართველოს ნაკრების მარჯვენა ბურჯმა ფეიქრიშვილმა ამ სეზონის დასკვნითი ნაწილი სამედიცინო ჯოკერის სტატუსით საფრანგეთის პრო D2-ის „მონ-დე-მარსანში“ გაატარა და გუნდს პლეი-ოფში გასვლაში დაეხმარა, საიდანაც მონტუაზელებმა უკვე გავარდნაც მოასწრეს, განადგურდნენ რა ნიკა ნეფარიძის „ვანთან“ 10:50. 31 წლის ბორჯღალოსანი გუნდს...

ჩანაწერი

ქართველებმა ევროპა გამოიწვიეს

ქართველმა მორაგბეებმა ევროპული ტიტული მოიპოვეს! ნიუკასლის „სენტ ჯეიმს პარკზე“ ევროპის რანგით მეორე საკლუბო სარაგბო ტურნირის – ჩელენჯ ქაფი (გამოწვევის თასი) ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ორი ფრანგული კლუბი დაუპირისპირდა. „კლერმონმა“ „ლა როშელს“ 36:16 მოუგო და ამ წარმატებაში უშუალო წვლილი ორმა ქართველმაც დაიდო – „ყვითელი არმიის“ რიგებში მეორე ტაიმში ვეტერანი დავით ზირაქაშვილი და ახალგაზრდა ბექა კაკაბაძე გამოჩნდნენ....

ჩანაწერი

მრავალი ქართველი არაქართულის ნაცვლად

საფრანგეთის ტოპ 14-ის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტური რჩება, თუმცა,  ბევრ კითხვას პასუხი უკვე გაეცა. მაგალითად, ცნობილია, რომ „არაქართული“ „პერპინიანი“ ქვედა ლიგაში ბრუნდება და მის ადგილს მრავალქართველიანი „ბრივი“ დაიკავებს. ასევე გადაწყდა, რომ  „ტულუზმა“ და დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილისა და ბექა კაკაბაძის „კლერმონი“ პირველ-მეორე ადგილებს ვეღარ ჩამოცილდებიან და პლეი-ოფში მეორე წრიდან ჩაებმებიან. დუდუ ქუბრიაშვილისა და ბექა...

ლევან ჩილაჩავამ „გრენობლი“ არ დაინდო
ჩანაწერი

ლევან ჩილაჩავამ „გრენობლი“ არ დაინდო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ჩილაჩავამ საფრანგეთის ტოპ 14-ის რეგულარული ჩემპიონატის 23-ე ტურში თავისი პირველი ლელო გაიტანა. მართალია, „მონპელიესა“ და ბორჯღალოსანთა მარჯვენა ბურჯმა სეზონში ორი ლელოთი თავი მანამდეც ისახელა – ჩემპიონთა თასზე „ტულონთან“ და ევროპის რაგბის ჩემპიონატში ესპანეთთან, მაგრამ საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში მან ეს პირველად გააკეთა. ჩილაჩავას, მიქაუტაძის, ნარიაშვილისა და აფრასიძის „მონპელიემ“ გიგაშვილისა და...

ბურჯთა ამბები
ჩანაწერი

ბურჯთა ამბები

ფრანგული  სარაგბო სეზონი ფინიშის სწორზეა. თანდათან ირკვევა, ვინ გავარდება, ვინ დაწინაურდება, ხოლო მორაგბეები თავის მომავალზე ახლავე ზრუნავენ, სეზონის დასრულებას არ ელოდებიან. ასე მაგალითად, ქართველმრავალმა „ბრივმა“ პრო დე2-დან ტოპ-14-ში აღზევება ფაქტობრივად დაიბევა – ბოლო ტურის წინ უახლოეს მდევარ „ოიონას“ 4 ქულით უსწრებს. ამ გუნდის ქართველმა ბურჯმა ლუკა გოგინავამ კი სხვაგან წასვლა გადაწყვიტა. 22 წლის მორაგბეს ბრიველებთან...

ქართველების ფრანგულები
ჩანაწერი

ქართველების ფრანგულები

პრო D2-ის რეგულარული სეზონის 28-ე ტურში ორი ქართული ლელო დაფიქსირდა. ერთ შემთხვევაში ჩვენებურის გუნდმა მოიგო, მეორეში – დამარცხდა. „ბრივმა“ „კარკასონს“ უმასპინძლა და 54:17 გაანადგურა. მასპინძელი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ორი ბორჯღალოსანი იყო – ოთარ გიორგაძე და ვასილ ლობჟანიძე. პირველმა 68 წუთი ითამაშა, მეორემ – 70. სტუმართა შორის თამაშში შეცვლაზე ჩაერთო და ბოლომდე ირაგბა მირიან ბურდულმა. ამ...

მირიან ბურდულის პირველი ლელო /VIDEO/
ჩანაწერი

მირიან ბურდულის პირველი ლელო /VIDEO/

პრო დე2-ის 27-ე ტურში მირიან ბურდულის „კარკასონმა“ ვაჟა კაპანაძის „ბრესანს“ უმასპინძლა და 45:10 გაანადგურა. მასპინძლებმა 7 ლელო მიითვალეს, რომელთაგან ბოლო საკუთარ ანგარიშზე ბურდულმა ჩაიწერა. 57 წუთზე თამაშში ჩართულმა მარჯვენა ბურჯმა  74-ე წუთზე კარკასონელთა სწრაფი და ეფექტური შეტევა ბურთის ატაცებით,  ბრესანელთა ლელოში შერბენითა და ძელებსშუა დამიწებით დააგვირგვინა. ეს იყო 28 წლის ქართველის პირველი ლელო მიმდინარე სეზონში...

ილია მიდის, ბექა რჩება
ჩანაწერი

ილია მიდის, ბექა რჩება

საფრანგეთის საკლუბო ელიტის მეორე დივიზიონის რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. ერთი ტურიღა დარჩა გასამართი, მაგრამ უკვე კარგა ხანია ცნობილია ფედერალ 1-ში გავარდნილი ერთი გუნდის ვინაობა. ესაა „მასი“ – ილია კაიკაციშვილის გუნდი, რომელმაც სეზონი სუსტად ჩაატარა. თავად კაიკაციშვილი გუნდს მხოლოდ გაზაფხულზეღა დაუბრუნდა შემოდომაზე მიღებული ტრავმის შემდეგ, თუმცა 10 მატჩში მონაწილეობა კი მოასწრო და თავის გუნდს 2 ლელოთი...