ყველაფერი ან არაფერი – ამ დასახელების სერიალის პირველი სეზონი “ამაზონის” გადამღებმა ჯგუფმა შარშან გადაიღო და იგი “მანჩესტერ სიტიზეა”. ფილმში უხვადაა “ქალაქელთა” კულისებსმიღმა ამბებიც. მთლიანობაში, პროექტი წარმატებული გამოდგა და ამით ფრთაშესხმული ამაზონელებიც “ლივერპულს” მიადგნენ. პიარის თვალსაზრისით მაცდურ წინადადებას უყოყმანოდ დათანხმდა მერსისაიდული კლუბის შეფობა, თვით ჯონ ჰენრის თამადობით, თუმც მოულოდნელად საქმეში “ლივერპულის” თავკაცი იურგენ კლოპი ჩაერთო –...
Author: პაატა კვანტალიანი (პაატა კვანტალიანი)
ოქრი-გოლი
ოო, დიდებული საღამო გამოდგა, დიდებული… შემოდგომის მეორე კვირადღე მიილია და სიამოვნებით ხელებსაფშვნეტი ვითარებაა – ხუმრობა ხომ არაა, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, რომელსაც არსებობის მანძილზე რაიმე ღირებულისთვის არასდროს მიუღწევია, ორი მოგება აქვს, თანაც ორ მთავარმეტოქესთან და ჯგუფის მოსაგებად ფაქტობრივად სანახევრო გზა გავლილი აქვს… განა გახსენდებათ როდესმე ასეთი ვითარება? ვაისის გაწვრთნილი საქართველო ექვსქულიანია და თუკი იმასაც გავითვალისწინებთ რომ...
ჩავაჩაკვეტაძეთ…
საქართველომ გამარჯვებით დაიწყო უეფას ერთა ლიგის ახალი გათამაშება. გათამაშება, რომელიც, ფაქტობრივად ჩვენი ერთადერთი იმედია ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. ხუთშაბათს „ასტანა არენაზე“ თავშეყრილ 30 ათასამდე მაყურებლის თვალწინ ვლადიმირ ვაისის დამოძღვრილმა საქართველომ შანსი არ დაუტოვა ყაზახეთს და ისტორიული მოგებაც იზეიმა – ისტორიული, რადგან ახალი გათამაშების პირველი შეხვედრა იყო და უეფას ერთა ლიგის სადებიუტო გოლის ავტორიც ქართველი ფეხბურთელი გახდა....
ვარლამი წავიდა, უჩა მოვიდა
„რუსთავს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს – ქვემოქართლელებს წლის ბოლომდე უჩა სოსიაშვილი უხელმძღვანელებს. მიუხედავად ბოლოდროინდელი არასტაბილური შედეგებისა, მაინც მოულოდნელი იყო რუსთავულ კლუბში სამწვრთნელო ცვლილება, რაკიღა ძალზედ დიდია ამ ქალაქში ვარლამ კილასონიას ფაქტორი. კილასონიამ გაზაევის წასვლის შემდეგ სოლიდური სამუშაო გასწია გუნდში, თუმც, რიგი ფაქტორების გათვალისწინებით სასურველი შედეგი ვერ მიიღო, მიუხედავად ამისა სამწვრთნელო ცვლილებად სხვა მიზეზი სახელდება. რუსთავული კლუბის...
მომავალ ევროიმედამდე…
ზაფხულის ბოლოსწინა დღე ბოლო გამოდგა ევროპალიგას შემორჩენილი ბოლო ქართული გუნდისთვის. ეგრეც ვერ ვუწიეთ ევროშემოდგომას – ქუთაისის „ტორპედო“ მოლოდინისამებრ დამარცხდა ბულგარულ „ლუდოგორეცთან“ – 0:4. რიგი მიზეზების გამო, ქუთათურთა მარცხი კანონზომიერი იყო… რაც უნდა პარადოქსულად მოსჩანდეს, ტორპედოს ეს საზაფხულო ევროვოიაჟი გარკვეულილად წარმატებულიცაა, რაკიღა, წლებია, ასე შორს არასდროს წასულა ევროგზას დამდგარი ქართული კლუბი, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს...
ამას სიკვდილი, იმას განთესვა!
მაგარი თრილერივით წილისყრა გამოაცხო უეფამ. მონაკოში ჩემპიონთა ლიგა დალაგდა, რაღა თქმა უნდა, სიკვდილის ჯგუფების გარეშე არ ჩaუვლია ცერემონიალს. კაკა-ფორლანის დუეტმა განსაკუთრებულად B და C ჯგუფებში შექმნეს ჰიჩკოკური ვითარება… თავად განსაჯეთ – „ბარსა“, „ტოტენჰემი“, „ინტერი“ და არცთუ მოკრძალებული პსვ, უკვე ინტრიგაა… პსჟ და „ნაპოლი“ კი „ლივერპულთან“ ერთად უაღრესად ამოუცნობ ჯგუფურ ფინალს გვპირდება. მიუხედავად უეფასა და მისი...
როგორ მოვათვინიეროთ მიმინო?
ისტორიული წარმატების ზღვარზეა ქუთაისის ,,ტორპედო”. ერთი ნაბიჯიც და ევროპალიგის პლეი ოფში გასული იმერული გუნდი ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება. მეტოქეც ამ ეტაპის შესაბამისი და ერთობ სოლიდურია – რაზგრადის ,,ლუდოგორეცი”, ბულგარული კლუბი, რომელიც არსებობის მოკლე, 17- წლიან პერიოდში ტიტულების სამჭედლოდ იქცა. თავად განსაჯეთ: ,,არწივებმა” შვიდჯერ შეძლეს შიდა ჩემპიონატის მოგება და ამას ორი თასი და სამი სუპერთასიც დაუმატეს. ყველაზე...
რანაირად? მოუსმინეთ ვიდას!
კვლავაც არ ცხრება ვნებათაღელვა რუსთა კარში გოლის გამტან დომოგოი ვიდას და კიევის „დინამოს“ კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელის, ოგნენ ვუკოევიჩის ვიდეოჩანაწერის გამო… დიდება უკრაინას – ვიდას ამ ემოციურ მოწოდებას არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა… ,,რატომ ურევთ სპორტს პოლიტიკაში, რატომ გააკეთეთ ეს?” – პათეტიკურად კითხულობს წამყვანი რუსული სპორტული გამოცემა ,,სპორტ-ექსპრესი.” ეს ის ,,სპორტ-ექსპრესია,“ რომლის სახელმწიფოს ოკუპანტურ-იმპერიალისტური მიზნების გამო რამდენიმე...
ჩაწყობილია?
როგორც ჩანს, ქართულ ფეხბურთში ძველ-ახალი სკანდალი მწიფდება. ჩვენი ჩემპიონატის მოსაწყენი,უსახურ-მონოტონური ცხოვრება დარღვეულია – მსოფლიოში ერთერთი უდიდესი საბუქმეიკერო კანტორა Bwin-ი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს, ეროვნული ლიგის მე-17 ტურის „კოლხეთი“-„დინამო“ ჩაწყობილი იყოო… მეჩვიდმეტე ტურის მატჩზე, სადაც თავდაპირველად ზღვისპირელები დაწინაურდნენ, Bwin-ში თურმე უჩვეულო აქტივობა დაფიქსირებულა, რითაც, რასაკვირველია, ტოტალიზატორის უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა. ფსონები მხოლოდ ერთი მიმართულებით – დინამოს მოგებაზე შედიოდა,...
Kaputt!
ფეხბურთს 22 კაცი თამაშობს, ბოლოს კი ყოველთვის გერმანია იმარჯვებს – გარი ლინეკერის ათეულწლობით გამყარებული ეს საფეხბურთო აქსიომა დაიმსხვრა. აკი დაწერა კიდეც სოციალურ ქსელში ინგლისელთა ექსვარსკვლავმა, ფეხბურთი მარტივი თამაშია, სადაც 22 კაცი 90 წუთის მანძილზე ბურთს დასდევს, ბოლოს კი გერმანელები ყოველთვის ვერ იმარჯვებენ. წინა ვერსია ისტორიას დარჩაო… მსოფლიო მასშტაბის ხმაური მოჰყვა გერმანელების ჯგუფში ჩარჩენას. ასეა, როცა...








