აფერუმ ნემანია მატიჩს, მის პატრიოტიზმს და პრინციპულობას. “მანჩესტერ იუნაიტედის” სერბ საყრდენს შაბათს “ბორნმუთთან” ჰქონდა რთული მატჩი. შეხვედრის წინ, გასახდელში მატიჩი დაინტერესდა, თუ რას ნიშნავდა მათ სათამაშო მაისურზე გამოსახული ყაყაჩო. მატიჩს აუხსნეს რომ ამ სიმბოლოთი პატივს მიაგებენ ყველა გარდაცვლილ ბრიტანელ ჯარისკაცს, მათ შორის, რაღა თქმა უნდა, NATO-ს მისიებში დაღუპულებსაც… მატჩის მსვლელობისას დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევდა, რომ...
Author: პაატა კვანტალიანი (პაატა კვანტალიანი)
დადასტურდა…
უკვე არაერთი ბრიტანული წყარო ადასტურებს იმას რომ ლესტერული ავიაკატასტროფისას კლუბის პრეზიდენტი, ტაილანდელი ვიჩაი სრივასრივადჰანაპრაბჰა ვერტმფრენში იმყოფებოდა. შეგახსენებთ, გუშინ ლესტერი-ვესტჰემის მატჩის შემდგომ, კლუბის მფლობელის ვერტმფრენი სტადიონიდან ორას მეტრში სამოცი მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და აფეთქდა. თავდაპირველად ისიც ითქვა რომ ბორტზე ლესტერის მწვრთნელი კლოდ პიუელიც იმყოფებოდა, თუმც ცოტა ხნის წინ პიუელმა ოფიციალური კომენტარი გააკეთა და განაცხადა რომ ჯანმრთელადაა...
მათამაშეთ!
“ბონჯორნო, გენაცვალე” – მყუდრო რესტორანია კრასნოდარში, როგორც იქაურები ამბობენ, ქართული რესტორანი იტალიური აქცენტით. ეს ის ადგილია, სადაც მშობლიურ გარემოს იქმნის კრასნოდარის და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, თორნიკე ოქრიაშვილი. “ოქრი” ახლაც “გენაცვალეშია” ქართველ მეგობრებთან ერთად და ცოტა ხანში ტელევიზორით მოუწევს “კრასნოდარის” საევროპალიგო გასვლითი მატჩის ყურება ბელგიურ “სტანდარდტთან”. სამწუხაროდ, სტანდარტული ვითარებაა – ოქრიაშვილი კვლავაც ტრავმირებულია და ამიტომაც...
ანდორა გაიღუნა
ეს უკვე საქმეა, ყურისძირშია ევროპა. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე მიჯრით მესამე მატჩი მოიგო და ხელისგაწვდენაზე დაიახლოვა ერთა ლიგის პლეი-ოფი. 2-0 ყაზახეთთან, 1-0 ლატვიასთან და აგერ 3-0 ანდორასთან – გაასამა ვაისის გუნდმა და შედეგად ძალუძს, სამ დღეში ვადამდე მოიპოვოს ევროპისკენ მიმავალი ნახევარფინალის საგზური. საამისოდ ლატვიელთა სტუმრად ძლევაა საჭირო და პროგრამა მინიმუმიც შესრულდება… რაღა თქმა უნდა, ანდორასთან...
ნიკოს ქუჩა ბრუნეტში
ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონ ნიკოლოზ შერაზადიშვილს ჯეროვანი დახვედრა მოუწყვეს ესპანელებმა. შეგახსენებთ, ჩვენებურმა ესპანეთისთვის ჯერ არნახული რამ გააკეთა – შერაზადაშვილამდე პირინეელებს ჭიდაობის არც ერთ სახეობაში ჰყოლიათ მსოფლიო ჩემპიონი. ნიკა უკვე სახლშია, ქალაქ ბრუნეტში. აეროპორტში მას პირადად დახვდა ბრუნეტის მერი ბორხა გუტიერესი. მერმა დიდი სიურპრიზი მოუმზადა შერაზადიშვილს. ამიერიდან ბრუნეტის ერთ-ერთი ქუჩა მისი სახელობის იქნება და ნიკო შერად იწოდება....
ეს იყო გენიალური…
რატომ არ გამოუშვეს ესპანელებმა მსოფლიო ჩემპიონი საქართველოში? ძიუდოს ანგელოზი – ასე უწოდეს ესპანელებმა ნიკოლოზ შერაზადიშვილს, ქართველს, რომელიც ღვთით ბოძებულ საჩუქრად იქცა პირინეელთათვის – შერაზადიშვილმა აქამდე არნახული ოქრო მოუტანა ესპანურ ძიუდოს, რაც უდავოდ ისტორიული შედეგია. ესპანელებს მსოფლიოს ჩემპიონი აქამდე არა თუ ძიუდოში, ვაჟთა შორის ჭიდაობის არც ერთ სახეობაში ჰყოლიათ… … ბაქოს ნაციონალური არენის ტრიბუნაზე ვსხედვართ და...
თუშა – ფალავანთფალავანი
ბაქოს ნაციონალური არენის მიქს ზონის კარს სიხარულისგან შეშლილი ქართველი შეგლეჯით აღებს, სამი ნახტომით ფარავს ოც მეტრამდე დისტანციას, ვინ იცის იქნებ ეს ნახტომებიც სარეკორდოა. ზღვა ემოციას საოცრებების ჩადენა ძალუძს. მოგვიანებით საგანგებოდ, ნაბიჯებით გავზომე ეს დისტანცია, ოც მეტრს ბევრიც არ დააკლდა… ეს საოცარი ფრენა იყო, მსოფლიოს ჩემპიონის ფრენა… გურამ თუშიშვილის ფრენა… მსოფლიოს ჩემპიონ გურამ თუშიშვილის ფრენა… თუშა,...
ვიცე-ლიპო
ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, უკვე სამგზის ვიცე-ჩემპიონი და ეს სიტყვა „ვიცე“ უკვე გულდასაწყვეტია… მიუხედავად იმისა რომ თავისთავად დიდი წარმატებაა მსოფლიოს საჭიდაო ფორუმზე ვერცხლის მედლის მოპოვება და უთუოდ დასაფასებელია ის, რაც ქართველმა ფალავანმა გააკეთა… თუმც, ძალიან ახლოს ვიყავით ოქროსთან, თავად „ლიპოსთვისაც“ ასე ნანატრ ჩემპიონობასთან. სტაბილურად და დამაჯერებლად მივიდა ფინალამდე ლიპარტელიანი. მან ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიტოვა ფრანგი იდირი, მასპინძელთა...
ავტოგრაფი საქართველოს და სარბიელს
ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს ქართველი გმირიც ჰყავს – ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ფურორი მოახდინა და ურთულეს, 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. დღეს ყველა შერაზადიშვილზე საუბრობს, გუშინ კი იგი ჩვეულებრივი მოჭიდავე იყო, თავის გეგმებით და ოცნებებით, რომელთა ახდენაც დაიწყო, დაიწყო და თანაც როგორ… … ვაჟა ბალხამიშვილთან ვარჯიშობდა, შრომით რეზერვებში. იქ ისწავლა ძიუდოს ანბანი-მეუბნება...
ქართული უიღბლობანი სიგნალების ქალაქში
ბაქო სიგნალების ქალაქია. აქ ყველა შუქნიშანთან საქორწინო მაყრიონი გეგონებათ, ისეთი პიპინ-ჭყვიტინია ატეხილი… საერთოდ, საზღვარგარეთ უფრო აფასებ შენს ქვეყანას და ჩემი უდიდესი პატივისცემა თბილისელ ტაქსისტებს, მათთან შედარებით აქაურები გზააბნეული ცხვრებივით არიან. როცა, მეოთხე, თუ მეხუთე ტაქსისტმა ჩვენგან გაიგო ნაციონალური ტანვარჯიშის დარბაზის არსებობა და გაოცებულებმა აღმოაჩინეს რომ მათ ქალაქში მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდებოდა, მე და ჩემმა მეგობრებმა საქმის...








