საქართველო კვლავაც მოუგებელია-ვლადიმერ ვაისის დამოძღვრილმა ეროვნულმა ნაკრებმა 0-1 წააგო მოტივირებულ უელსთან და დიდი ნაბიჯი გადადგა საიმისოდ, რომ ისტორიაში მეორედ ჩაამთავროს მოუგებლად შესარჩევი ეტაპი… დაანონსებული ბრძოლა გამარჯვებისთვის არ შედგა – საქართველოს ნაკრებმა პირველად მე-80 წუთზე დაარტყა მეტოქის კარში… ჩვენს უკან მოლდოვა კია, მაგრამ დიდი ნაპრალიცაა – ნაპრალი სწორ, გამართულ, შედეგიან ფეხბურთთან…
Author: პაატა კვანტალიანი (პაატა კვანტალიანი)
ლეგენდას ლეგენდისა
ლივერპულმა სიცოცხლეშივე უკვდავყო სტივენ ჯერარდის სახელი და კლუბის ლეგენდარული ექსკაპიტანი ფეხბურთის ლეგენდის ტიტულით დააჯილდოვა. ,,მე,ასეთ წარმოუდგენელ მომენტზე ვერც ვიოცნებებდი,თუმც,ამ ჯილდოს დიდი სიამოვნებით ვიღებ”, – განაცხადა ჯერარდმა საზეიმო დაჯილდოებაზე. 2001 წელს სტივენ ჯერარდმა დიდი წვლილი შეიტანა სათასო ტრიპლეტის მოგებაში, 2005 ში კი, ჩემპიონთა ლიგის დაუვიწყარი სტამბოლური ფინალის ტრიუმფატორი გახდა.
დედამიწა კონკიას გარშემო
25 წელი გავიდა ამ ამბიდან, მეოთხედი საუკუნე…მაშინ,ჩვენთან,ლიხს აქეთ, თავზე ლენტებწაკრული, “რეიბანიანი” ავტომატიანები დარბოდნენ, ლიხს იქით აფხაზეთი იკარგებოდა, შვედეთში კი საფეხბურთო კონკიას პატარა, ლამაზი ზღაპარი იწერებოდა… რიქარდ მიოლერ-ნილსენი,კაცი რომელიც ამ სამიოდე წლის წინ გარდაიცვალა, 1992 წელს დანიის საფეხბურთო ნაკრებს ედგა სათავეში. მანამდე ბევრი არაფრით გამორჩეული მწვრთნელი, ოთხმოცდაათიანების გარიჟრაჟზე, ფუტსალიდან მიიწვიეს ეროვნულ გუნდში და მიზნად ევროპის ჩემპიონატზე...


