სომოსა შესაძლოა ძაღლიშვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლიშვილია-ეს ცნობილი გამონათქვამი ამერიკის ერთ-ერთ წარმატებულ პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს ეკუთვნის და მისი ადრესატი ნიკარაგუას სისხლისმსმელი პრეზიდენტი ანასტასიო სომოსა გახლდათ… ფილიპე კოუტინიოს ზოგადად ამერიკის შეერთებულ შტატებთან არ აქვს რაიმე შეხება და რა თქმა უნდა სომოსასავითაც არ ხვრეტს ხალხს, მაგრამ, შარშანდელი სატრანსფერო ფანჯრის დახურვისას, მასთან დაკავშირებით სწორედ რუზველტის ეს ფრაზა გამახსენდა,...
Author: პაატა კვანტალიანი (პაატა კვანტალიანი)
პორდენონემ ვერ ჰქმნა…
ჩვენში კი არა, იტალიაშიც ცოტამ იცოდა მოკრძალებული „პორდენონეს“ შესახებ. გუნდი რომელიც სერია C – ს ბ ჯგუფის ბინადარია, ლამის ტოპ-სენსაციის შემოქმედი გახდა. მილანში, სახელოვანი „ინტერი“ სათასო მეოთხედფინალში, ამ ჩვენ გმირს მასპინძლობდა. მოლოდინისამებრ, მილანელთა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ძირითადი შემადგენლობის მხოლოდ ორი ფეხბურთელი დააყენა სასტარტოში და სამარქაფოებით სცადა ფონს გასვლა… მრისხანე მეტოქემდე „პორდენონეს“ ზედიზედ სამი სათასო გასვლა...
კაცი, რომელმაც აიღო ყაზანი
საბა კვირკველია დაიბადა 1992 წლის 6 თებერვალს, სამტრედიაში სიმაღლე 196 სმ ცენტრალური მცველი ახალგაზრდული კარიერა 2009-10 – „ზენიტი“ სანქტ პეტერბურგი 2010-11 – „რუბინი“ ყაზანი პროფესიონალური კარიერა 2011-2017 „რუბინი“ ყაზანი (87 მატჩი, 3 გოლი) 2017 – „ლოკომოტოვი“ მოსკოვი (19, 2) ნაკრები საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები (6 მატჩი) საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები (14 მატჩი) ეროვნული გუნდი (26 მატჩი) საქართველოს...
გოლი, ნოდიას გოლი
ძნელია, წერო ადამიანზე, რომელსაც თითქმის შენი ასაკის ტოლი საფეხბურთო კარიერა აქვს, რომლის თამაში არ გინახავს და შთაბეჭდილებას მხოლოდ მასზე წაკითხული და გაგონილი გიქმნის. მას ერთხელ უთქვამს, ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის ის იქნება, თუკი მომავალ თაობებს გივი ნოდიას შესახებ რამე ეცოდინებათო. იციან, ბატონო გივი, მართლა იციან! სპორტს აქვს ერთი საუცხოო თვისება. იგი აფთიაქარის სიზუსტით აღნუსხავს როგორც...
რუსთავში ბევრი ფერია, გუნდი ჩემპიონია
დიდი სიხარულია რუსთავში. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ვარლამ კილასონიას გაწვრთნილმა გუნდმა ეროვნული ლიგა ერთის საგზური მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქვემოქართლელებმა საშინაო სარბიელზე „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლეს და დათა სიჭინავას და ზაზა ციცქიშვილის გოლებით 2:0 დაამარცხეს. „რუსთავმა“ მთელი სეზონი სტაბილურად, დამაჯერებლად ჩაატარა და შედეგად დამსახურებულად მოიპოვა ლიგა ორის ჩემპიონობა. 30 გატანილი ბურთით ამაში დიდი წვლილი დათა სიჭინავამ...
ფეხბურთის კაცი!
თორნიკე ოქრიაშვილი დაიბადა 1992 წლის 12 თებერვალს რუსთავში სიმაღლე: 181 სმ; წონა: 71 კგ ამპლუა: ნახევარმცველი კლუბი: კრასნოდარი (რუსეთი) საკლუბო კარიერა: 2008 ოლიმპი 2009-2010 გაგრა (23 მატჩი, 1 გოლი) 2010 შახტარი 2, უკრაინა (13 მატჩი, 3 გოლი) 2010-2014 ილიჩოვეცი, უკრაინა (57 მატჩი, 4 გოლი) 2014 ჩერნომორეცი, უკრაინა (10 მატჩი, 3 გოლი) 2014-2016 გენკი, ბელგია (34...
მგლის მუხლი, დათას მიზანი 🎥
თითქმის მთელი ჩემპიონატი ლიდერობდა „მერანი“ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებას და ჰაეროვანი ჭენებით მიიწევდა მიზნისკენ. დაწინაურებულს, მოთმინებით და მგლის ალღოთი ედგა კვალში გამოცდილი ვარლამ კილასონიას „რუსთავი“ და დღეს გადამწყვეტი დარტყმაც მიაყენა კიდეც მეტოქეს – მინიმალური სხვაობით სძლია და შედეგად ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე სოლიდური, ოთხქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა, რისი აღმოფხვრაც მარტვილელთათვის თითქმის შეუძლებლად მოსჩანს… ფეხბურთი უპირველესად...
ნისლში დანახული ანა ფრანკის სახე
სწორედაც რომ მჭადი და ყველივითაა ეს დალოცვილი ფეხბურთი და გულშემატკივარი,ორივე ძნელად წარმოსადგენია ერთმანეთის გარეშე. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც ხდება. აგერ, ამას წინათ, სეპარატისტულ რელსებზე შემდგარი კატალონიის გამო, ბარსელონა ლას პალმასს უმაყურებლოდ გაუსწორდა. ისიც მართალია, ქართულ მოედნებზე(ან მათ მსგავსზე) უფრო ხშირად პასი მომე, შეჩემა რომ ისმის მაყურებელთა შეძახილების ნაცვლად და ისიც – მჭადი ხანდახან უყველოდაც რომ...
რა თქმა უნდა – ის! 🎥
ფიფამ ლონდონში საფეხბურთო ოსკარები ჩამოარიგა. ბრიტანული სისადავით და დახვეწილობით გამართულ გალა დაჯილდოებაზე, მშვენიერი საზეიმო გარემო შექმნეს საფეხბურთო და არამარტო საფეხბურთო სელებრითებმა. პრიზები ცხრა ნომინაციაში გადაეცათ გამარჯვებულებს, ამათ შორის უმთავრესი რაღა თქმა უნდა, საუკეთესო ქალ–ვაჟ ფეხბურთელთა და მწვრთნელთა ნომინაციები გახლდათ, რომლის შერჩევაშიც ქომაგები, ეროვნული გუნდების მწვრთნელები, კაპიტნები და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. ქართული მედიიდან ეს პატივი ტრადიციულად, ,,სარბიელს“...
დარდის ანალიზს აქ აკეთებენ? არა, გენაცვალე, შარდის… რა ვუშველოთ ამ ჩვენს ვაის-ს
ცოტა შორიდან დავიწყებ… ოთხმოცდაათიანებიდან მოყოლებული, კინოინდუსტრიაში საოცარი დუეტი ჰქონდათ ქვენტინ ტარანტინოსა და რობერტ როდრიგესს (ხამესს არა, რობერტს). ჰოდა იმ ამბავმა, რაზეც ახლა უნდა დავწერო, მათი ერთ-ერთი ეპოქალური ფილმის გენიალური მონაკვეთი გამახსენა. მოკლედ, ორნი ბარში შედიან ნარკოტიკის ასაღებად და სანამ იდენტიფიცირებას გაივლიან, ბარმენს ერთ–ერთი ასეთ ამბავს უყვება: იცი, ამას წინათ ერთ ბარში რა მოხდა?კლიენტი ბარმენს დაენიძლავა,...









