შარშანდელივით იღბლიანი გამოდგა მარტის ბოლო საქართველოს ნაკრებისთვის – შარშანდელივით ბალტიისპირელებს უმასპინძლა ვაისის გუნდმა და მაშინდელივით დიდი ანგარიშით იმარჯვა. ერთი წლის წინ ლატვიელთა 5:0 ძლევა, მართლაც რომ ფეერული იყო, ისევე როგორც დღევანდელი პირველი ტაიმი ლიტვასთან, სადაც ქართველებმა ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს სტუმრებს… მატჩს კი სამწუხარო ელფერი ახლდა, ჩვენები შავი სამკლავურებით გავიდნენ მოედანზე,რაკიღა დღეს სრულიად საქართველო იყო...
Author: პაატა კვანტალიანი (პაატა კვანტალიანი)
ყველაფერს ფულით ვერ იყიდი
რუსთავში „მეტეორები“ ბობოქრობენ, სამართლიანად ბობოქრობენ…. „მეტეორები“ რუსთავული საფეხბურთო კლუბის ერთგულ ქომაგთა გაერთიანებაა, ერთობ მომთხოვნი და რადიკალური. რუსულ რელსებზე შემდგარმა „რუსთავმა“ პირველ ტურში „დინამო“ კი დაამარცხა სენსაციურად, თუმც, შემდეგ მიჯრით ორი მარცხი იწვნია. თანაც ორივე მატჩი სრულიად უსახური თამაშით წააგო, რაშიც ქომაგები ფრიად საეჭვო სამწვრთნელო გამოცდილების ვლადიმერ ვალერის ძე გაზაევის ბრალეულობას ხედავენ და უკვე ღიად ითხოვენ...
ჰერიო, ბიჭებო – რუსეთში უკეთესია
საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ტრადიციას არ უღალატა და კვლავაც გვემა რუსეთის ნაკრები, თანაც მისსავე მოედანზე. კრასნოდარში ჩვენებს გამორჩევით უქომაგა იქაურმა ქართველობამ. ჩვენმა ბორჯღალოსნებმაც ჯეროვნად დააფასეს წვიმიან ამინდში გულშემატკივართა თანადგომა და გამორჩევით მძლავრად მეორე ნახევარში გაისარჯნენ – პირწმინდად შემუსრეს მეტოქე… ფეერიული გამოდგა ტრადიციული „მესამე ტაიმი“, სადაც ასევე ბოლომდე დაიხარჯნენ ჩვენი მორაგბეები – ნადიმი ერთგვარ კონცერტად აქციეს და...
ეს ვიეტნამზე უარესია…
დიდი ინგლისური, ჩრდილო–დასავლური დაპირისპირება, ძვალთამტვრევა, ომი, დიდი ომი… რაც გნებავთ დაარქვით, ეს მანჩესტერი – ლივერპულია, მთავარ–ბრიტანული ჯახი, რომელიც დიდი ხანია საუკუნეს გასცდა და უფრო დიდი ხანი – ზოგადად ფეხბურთს… 1894 წლიდან მოყოლებული,ყველა ტურნირზე ერთად, დღეს საიუბილეო–მეორასე მატჩი გაიმართება ამ გუნდებს შორის.უპირატესობა მანჩესტერისაა – 79 მოგება 65 მარცხის წილ… ერთი დიდი ისტორიაა ამ ორი გუნდის ფანების...
აბა, მოედანი?
უეფას მიერ შემუშავებული ახალი ფორმატის წყალობით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, ერთი შეხედვით ჩინებული შანსი ეძლევა. ლატვია, ყაზახეთი, ანდორა – ამათ ძლევას უპირობოდ ითხოვს ქომაგი. ქართული ბუნება-ხასიათიდან გამომდინარე, თითოეული შესარჩევი ეტაპის კენჭისყრის შემდეგ დაგვილაგებია გეგმები, აგვიშენებია ოცნებების კოშკები, მაშინაც კი, როცა გაცილებით მაღალი დონის ნაკრებები გვყოლია მეტოქეებად და რა გასაკვირია რომ, მოლოდინი ამჯერადაც დიდია...
გაზაფხულდა, ვიწყებთ…
თითქმის 28 წელი გავიდა… ქვეყნის უმთავრესი სარბიელი მაყურებელს ვერ იტევდა – 1990 წლის 30 მარტს ფეხბურთში საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. იმ დღეს, სტადიონზე მისული და ტელევიზორებს მიჯაჭვული ათიათასობით ადამიანიდან, ალბათ, ბევრი ვერ წარმოიდგენდა, ასე უღიმღამო მომავალი თუ ექნებოდა ეროვნულ ჩემპიონატს და ზოგადად ქართულ ფეხბურთს. წლიდან წლამდე გაუთავებელი მოლოდინი, ამაოდ გაცემული ავანსები ქომაგთა თუ სპორტულ...
ჯერარდმა მანჩესტერის მომავალი შეაჩერა
რადგან ათეულწლობით ნაწრთობია ამ ორთა ტრადიციადქცეული ქიშპობა, ეზო ეზოზე რომ თამაშობდნენ ლივერპულის და მანჩესტერის გუნდები,თავისებური ეშხი ამ დაპირისპირებასაც ექნებოდა. ცოტა ხნის წინ კი,ისეთი მატჩი გაიმართა,დამაინტრიგებელი და თვალსასეირო მართლაც რომ ბევრი იყო. „ლივერპულის“ და „მანჩესტერის“ მომავალი ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დაუპირისპირდა ერთმანეთს.გათამაშების ფორმატით ცხრამეტწლამდელები ამ ეტაპზე ერთ მატჩში არკვევენ გამარჯვებულს და ამდენად თამაში გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო…...
საბას თბილისში გიორგი დახვდება
ორმაგად მისალოცად აქვს საქმე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მცველს საბა კვერკველიას. იგი დღეს 26 წლის გახდა და დღევანდელი დღე ყოველთვის გამორჩეული იქნება მისთვის, რაკიღა დღესვე ვაჟის მამაც გახდა. ანი კურტანიძემ ფასდაუდებელი საჩუქარი გაუკეთა მეუღლეს – პატარა გიორგი თბილისში 3.900 მოევლინა ქვეყანას და მამას მოგვიანებით გაიცნობს, რადგან უფროსი კვერკველია მოსკოვის „ლოკომოტივთან” ერთად ესპანურ შეკრებაზე იმყოფება. ვულოცავთ, საბას...
ორჯერ არ მოკვდე, ბაბუ
ისე უნდა იცხოვრო ბაბუ, ორჯერ არ მოკვდე სიცოცხლეშიო-გვასწავლიდა ბაბუა შვილიშვილებს. მე არ ვიცი რა დაუბარა და რას ასწავლიდა დიდი ბაბუა ჟირუ პატარა ოლივიეს მაგრამ,ამ დღეებში მისი უკვე ზრდასრული შვილიშვილი უნიკალურ სიტუაციაში მოხვდა – ერთ ტურში ჟირუ ორჯერ დამარცხდა. ორ დღეზე განაწილებული ინგლისური პრემიერლიგის 25-ე ტური „სუონსი“-„არსენალის“ მატჩით გაიხსნა.იმ დროისთვის ჟირუ ლონდონურ გუნდში ირიცხებიდა და მეტიც...
რატომ მიდიან ლივერპულიდან?
წარუმატებლად ვითარდება ზამთრის სატრანსფერო სეზონი „ლივერპულისთვის“.რამდენიმე საათის წინ გუნდის ვარსკვლავი, დანიელ სტარიჯი „ვესტ ბრომვიჩის“ ფეხბურთელი გახდა. მართალია,გარიგება მხოლოდ იჯარას ითვალისწინებს, მაგრამ ფაქტია, სეზონის ბოლომდე სტარიჯი ბრომვიჩისთვის შეუტევს. ამრიგად,ინგლისის ნაკრების შემტევი ფელიპე კოუტინიოს შემდეგ მეორე მნიშვნელოვანი დანაკლისია მერსისაიდული გუნდისთვის, თუმცა, ბრაზილიელისგან განსხვავებით, სტარიჯი ორმხრივი სურვილით დაშორდა „ლივერპულს“, რაკიღა იურგენ კლოპის სათამაშო კონცეფციებს ვერ მორგებულს, მსოფლიოს ჩემპიონატზე...








