Author: ლუკა თალაკვაძე

Home ლუკა თალაკვაძე
გონების თამაში
ჩანაწერი

გონების თამაში

23-25 ივნისს სასტუმრო ბილტმორ თბილისი მასშტაბურ საფეხბურთო ფორუმს – Mind Game, ფეხბურთი გონების თამაში – უმასპინძლებს. სამდღიანი ღონისძიება პანელურ დისკუსიებს, პრეზენტაციებსა და დამოუკიდებელ ლექციებს მოიცავს. ფორუმი გიორგი ქოჩორაშვილისა და საფეხბურთო სააგენტოს OT Sportmanagement-ის მიერააა ორგანიზებული, მისი მიზანი საქართველოში, პროფესიულ ფეხბურთში თანამედროვე ცოდნის დანერგვაა. ღონისძიების ფარგლებში განხილული საკითხები, თანაბრად სასარგებლო იქნება ახალგაზრდა და პროფესიონალი ფეხბურთელებისთვის, მწვრთნელების,...

ექსპერიმენტული მოგება
ჩანაწერი

ექსპერიმენტული მოგება

სანაკრებო პაუზის დროს საქართველომ დრო იხელთა და ფარერების ნაკრებს უმასპინძლა. მეტოქე რომ დიდი სახელით არ გამოირჩევა, ამაზე არ ვიკამათოთ, რადგან მეორე ნაკრებითაც კი დავამარცხეთ – 1:0. ანგარიშმა არ მოგვატყუოს. უპირატესობა ჩვენი იყო, მომენტებიც ბევრად მეტი გვქონდა. თუმცა, არც ის დაგვავიწყდეს, რომ იყო ეპიზოდები, სადაც გიორგი ლორიამ რამდენჯერმე გადაგვარჩინა – ბოლო წუთზეც კი. გიორგი ლორია –...

გიორგი ლორია: წავედი, მადლობა!
ჩანაწერი

გიორგი ლორია: წავედი, მადლობა!

დღეს, ეროვნული გუნდის 39 წლის მეკარე გიორგი ლორიამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. „17 წელი ცოტა არ არის. ფარერებთან, 5 ივნისს ბოლო თამაშს ჩავატარებ ჩვენი ქვეყნის ნაკრების მაისურით. განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს გვერდით იდგა, ჩემს ოჯახს, მეგობრებს, მწვრთნელებს… მადლობა ნაკრების მთელ პერსონალს. ისინი ქმნიან გუნდს, რომელიც გულშემატკივარს ახარებს. ქომაგის თანადგომას განსაკუთრებით ვგრძნობდი....

საქართველოს ნაცნობი ჯგუფი
ჩანაწერი

საქართველოს ნაცნობი ჯგუფი

2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყო. ტიტე კალანდაძის გუნდი E ჯგუფში მოხვდა, მეტოქეებად შვედეთი, ხორვატია და ნიდერლანდები ერგო. ევროპირველობას სამი ქვეყანა (დანია, ნორვეგია, შვედეთი) მასპინძლობს, ჩვენს ჯგუფს კი, შვედეთის ქალაქი მალმიო უმასპინძლებს. წილისყრის სრული შეედეგები ასეთია: A ჯგუფი: გერმანია, ესპანეთი, ავსტრია, სერბეთი; B ჯგუფი: დანია, პორტუგალია, ჩრ.მაკედონია, რუმინეთი; C...

კარლო ბრაზილიელი
ჩანაწერი

კარლო ბრაზილიელი

დადასტურდა: ბრაზილიის ნაკრები მწვრთნელად 65 წლის იტალიელი კარლო ანჩელოტი დაინიშნა. „ჩვენ ერთად უნდა დავწეროთ ახალი ისტორია. მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ დიდი მიზნები გვაქვს. მალე, ბრაზილია, ისევ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იქნება“, – თქვა ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი ედნალდო გონსალესმა. იტალიელი მწვრთნელი, რომელსაც მადრიდის „რეალში“ აწ უკვე „ლევერკუზენის“ ყოფილი თმწვრთნელი ჩაბი ალონსო შეცვლის, ბრაზილიაში მუშაობას ამ თვის...

მონდომებული, მიზანდასახული, ერთსულოვანი…
ჩანაწერი

მონდომებული, მიზანდასახული, ერთსულოვანი…

8 მაისს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს. ტიტე კალანდაძის გუნდს კონტინენტის მთავარი ტურნირის ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ, შესაძლოა, ფრეც ეყოს და წაგებითაც გავიდეს, მაგრამ საქმე მოლეული სჯობიაო… არადა, ბერძნებთან პირველი თამაში 26:27 წავაგეთ. უფრო ჩვენ წავაგეთ, ვიდრე მეტოქემ მოიგო, რადგან ბოლო ბურთი 8 წამით ადრე მივიღეთ და ისიც...

საქართველოს ოქრო ქალები…
ჩანაწერი

საქართველოს ოქრო ქალები…

პოდგორიცაში ძიუდოსტთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს შერეულმა გუნდმა ოქროს მედლებით დახურა… ფინალამდე მაგრად ვიარეთ: ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილმა შეგირდებმა მერვედფინალში აზერბაიჯანი 4:0 დაამარცხეს. მოგებები სოფიო სომხიშვილმა, გურამ თუშიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა მიითვალეს; მეოთხედფინალში ავსტრიას 4:1 ვძლიეთ. ნაკრებს ქულები თუშიშვილმა, ლიპარტელიანმა, მარიამ ჭანტურიამ და ლუკა მაისურაძემ მოუტანეს, ხოლო შავდათუაშვილმა ტრავმის გამო შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო; ნახევარფინალში...

ხარისხით ნაკლები მედალი
ჩანაწერი

ხარისხით ნაკლები მედალი

პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მედალი მეორე დღესაც მოიპოვა, მაგრამ ხარისხი უფრო ნაკლები იყო. ჩერნოგორიის დედაქალაქში ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ვერცხლს დასჯერდა. ლიპარტელიანმა მერვედფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოჭიდავე დარია კურბონმამადოვას იუკოთი სძლია, მეოთხედფინალში შვეიცარიელი ბინტა ნდიაე იპონით დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ისრაელის ნაკრების წევრ ტიმნა ნელსონ ლევის იუკოთი აჯობა. ფინალში ჩვენებური გერმანელ სეია...

ევროპაზე ყველა ლიდერით
ჩანაწერი

ევროპაზე ყველა ლიდერით

23-27 აპრილს მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ძიუდოისტთა ევროპის პირად-გუნდურ ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით გამოვა. ვაჟთა ნაკრების მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი ცხრაკაციან კვოტას სრულად გამოიყენებს და მონაწილე შვიდივე კატეგორიაში გვეყოლება. ეს ნიშნავს, რომ ორ წონაში – 66 და 90 კილოგრამამდე – ორ-ორი მონაწილე გვეყოლება. დანარჩენ წონებში ლიდერები იასპარეზებენ. ქალთა ნაკრებში გია თენაძემ ექვსი შეგირდი შეიყვანა, მაგრამ...

ზურიკოს პასი, ხვიჩას – გოლი
ჩანაწერი

ზურიკოს პასი, ხვიჩას – გოლი

სანაკრებო პაუზის შემდეგ საფრანგეთის ლიგა 1-ში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს მასპინძლობს. მასპინძელთა ქართველი გუნდს საგოლე პასით შეეწია, სტუმართა ქართველმა კი 1:1-ზე მისი გუნდი მოხდენილი გუნდით დააწინაურა. მე-60 წუთზე ანგარიში უკვე 1:4 იყო, როცა ორივე ქართველი თითქმის ერთდროულად შეცვალეს.