Author: ლუკა თალაკვაძე

Home ლუკა თალაკვაძე
მილანმა საჯარიმოში ბურთი ვერ შეაგორა
ჩანაწერი

მილანმა საჯარიმოში ბურთი ვერ შეაგორა

სერია A-ს მეცამეტე ტურში, “ნაპოლიმ” “მილანს” უმასპინძლა და 2:1 მოუგო. ამ შეხვედრას “გაძეტა დელო სპორტში” გამოქვეყნებული რეპლიკის გამო მივაქციეთ გამორჩეული ყურადღება, თორემ შაბათ საღამოს რომაული დერბიც იყო — “რომამ” “ლაციო” ასევე 2:1 დაამარცხა. რეპლიკის მთავარი წინადადება ასეთი გახლდათ: “ვინჩენცო მონტელას მოთამაშეები, პირველ ტაიმში, მეტოქის საჯარიმოში ბურთს საერთოდ არ შეხებიან”. სხვა სიტყვებით, “როსონერიმ” ბურთი მოწინააღმდეგის საჯარიმოში ვერ...

პეპე, არშემდგარი ტაქსისტი
ჩანაწერი

პეპე, არშემდგარი ტაქსისტი

პეპეს მამამ თქვა, რომ მის ვაჟს გადაწყვეტილი ჰქონდა ტაქსის მძღოლი გამხდარიყო. რასაკვირველია, ეს იმ შემთხვევაში, თუ მისგან ფეხბურთელი არ გამოვიდოდა. ზაფხულში პეპემ “რელი” დატოვა და სტამბოლის “ბეშიქთაშში” გადავიდა. მცველმა, რომლის ნამდვილი სახელია კელპერ ლავერან ლიმა ფერეირა, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ათი წელიწადი გაატარა, მაგრამ “თეთრებთან” მორიგ კონტრაქტზე ვეღარ შეთანხმდა და კარიერის ესპანური პერიოდი დაასრულა. 34 წლის ფეხბურთელი...

მაკარიძე – მეკარის მზე
ჩანაწერი

მაკარიძე – მეკარის მზე

საქართველოს ნაკრების 27 წლის მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიის „მორეირენსეში“ ირიცხება. უბრალოდ, ირიცხება და მეტი არაფერი. წინა სეზონში გუნდის გამორჩეული სახე იყო, მაგარ გუნდებსაც სურდათ, დღეს კი უთამაშებელია. მინდორს კი არა, სათადარიგოებსაც არ აკარებენ. სხვა რას უნდა დააბრალო ეს ფაქტი, თუ არა კონფლიქტს? გავიგეთ, რომ მაკარიძემ ამ ზაფხულს უარი თქვა პორტუგალიის „ბრაგაში“ გადასვლაზე, ფული არ აშოვნინა...

ახალი საძმო — “მანჩესტერ სიტი”
ჩანაწერი

ახალი საძმო — “მანჩესტერ სიტი”

“მანჩესტერ სიტის” დიდ შეფებს ბევრი რამ უნახავთ, მაგრამ ის ღრიანცელი, რომელიც  ლონდონის “სტემფორდ ბრიჯსა” და ნეაპოლის “სან პაოლოზე” მოგებების მერე სტუმარი გუნდის გასახდელიდან გამოდიოდა, განსაკუთრებული იყო — აშკარად, ერთი იდეით შეპყრობილი ადამიანები ზეიმობდნენ. “დეილი მეილი” წერს, იმასაც კი ამბობენ, რომ ინგლისური პრემიერლიგის დიდი ექვსეული გოლიათის და ჯუჯების ექვსეულად გადაიქცაო… “სიტის” ცხოვრებაში ბევრი ცვლილებაა, მაგრამ ერთი...

მადრიდული დერბის მეთექვსმეტე სტადიონი
ჩანაწერი

მადრიდული დერბის მეთექვსმეტე სტადიონი

შაბათს, 18 ნოემბერს, მადრიდის ახალ სტადიონზე, რომელსაც “ვანდა მეტროპოლიტანო” ჰქვია, დერბია: “ატლეტიკო” “რეალს” მასპინძლობს და ესპანური მედიის ყურადღება მისკენ არის მიმართული. რას აღარ წერენ. მაგალითად, იმას, რომ “ატლეტიკოს” ახალი ბინა მეთექვსმეტე სარბიელია, რომელზეც მადრიდული დერბი გაიმართება — საუკუნოვან დაპირისპირებაში ახალი ფურცელი უნდა ჩაიწეროს. “ატლეტიკომ” და “რეალმა” დაარსების შემდეგ ესპანეთის დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში ხომ გააგორეს...

ახალგაზრდული დღე
ჩანაწერი

ახალგაზრდული დღე

საქართველოს ახალგაზრდულმა და 19-წლამდელთა ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები ჩაატარეს. 19-წლამდელებმა, გიორგი ყიფიანის თავკაცობით, საქმე უკვე მოიმთავრეს. ტურნირის ბოლო დღეს, როგორც ანდორასთან, ჩვენი ჭაბუკები უმოტივაციო ფრანგებთანაც ფრეს დასჯერდნენ – 1:1 და ოთხგუნდიან ჯგუფში მესამე ადგილზე დარჩნენ. ცხადია, ამ ასაკში ელიტ-რაუნდი საქართველოს გარეშე ჩაივლის. საფრანგეთი და მასპინძელი ბოსნია თამაშს მომდევნო ეტაპზე გააგრძელებენ. გუგეშაშვილი, მალი, ასათიანი, ჯინჯოლავა,...

კალათბურთი ახალი თავისთვის ემზადება
ჩანაწერი

კალათბურთი ახალი თავისთვის ემზადება

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ვეტერანი კალათბურთელი პაატა გურასპაული ემზადება. მას განაცხადი უკვე მზად აქვს და ფედერაციის გამგეობას დასარეგისტრირებლად 15 ნოემბერს ჩააბარებს. პაატა გურასპაული ამჟამად სილქ ტვ-ის კალათბურთის რედაქციის რედაქტორიგახლავთ. ის ხელმძღვანელობს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირს, რომელის ორგანიზებითაც  ტარდება თბილისის ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკის ბავშვებს შორის. თავის დროზე პაატა გურასპაული თბილისის „დინამოს“ გამთამაშებელი გახლდათ....

მომავალ კლასიკოში “ბარსამ” მოიგო
ჩანაწერი

მომავალ კლასიკოში “ბარსამ” მოიგო

23 დეკემბერს, შაბათ დღეს, თბილისის დროით 16 საათზე, მადრიდში, “ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუზე” ესპანეთის ჩემპიონატის დიდი მატჩია: “რეალი” — “ბარსელონა”. მართალია, მანამდე ჯერ ხუთი ტურია, მაგრამ შეუძლებელია ფეხბურთელები ამთავითვე არ იქმნიდნენ საბრძოლო განწყობას. მესების ოჯახში, მაგალითად, ლეო და მისი უფროსი ვაჟი ტიაგო PlayStation-ით თამაშობენ. ტიაგოს “ლურჯ-მეწამული” ფორმა აცვია და, შესაბამისად, “ბარსელონაა”, ლეო კი აბა მადრიდელთა თეთრ...

ნაკრებმა ქუთაისში ორიანები მიიღო
ჩანაწერი

ნაკრებმა ქუთაისში ორიანები მიიღო

ზედიზედ მეორედ მოგება აღარ გამოვიდა. ვლადიმირ ვაისის თავკაცობით ეროვნული გუნდი  ბელარუსთან ფრეს დასჯერდა. მატჩი ქუთაისში შედგა, სავსე ტრიბუნების წინ, ცუდ მოედანზე. ჩვენები ჯერ აგებდნენ, მერე იგებდნენ, საბოლოოდ კი ეს აიწონა-დაიწონა 2:2 დამთავრდა. საქართველომ ექსპერიმენტალური შემადგენლობით ითამაშა, ცხადია, უამრავი ტექნიკური თუ პოზიციური შეცდომის თანხლებით. ბელარუსიც ვერ წყვეტს ვარსკვლავებს, თორემ კიდევ ერთი მარცხი გარანტირებული იქნებოდა. საინტერესოა, რომ...

ხეჩიკაშვილი: ბიზნესიდან მოვედი, ბიზნესში მივდივარ
ჩანაწერი

ხეჩიკაშვილი: ბიზნესიდან მოვედი, ბიზნესში მივდივარ

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა აწ უკვე ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ბიზნესში დაბრუნდა… – სპორტის სამსახურში ვრჩები. მინისტრობამდე, მინისტრის რანგში და შემდეგაც, ქვეყნის სამსახურში ვიყავი. ჩემთვის სპორტისა და ქვეყნის სიყვარული არის ერთ-ერთი უპირველესი. მინისტრის რანგში მიღებულ გამოცდილებას ქართულ სპორტსა და ქვეყნის აღმშენებლობას ახლა სწორედ ბიზნესიდან მოვახმარ. ვიმედოვნებ, ის რეფორმები რაც ჩემი მინისტრობის პერიოდში დაიწყო, წარმატებით გაგრძელდება,...