2 აგვისტოდან ეროვნული ლიგა განახლდება. ორთვიანი შესვენების პერიოდში ქართული გუნდების შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. გამონაკლისი არც თბილისის „დინამოა“ გუნდმა რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დაიმატა. დედაქალაქურ კლუბში გააგრძელებს კარიერას ლუკა ლაცაბიძე – დონეცკის „შახტარის“ ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარით ოდესის „ჩერნომორეცში“ გაატარა, ახლა კი სეზონის ბოლომდე „დინამოში“ ითამაშებს. „დინამოს“ დაუბრუნდა გიორგი ხარაიშვილი, რომელიც ბოლოს აზერბაიჯანის ჩემპიონატში „სუმგაითში“ გამოდიოდა...
Author: ლუკა თალაკვაძე
ივა გელაშვილი საბერძნეთში ითამაშებს
თბილისის „იბერია 1999“-ის ცენტრალური მცველი ივა გელაშვილი კარიერას საბერძნეთის სუპერლიგის კლუბ „პანსერაიკოსში“ გააგრძელებს. ფეხბურთელმა კლუბთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გელაშვილი 2001 წელს თბილისში დაიბადა. 192 სანრიმეტრი სიმაღლის ფეხბურთელი ამპლუით ცენტრალური მცველია, ბოლოს იგი საქართველოს ჩემპიონის, თბილისის „იბერიას“ ღირსებას იცავდა, სადაც 2023 წლიდან თამაშობდა, 46 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა. გელაშვილმა...
ლოჩოშვილი კლოზესთნ…
საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის მეორე ბუნდესლიგელ „ნიურნბერგში“ გააგრძელებს. ლოჩოშვილი გერმანიაში იტალიიდან გადვიდა, სადაც ბოლოს იჯარით „სალერნიტანაში“ თამშობდა. მანამდე კი „კრემონეზეს“ ღირსებას იცავდა. ლუკა ლოჩოშვილი ნიურნბერგში 24-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. გეტყვით, რომ „ნიურნბერგის“ მწვრთნელი გერმანიის ნაკრების ლეგენდარული თავდამსხმელი მიროსლავ კლოზეა, „ნიურნბერგი“ მიზნად ბუნდესლიგაში დაბრუნებას ისახავს. წინა სეზონი მეორე ბუინდესლიგაში გუნდმა მე-10 ადგილზე დააასრულა. ლუკა...
დინამო ადასტურებს…
„დინამოს“ კაპიტანი ნიკოლოზ უგრეხელიძე კარიერას თურქეთში გააგრძელებს – ფეხბურთელის „ქარაგუმრუქში“ ტრანსფერი თბილისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. „ჩვენი გუნდის კაპიტანი ნიკოლოზ უგრეხელიძე კარიერას თურქულ „ქარაგუმრუქში“ გააგრძელებს. მხარეები ერთწლიან იჯარაზე შეთანხმდნენ. თურქულ გუნდს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება. წარმატებას გისურვებთ, ნიკა“, – წერია კლუბის განცხადებაში. 21 წლის მცველი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. მთავარ გუნდში 2022 წელს გადაიყვანეს სადებიუტო შეხვედრა კი...
შვიდგოლიანი ორი დუბლით
უეფა-ს კონფერენციის ლიგაში ქუთაისის „ტორპედომ“ ყაზახურ „ორდაბასს“ უმასპინძლა და 4:3 მოიგო. ანგარიში ქუთაისლებმა გახსნეს, მაგრამ სტუმრებს სულ რაღაც 5 წუთი დასჭირდათ წინ გასასვლელად – მასპინძლებს გოლი ლუკა იმნაძემ გაუტანა. პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში სიმიჩმა გაათანაბრა და ტაიმი 2:2 დასრულდა. ქუთათურებმა თამაში იონსენისა და სიმიჩის დუბლებით მოიგეს – ისევე როგორც პირველი ტაიმში, სიმიჩმა გამარჯვების გოლი არბიტრის...
მსოფლიო თასი უდანაკარგოდ
ბათუმში ქალთა მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო, რომლის საპრიზო ფონდი 691.250 ამერიკული დოლარია. აჭარას 107 მონაწილე ესტუმრა, მათგან შვიდი ქართველია. გაიმართა პირველი რაუნდის მატჩები, სადაც საქმეში სამივე ქართველი ჩაება და შემდეგ ეტაპზე სამივე გავიდა. ბელა ხოტენაშვილმა ესპერანსა კაქსიტა მარტივად, 2:0 დაამარცხა და მეორე რაუნდში ნურგულ სალიმოვას გაეჯიბრება. კესარია მგელაძემ პამ ლეო შაოს პირველი პარტია მოუგო, მეორე...
გიორგი მამუკას ელის…
მომავალი სეზონიდან იტალიურ სერია A-ში, შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ვიხილოთ. 22 წლის გიორგი კვერნაძე ახლა სერია B-ს ბინადარი „ფროზინონეს“ ფეხბურთელია, მაგრამ იტალიური პრესა აჭრელებულია ცნობებით იმის თაობაზე, რომ ახალი სეზონიდან ის მთავარ იტალიურ ლიგაში ითამაშებს. „დიახ, ვიცი, რომ ჩემი გადაბირებით სერია A-ს რამდენიმე გუნდია დაინტერესებული. ვკითხულობ იტალიურ პრესას და ესეც რომ არა, ჩემი აგენტისგან გავიგე...
ბასილაშვილი მუსეტიზე გავიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი „უიმბლდონზე“ ძირითად ბადეში ითამაშებს. ჩვენიანმა კვალიფიკაციის ფინალში არგენტინელ ხუან პაბლო ფიცოვიჩს 1:6; 7:5; 6:2; 6:1 მოუგო. თამაში საინტერესო გამოდგა. ჯერ არგენტინელმა მოიგო მარტივად, შემდეგ ბასილაშვილმა ბრძოლაში გაათანაბრა, თუმცა მერე ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე უშანსოდ დატოვა. შეგახსენებთ, მანამდე ბასილაშვილმა ესპანელ პაბლო ლამას რუიზსა (6:3; 4:6; 6:3) და ჰონგ კონგელი ჩაკ ლამ კოლმან ვონგს (7:6; 7:6)...
ბასილაშვილს ბოლქვაძე შეუერთდა
„უიმბლდონის“ საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში უკვე ორი ქართველი გვყავს. გუშინ გასულ ნიკოლოზ ბასილაშვილს დღეს მარიამ ბოლქვაძე შეუერთდა. ბოლქვაძის მეტოქე 39 წლის ვარვარა ლეპჩენკო იყო, რომელიც ჩვენიანმა 7:5; 6:4 დაამარცხა. მარიამს მაინცდამაინც არ უწვალია. პირველ სეტში მეტოქეს ბრეიკი მე-11 გეიმში აართვა და მერე საკუთარიც ჩაწოდებაც აიღო. მეორე სეტიც ჩვენეიანის ბრეიკით დაიწყო, მაგრამ უზბეკეთში დაბადებულმა ამერიკელმა მალევე...
ხვიჩას გარეშე საქართველო…
საქართველოს ნაკრებმა ქუთაისში კაბო ვერდეს ამხანაგურად უმასპინძლა და ამხანაგურადვე დაშორდა – 1:1. თამაში ფრედ კი დასრულდა, მაგრამ ადვილი დასანახი იყო, რომ მეტოქე უფრო ორგანიზებულად გამოიყურებოდა, ვიდრე ვილი სანიოლის რჩეულები. ახლაც ექნება ექნება ფრანგ სპეციალისტს გასასამართლებელი საბუთი – აფრიკელები ერთმანეთში შეთამაშებულნი არიან, ხოლო ისინი, ვინც სანიოლმა ბოლო ორი ამხანაგური მატჩებისთვის გამოიძახა, საერთოდ ამ თამაშებისთვის შეიკრიბნენ. რაც...









