საქართველოს ნაკრებმა ქუთაისში კაბო ვერდეს ამხანაგურად უმასპინძლა და ამხანაგურადვე დაშორდა – 1:1.
თამაში ფრედ კი დასრულდა, მაგრამ ადვილი დასანახი იყო, რომ მეტოქე უფრო ორგანიზებულად გამოიყურებოდა, ვიდრე ვილი სანიოლის რჩეულები. ახლაც ექნება ექნება ფრანგ სპეციალისტს გასასამართლებელი საბუთი – აფრიკელები ერთმანეთში შეთამაშებულნი არიან, ხოლო ისინი, ვინც სანიოლმა ბოლო ორი ამხანაგური მატჩებისთვის გამოიძახა, საერთოდ ამ თამაშებისთვის შეიკრიბნენ.
რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, ის არის რომ მეკარის პრობლემა არ გვაქვს. და კიდევ 2-3 ფეხბურთელი, რომელთა გამოყენება საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება.
ერთი რამ ფაქტია, ვილის ძალიან ბევრი საფიქრალი და სამუშაო ექნება.
მართალია, ეს თამაშები უფრო ექსპერიმენტულ სახეს ატარებდა, მაგრამ სწორედ ამ დროს ჩნდება მწვრთნელის მაღალი კვალიფიკაცია – რაც ჩვენ ვერ დავინახეთ, მან დაინახოს. ფეხბურთელებთან ერთად შეცდომები მწვრთნელსაც ჰქონდა.
ფარერებთან და მით უმეტეს, კაბო ვერდესთან, კარგად გამოჩნდა, რომ დღეს საქართველოს ნაკრები 3-4 ფეხბურთელის გუნდია… თუმცა, არ გვინდა ამ მატჩების გამო გავაკრიტიკოთ. დანარჩენი მომავალში გამოჩნდება…

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
