… ხომ გახსოვთ: შარშან, საქართველომ ერთა ლიგის ფლეი ოფში ლუქსემბურგს რომ მოუგო, მარტის თვე იდგა; რამდენიმე დღეში საბერძნეთი რომ მიაყოლა და ისტორიაში პირველად ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, ამასაც რა დაგავიწყებთ; აგერ, ახლაა და ჩვენებმა სომხებს გადაუარეს, ორი მატჩის ჯამში 9:1 დაამარცხეს და ერთა ლიგის B ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს… ისე გამოვიდა, რომ საქართველოს ეროვნულ...
Author: ლუკა თალაკვაძე
ბუდუს ზედიზედ ორი
ევროპაში ქართველების დღეა: გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთში გოლით და საგოლე პასებით გამოიჩინა თავი; დავითაშვილმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტიულ ბუნდესლიგაში იყოჩაღა, გიორგი გოჩოლეიშვილმა დანიაში; საფრანგეთშივე ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა საგოლე პასი… ბუნდესლიგაში კი ბუდუ ზივზივაძემ ივარგა და გოლს საგოლე პასიც მიაყოლა… აუცილებლად ვთქვათ, რომ ბუდუმ ზედიზედ მეორე მატჩში შეაგდო. მოკლედ, სომხეთთან 20 და 23 მარტის მატჩების წინ, შესაბამისად ერევანსა...
სუპერბუდუ!
ის, რასაც ამდენი ხანი ველოდით, ვნახეთ – ბუდუ ზივზივაძემ ჰაიდენჰაიმში, შესაბამისად კი ბუნდესლიგაში, სადებიუტო გოლი გაიტანა. მისი გუნდი ჰოფენჰაიმს ესტუმრა და ქულას დასჯერდა. ჩვენიანი თავდამსხმელი სთადარიგო იყო, თუმც თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და 20 წუთში იხეირა კიდეც. ულამაზესი გოლი იყო. ცაციამ მარჯვენათი შორეულ ცხრიანში ჩაახვია… სადღეისოდ ბუდუს ჰაიდენჰაიმი ბუნდესლიგის ცხრილში ბოლო ადგილზეა. https://streamin.me/v/8396aee8
35 წლის შემდეგ… უკან სსრკ-ში
ყინვამ მოუჭირა… დასავლეთ საქართველოში ბარდნის… ქუჩები დათოვლილია, საფეხბურთო მოედნებიც, რასაკვირველია… ჩვენ კი ეროვნულ ლიგას ვიწყებთ… 28 თებერვალს, პარასკევს, ჩემპიონი იბერია შარშან გავარდნას ფლეი ოფით გადარჩენილ თელავს მიიღებს… თითქმის 35 წელიწადი გავიდა… ქვეყნის უმთავრესი სარბიელი მაყურებელს ვერ იტევდა – 1990 წლის 30 მარტს ფეხბურთში საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. იმ დღეს, სტადიონზე მისული და ტელევიზორებს მიჯაჭვული ათიათასობით...
სარაევოში, ამჯერად ქალებში…
ბოსნიური ქალთა საფეხბურთო კლუბ „სარაევო 2000“-ში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ნათია დანელია ჩაირიცხა. „სიამაყით წარმოგიდგენთ „სარაევო 2000“-ის ახალწვეულს, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ნათია დანელიას. ნიჭიერი, სისწრაფითა და ტექნიკითა გამოირჩეული ფეხბურთელი თბილისის „კვარტალში“ თამაშობდა. ნათია საქართველოს ეროვნული გუნდის წევრია, ვიმედოვნებთ, რომ მისი საერთშორისო გამოცდილება „სარაევოს“ კიდევ უფრო გააძლიერებს და წარამტებას მოუტანს. ჩვენს კლუბში თამაში ქართველი ფეხბურთელისთვის საერთაშორისო კარიერაში...
ზიტა ლილიდან
ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე გაძლიერებას განაგრძობს – ქუთაისურმა კლუბმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა. ახალი სეზონიდან გუნდის ღირსებას 19 წლის ფრანგი ნახევარმცველი, კისლეი ზიტა დაიცავს, რომლის ტრანსფერიც „ტორპედომ“ „ლილიდან“ გამოისყიდა. ფრანგულ კლუბთან შეთანხმების მიხედვით, ზიტას მომდევნო ტრანსფერიდან „ლილს“ ეკონომიკური უფლებების 30% დარჩება. ზიტა „ლილის“ აკადემიის აღზრდილია და ამ კლუბის ყველა ასაკობრივ გუნდში თამაშობდა. კლუბსა...
ოქრო ინგასგან…
საქართველოში მიმდინარე ზამთრის 2025 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ფიგურულ ციგურაობაში ინგა გურგენიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. მოკლე პროგრამის შემდეგ გურგენიძე 58.84 ქულით მესამე ადგილზე იყო. მან თავისუფალ პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულა, 128.97 ქულა დაიმსახურა, ორი გამოსვლის ჯამში მოპოვებული 187.81 ქულით კი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული გახდა. შეჯიბრებაზე ვერცხლის მედალს ესტონელი ელინა გოიდინა დაეუფლა, ბრინჯაო...
კვარა vs ბრესტი
ნიონში, ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის წილისყრა გაიმართა. ცხადია, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ხვიჩა კვარაცხელიას და მისი პსჟ-ის მეტოქის ვინაობა იყო. ჰოდა, გაირკვა კიდეც: პსჟ, რომელიც ქართველ ვარსკვლავს სწორედ ამ ეტაპიდან შეიყვანს უეფას განაცხადში, ასევე ფრანგულ ბრესტთან გაარკვევს 1/8-ფინალისტს, რომელიც თავის მხრივ ან „ლივერპულს“ შეხვდება ანაც „ბარსელონას“. 1/16 ფინალის მატჩები 11-12 და 18-19 თებერვალს გაიმართება. პსჟ პირველ მატჩს სტუმრად...
ფამალიკაო კარიერისთვის
თბილისის „იბერიას“ ლიდერი, ოთო მამაგეიშვილი კარიერას პორტუგალიურ „ფამალიკაოში“ გააგრძელებს. მან კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. მამაგეიშვილი თბილისის „იბერიას“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, გასულ სეზონში კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიგო და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო. „ეს გამოწვევა ჩემთვის ძალიან საინტერესოა და მომავალი კარიერისთვის სასარგებლო იქნება. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა. როდესაც ფამალიკაოში თამაში შემომთავაზეს, გამიხარდა. აქ გადმოსვლა...
სინერის მეორე ავსტრალიური
ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული კაცთა შორის მსოფლიოს პირველი ჩოგანი, იანიკ სინერი გახდა. იტალიელმა ფინალში გერმანელი ალექსანდრ ზვერევი სამ სეტში დაამარცხა – 6:3; 7:6; 6:3. მატჩმა 2 საათსა და 45 წუთს გასტანა. ყველაზე ხანგრძლივი მეორე სეტი გამოდგა, რომელიც სინერმა ტაი ბრეიკზე მოიგო. პირველი და მესამე კი თითქმის ერთნაირი გამოდგა – იტალიელმა თითო ბრეიკი გაახერხა და ორივე...









