Author: ლუკა თალაკვაძე

Home ლუკა თალაკვაძე
ხვიჩა და კიდევ ხუთი…
ჩანაწერი

ხვიჩა და კიდევ ხუთი…

  ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია პარიზში გადაბარგდა. უკვე ხელმოწერილი კონტრაქტით ის პსჟ-ში 2029 წლამდე დარჩება… ზოგადად, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, ანუ იანვარში ხმაურიანი ტრანსფერები იშვიათობა, მით უფრო იშვიათი ამბავია ის, რომ ფეხბურთელმა საჩემპიონოდ შემართული კლუბი შუა გზაზე დატოვოს. კვარას შემთხვევა სხვა არის, მას „ნაპოლიდან“ წასვლის სერიოზული მიზეზები ჰქონდა და აქ ამის მოყოლას აღარ შევუდგებით. მხოლოდ გეტყვით,...

20 წლის შემდეგ, ისევ 23…
ჩანაწერი

20 წლის შემდეგ, ისევ 23…

ჯაბა კანკავა 20 წლის შემდეგ ისევ თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელია და ისევე როგორც ოცი წლის წინ, ამჯერადაც 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ტრანსფერი „დინამომ“ცოტა ხნის წინ დაადასტურა, ახლა კი 38 წლის ფეხბურთელი ოფიციალურად წარადგინა. დამოუკიდებლობის პერიოდის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა მოთამაშემ კარიერის მშობლიურ კლუბში დასრულება გადაწყვიტა და „დინამოსთან“ კონტრაქტი ერთი წლით გააფორმა. კანკავა „დინამოს“ ღირსებას 2003-2005 წლებში იცავდა, სწორედ...

კონტე ადასტურებს – ხვიჩა მიდის!
ჩანაწერი

კონტე ადასტურებს – ხვიჩა მიდის!

„ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ვერონასთან“ სერია A -ს მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მას გუნდიდან წასვლა სთხოვა. „გასულ ზაფხულს პრეზიდენტს ვესაუბრე და მოვითხოვე რამდენიმე ფეხბურთელის დატოვება. მათ შორის, რა თქმა უნდა, იყო კვარა. მას ზაფხულშიც უნდოდა გუნდის დატოვება, ახლაც იგივე თხოვნით მოგვმართა. ხვიჩას ვესაუბრე და დაადასტურა, რომ წასვლა სურს, ძალიან იმედგაცრუებული...

ბანკერომ ბითაძე გაანახევრა
ჩანაწერი

ბანკერომ ბითაძე გაანახევრა

NBA-ში მორიგი სათამაშო დღე იყო და ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ორლანდოს მატჩს ჰქონდა. საქმე ის არის, რომ ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ, „ჯადოქრების“ ერთ-ერთი ლიდერი პაოლო ბანკერო მოედანს დაუბრუნდა, რამაც გუნდში ბითაძის როლი და დრო შეამცირა. ორლანდომ მილუოკი ბაქსს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 106:109 წააგო. ბითაძემ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი კი შეინარჩუნა, მაგრამ… ბითაძემ მოედანზე 22:33 წუთი გაატარა. თითქოს...

საქართველო: წინ სუპერფინალისკენ…
ჩანაწერი

საქართველო: წინ სუპერფინალისკენ…

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასის სუპერფინალში გასასვლელად იბრძვის. საამისოდ, საკის კეჩაგიასის შეგირდებმა ან საბერძნეთი უნდა დაამარცხონ, ან – იაპონია. მანამდე კი იყო: სუპერფინალში გასასვლელად 12 გუნდი იბრძოდა, რომლებიც ოთხ სამგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. ჩვენ ხორვატებთან და იტალიელებთან ერთად მოვხდით. თუმცა, იტალიელებს დოპინგთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ და ტურნირიდან მოხსნეს… შედეგად, ჯგუფში ორი გუნდი დავრჩით. ხორვატებთან 11:13 წავაგეთ...

ბასილაშვილი მუზარადზე დაბრუნდა
ჩანაწერი

ბასილაშვილი მუზარადზე დაბრუნდა

ორწლიანი პაუზის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი დიდი მუზარადის ძირითად ბადეში ითამაშებს. ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში 32 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა იტალიელი ფრანჩესკო პასარო 6:3; 6:3 დაამარცხა და დიდ ტურნირზე დაბრუნებით გაიხარა. მატჩმა საათსა და 34 წუთს გასტანა. ბასილაშვილი თავიდანვე დომინირებდა და პირველი სეტის მესამე გეიმში მეტოქეს ჩაწოდება რომ აართვა, შემდეგ ეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია....

ბასილაშვილი დარჩა, ბოლქვაძე გავარდა
ჩანაწერი

ბასილაშვილი დარჩა, ბოლქვაძე გავარდა

ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპს ერთი ქართველი შემორჩა – ნიკოლოზ ბასილაშვილი. 32 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნეიტრალური სტატუსის მქონე რუს ალიბეკ კაჩმაზოვს 7:5; 6:4 მოუგო და ახლა, წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად იტალიელ ფრანჩესკო პასაროს დაუპირისპირდება. ბასილაშვილი-კაჩმაზოვის მატჩი საათსა და 34 წუთს გაგრძელდა. ჩვენებურმა ცუდად დაიწყო და 0:3 ჩამორჩა, მაგრამ შემდეგ თამაში გამოასწორა...

პირველი მოგება
ჩანაწერი

პირველი მოგება

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა რუმინეთში მინდინარე „კარპატის თასზე“ მეორე მატჩი გამართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა – ტიტე კალანდაძის შეგირდებმა თურქეთი ნაკრები მარტივად, 32:27 დაამარცხეს. თანაბარი დასაწყისის შემდეგ საქართველომ უპირატესობა მალევე მოიპოვა და ტაიმი სოლიდური ანგარიშით მოიგო – 19:11. ეს უკვე ის სხვაობაა, რომელიც თითქმის გამარჯვებას ნიშნავდა. შესვენების შემდეგ ჩვენების უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და სხვაობა 10-ბურთიანიც...

ბუდუ ოფიციალურად ბუნდესლიგელია…
ჩანაწერი

ბუდუ ოფიციალურად ბუნდესლიგელია…

ბუდუ ზივზივაძე „ჰაინდემჰაიმის“ ფეხბურთელია, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს. კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბუდუმ „ჰაიდენჰაიმთან“ კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა და იგი გუნდს ალგორფეში შეკრებაზე 3 იანვრიდან შეუერთება. „ზივზივაძის თამაშს დიდი ხანი ვაკვირდებიდით, ის გასულ სეზონში „კარლსრუეს“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, მიმდინარე სეზონში კიდევ უფრო უკეთესად წარმოაჩინა თავი და 17 შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოახერხა....

ბუდუ, ბედობა, ბუნდესლიგა…
ჩანაწერი

ბუდუ, ბედობა, ბუნდესლიგა…

„დილემის წინაშე დავდექით – ფული თუ ფეხბურთი? ბუდუ ირჩევს ფეხბურთს, მივდივართ ბუნდესლიგაში!“ – ეს განცხადება სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძის მამამ, კახა ზივზოვაძემ გამოქვეყნა, მოგვინებით კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სეზონის მეორე ნახევარს გერმანიის მთავარ ლიგაში გაატარებს, მისი შეძენით ბუნდესლიგის აუტსაიდერი „ჰაიდენჰაიმია“ დაინტერესებული, რომლის წარმომადგენლებსა და ფეხბურთელს შორის შეხვედრა სავარაუდოდ 3 იანვარს გაიმართება, ფეხბურთელი...