Author: ლუკა თალაკვაძე

Home ლუკა თალაკვაძე
ვაჩვენე, რომ ძლიერი ვარ, ეს სიგიჟეა…
ჩანაწერი

ვაჩვენე, რომ ძლიერი ვარ, ეს სიგიჟეა…

გასულ უქმეებზე დასრულდა 39 წლის სევილიელი ხესუს ნავასის დიდი საფეხბურთო  კარიერა. ესპანელის პატივსაცემად, მადრიდის „რეალთან“ „სევილიას“ გასვლითი მატჩის წინ გუნდებმა ლამაზი გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გამართეს. ნავასი სათადარიგო გახლდათ, მაგრამ სასტარტო სასტვენამდე ორივე გუნდის ფეხბურთელები ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონისა და ევროს ორგზის გამარჯვებულთან გამომშვიდობებისას, საპატიო დერეფანში დადგნენ და ვეტერანს ოვაციებით მიესალმნენ, მათ „სანტიაგო ბერნაბეუს“ ტრიბუნებიც შეუერთდნენ. ამ დროს ხესუსი აცრემლდა. „რეალმა“...

წილი საქართველოსთვის…
ჩანაწერი

წილი საქართველოსთვის…

ხვალ, 13 დეკემბერს, თბილისის დროით 15 საათზე, ციურიხში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ევროპის ზონის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება. მოგეხსენებათ, მომავალ მუნდიალზე გუნდების რაოდენობა 48-მდე გაიზრდება. აქედან 16 საგზური ევროპელებს შეხვდებათ. 2023 წლის 25 იანვარს, უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ნიონში გამართულ შეხვედრაზე დაამტკიცა შესარჩევი ტურნირის ახალი ფორმატი. ევროპიდან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის რაოდენობის 13-დან 16-მდე გაზრდის...

მაისურაძე მედლით
ჩანაწერი

მაისურაძე მედლით

ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე დისკვალიფიკაციით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ ტატამიზე დაბრუნდა და პირველივე ტურნირზე მედალი მოიპოვა. ტურნირი კი, უბრალო ნამდვილად არ ყოფილა – ტოკიოს გრანდ სლემზე ყოველთვის ძლიერი შემადგენლობა იყრის თავს და მაისურაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. 90 კგ. წონით კატეგორიაში მაისურაძე განთესილი იყო და საქმეში მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც იაპონელი ჰიდეტოში ტოკუმოჩი დაამარცხა, ვისაც მეოთხედფინალში ესტონელი...

ქართული წყვილი ფინალში
ჩანაწერი

ქართული წყვილი ფინალში

პირველად ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში, სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ISU-ს გრან პრის ფინალში ისრიალებს. ტურნირი 5-8 დეკემბერს საფრანგეთის ქალაქი გრენობლშია დაგეგმილი. ფინალში ექვსი წყვილი იასპარეზებს, რომლებმაც ეს საგზურები გრან პრის სერიის ეტაპების დასრულების შემდეგ დაიბევეს. ქართველები ფინალში მეხუთე ადგილით შევიდნენ. ფინალში ასევე არიან არიან კანადური, იაპონური, გერმანული, იტალიური და ამერიკული წყვილები. 19...

ვილიმ შეტოპა…
ჩანაწერი

ვილიმ შეტოპა…

რომელიმე ჟურნალისტმა თუ ჩეხეთი-საქართველოს (2:1) მატჩი ტაქტიკურად გაარჩია, მინიმუმ არაპროფესიონალია. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის აზრით, ასეა… „ასეთი მატჩის შემდეგ ტაქტიკაზე საუბარი საჭიროდ არც კი მიმაჩნია. ვფიქრობ, პრობლემა არა ტაქტიკაში, არამედ იმაში იყო, რომ ფეხბურთელები სათანადო დონეზე არ იყვნენ, აგრესია და ინტენსივობა აკლდათ“, – განაცხადა მუსიე ვილიმ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე. თქვენ ოღონდ...

სანიოლი – 2028
ჩანაწერი

სანიოლი – 2028

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი პოსტზე 2028 წლის ბოლომდე დარჩება. ეს ამბავი დღეს გაცხადდა. ძველი კონტრაქტით სანიოლს ეროვნულ გუნდში ამ წლის ბოლომდე უნდა ემუშავა, მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ფრანგი სპეციალისტით იმდენად კმაყოფილები არიან, რომ ახალი, 4-წლიანი კონტრაქტი უბოძეს შეგახსენებთ, რომ სანიოლი ეროვნულ გუნდს 2021 წლის თებერვლიდან თავკაცობს და მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა დღემდე ჩატარებული 42 მატჩიდან,...

ვილი სანიოლი: ნოემბერში უნდა დავამტკიცოთ…
ჩანაწერი

ვილი სანიოლი: ნოემბერში უნდა დავამტკიცოთ…

უკრაინასა და ჩეხეთთან დასკვნით მატჩებამდე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. მან ტქვა, რომ… „ბოლო წლები ძირითადად ერთ ტაქტიკურ სქემას ვიყენებთ. ამ მხრივ ხშირი ცვლილება მიზანშეწონილი არ არის, რადგან ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, როგორ ვთამაშობთ. სქემაში ცვლილებები ტრავმებით და დისკავიფიკაციით თუ იყო ხოლმე გამოწვეული. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ ნაკრების დაცვის ხაზში რამდენიმე ვეტერანი თამაშობს....

საქართველო საბერძნეთით იწყებს
ჩანაწერი

საქართველო საბერძნეთით იწყებს

6 ნოემბერს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევრო 2026-ის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. ტიტე კალანდაძის გუნდი პირველ მატჩს საბერძნეთთან სტუმრად გამართავს. გუნდი უკვე ელადაშია, სადაც მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ 16 ხელბურთელი იახლა: გიორგი ლაპიაშვილი, ირაკლი გოგოლაძე, ზურაბ აბრამიშვილი (ყველა ბათუმი),აკაკი პატაშური, ხაზეინ რუსტამოვი (ორივე სლობოდა, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი არეშიძე (ტიმიშოარა, რუმინეთი), ირაკლი კბილაშვილი (ტურდა, რუმინეთი), გიორგი ცხოვრებაძე (გუმერბსახი, გერმანია), ზურაბ...

1 – 5 -100
ჩანაწერი

1 – 5 -100

მე-100 მატჩი „ნაპოლის“ მაისურით და პირველი გოლი „მილანის“ კარში… საქართველოს ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ რამდენიმე წუთის „სან სიროზე“ მიმდინარე სეზონის მე-5 გოლი გაიტანა.  

ბუდუ მერვედფინალში
ჩანაწერი

ბუდუ მერვედფინალში

საქართველოს ნაკრებისა და „კარლსრუეს“ ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ მორიგი გოლი გაიტანა. ჩვენიანმა ამჯერად გერმანიის თასზე „ოფენბახს“ გაუტანა მოხდენილი გოლი, მისმა გუნდმა კი 2:0 იმარჯვა და მერვედფინალში გავიდა.