პარიზში, შატლის თეატრში, France Football-ის ორგანიზებით, 2023-2024 წლების სეზონის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში და პრემიერლიგის გამარჯვებული „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად, როდრი გახდა. ესპანელმა „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს – დანი კარვახალს, ჯუდ ბელინგემსა და ვინისიუსს აჯობა; საუკეთესო ფეხბურთელ ქალად კი, ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“...
Author: ლუკა თალაკვაძე
ზურიკო და ჟორჟი
ანალიტიკურმა ვებგვერდებმა sofascore-მა და whoscored-მასაფრანგეთის ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორივე ქართველი შეიყვეს – ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე. „სენტ-ეტიენში“ ზურიკო დავითაშვილმა დუბლი შეასრულა „ანჟერთან“ გასვლით მატჩში – საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ორჯერ გაათანაბრა ანგარიში და თავის გუნდს თამაშის გადარჩენის შანსი შეუნარჩუნა, თუმცა „სენტ-ეტიენმა“ ამ შანსებით ვერ ისარგებლა და 2:4 წააგო. დავითაშვილის თამაში sofascore-მა და...
… არის პირველი გოლი
ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ ლიგა 1-ში „ლიონის“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. ჟორჟმა პენალტით შეაგდო, თუმც აღსანიშნია, რომ ის პენალტიც თავად მოიპოვა. „ოსერთან“ საშინაო მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს ჩვენიანმა თიტქმის დაკარგულ ბურთზე ბოლომდე იბრძოლა და მცველს პენალტიც დასტყუა… მიქაუტაძის დარტყმის შემდეგ „ლიონი“ 1:0 დაწინაურდა… „ოსერმა“ მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში კი გაათანაბრა, მაგრამ მალევე მიქაუტაძემ მეორე...
სამგურალს იტალიელი დამოძღვრავს
წყალტუბოს „სამგურალის“ მიხეილ აშვეთიას წასვლის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ ახალ მწვრთნელად იტალიელი სპეციალისტი რუდოლფო ვანოლი დანიშნა, რომელთანაც კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გააფორმა. ვანოლის საფეხბურთო კარიერა „უდინეზესა“ და „ლეჩეში“ აქვს გატარებული – სერია A-ში 200-ზე მეტი მატჩი ჩაუტარებია. იტალიელმა მწვრთნელობა 2001 წლიდან შვეიცარიულ „მენდრისიოში“ დაიწყო, შემდეგ კი „ლუგანოს“ ხელმძღვანელობდა. შვეიცარიაში გატარებული ხუთი წლის შემდეგ ვანოლი სამშობლოში დაბრუნდა...
დინამომ ლიგა ჩემპიონთან დაიწყო
თბილისის „დინამომ“ წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგა მოქმედ გამარჯვებულ ფერენცვაროშთან“ სტუმრად გამართა და 7:16 დამარცხდა. ჩემპიონთა ლიგის პირველი გოლი „დინამომ“ გაიტანა და თითქმის მთელი პირველი პერიოდი იგებდა კიდეც. უნგრელები მხოლოდ 13 წამით ადრე დაწინაურდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში გათანაბრება მოვახერხეთ და მეოთხედი 4:4 დასრულდა. ამის შემდეგ თამაშს სრულად უნგრელები აკონტროლებდნენ. მასპინძლებმა შესვენებამდე დიდი უპირატესობა მოიპოვეს და 9:5 დაწინაურდნენ....
სტანოევიჩი კეჩაგიასმა შეცვალა…
თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ახალ გათამაშებას რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება. „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა სერბმა სპეციალისტმა დეიან სტანოევიჩმა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ოთხი წელი იმუშავა. სტანოევიჩის ნაცვლად ახალი სეზონიდან „დინამოს“ ბერძენი სპეცილისტი საკის კეჩაგიასი უხელმძღვანელებს. კეჩაგიასი გამოცდილი სპეციალისტია, ის საბერძნეთის ახალგაზრდული და ეროვნულ ნაკრებების წვრთნიდა, ასევე მუშაობდა რუმინეთის ეროვნულ გუნდსა და გერმანულ „შპანდაუში“....
მადა თამაშში მოდის…
საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს ერთა ლიგის ახალ სეზონს ჩეხეთის ნაკრებთან მატჩით იწყებს. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი საქართველოს ნაკრებისმთავარმა მწვრთნელლმა, ვილი სანიოლმა და კაპიტანმა გურამ კაშიამ საგურამოში პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. ვილი სანიოლი: ჩეხეთი მობილურ ფეხბურთს თამაშობს და შედეგის მისაღწევად ბევრად უკეთესად უნდა გამოვიდეთ, ვიდრე ევრო 2024-ზე....
მამარდაშვილი ნომინანტებში
28 ოქტომბერს პარიზში, შატლის თეატრში „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე ერთ-ერთი ნომინაცია, სეზონის საუკეთესო მეკარეს გადაეცემა. ამ ნომინაციის გამოვლენას ქართველი გულშემატკივარი განსაკუთრებული ინტერესით დაელოდება, რადგან „ფრანს ფუტბოლის“ მიერ დასახელბეულ ნომინანტთა შორის საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა. გიორგის გამორჩეული სეზონი ჰქონდა „ვალენსიაში“, მაგრამ მან განსაკუთრებით დაამახსოვრა თავი გულშემატკივრებსა და სპეციალისტებს ევროპის ჩემპიონატზე...
ვილი სანიოლს ზაფხულის გამეორება სურს…
7 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი ჩეხეთს უმასპინძლებს, ხოლო 10-ში უკვე ალბანეთს ესტუმრება. მუსიე ვილიმ გუშინ შემადგენლობა დაასახელა, დღეს კი პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ფრანგმა სპეციალისტმა პრესკონფერენცია იმ განვლილ ემოციებზე საუბრით დაიწყო, რომელიც საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე გამოსცადა: „ჩემთვის ეს ახალი გამოცდილება იყო. ვფიქრობ, წარსულში...
პირველი მედალი პირველ დღეს…
პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძემ (52 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი პარასპორტსმენი გადამწყვეტ შეხვედრაში ეგვიპტელ მეტოქეს შეხვდა. ორთაბრძოლა ფრედ 2:2 დასრულდა, მსაჯებმა კი მოგება ჯაფარიძეს მიანიჭეს. პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით წარადგენს. პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბერს დასრულდება.









