ცუდად არის „ლივერპულის’’ საქმე. მერსისაიდელები „კარაბაოს თასსაც’’ კი ვერ მოიგებენ. „კარაბაოს’’ თასი ინგლისში პრესტიჟულობით მესამე შეჯიბრებაა. „ლივერპულს’’ ის ათჯერ აქვს მოგებული, თხუთმეტჯერ ფინალში ყოფილა, მაგრამ მიმდინარე სეზონში „უემბლიზე’’ მოხვედრის ეს გზა გადაიკეტა. ის, რომ „წითლები’’ პრემიერლიგაში კრიზისს განიცდიან ყველასთვის ცხადია. ჩემპიონატში არნე სლოტის გუნდი „არსენალს’’ 7 ქულით ჩამორჩება, მეშვიდე ადგილზეა. კრიზისი ახლა იმ შეჯიბრებაზეც აისახა,...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
ცუდი თამაში, განსაკუთრებით პირველ ტაიმში
„პარი სენ ჟერმენს’’ ცუდი საღამო ჰქონდა. „პარკ დე პრენსზე’’ ჩემპიონთა ლიგაში „ბაიერნთან’’ თამაშამდე ერთი კვირით ადრე საფრანგეთის ჩემპიონმა 1:1 ითამაშა მეთექვსმეტე ადგილზე მყოფ „ლორიანთან’’. ყველას ეგონა, რომ პარიზელები იოლად გაისეირნებდნენ, მაგრამ ლუის ენრიკეს მრისხანე გუნდმა ლიგა 1-ის ზედიზედ მეოთხე მატჩში მესამედ ითამაშა ფრედ. და კიდევ, პსჟ-მ დაკარგა დეზირე დუე, რომელიც დაშავდა და მოედნიდან თვალაცრემლებული გავიდა....
სპალეტი იუვენტუსის მწვრთნელი გახდება
ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ლუჩანო სპალეტი „იუვენტუსის’’ მწვრთნელობასთან ძალიან ახლოს არის. გუშინ ის კლუბის გენერალურ მენეჯერ დამიენ კომოლისა და სხვა ხელმძღვანელებს ელაპარაკა. შედეგად საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ თანამდებობიდან გაშვებული იგორ ტუდორის ნაცვლად „ბებერი ქალბატონის’’ საჭეს სწორედ იტალიის ნაკრებისა და „ნაპოლის’’ ყოფილი თავკაცი ჩაიბარებს. უნდა ითქვას, რომ სპალეტის კანდიდატურა ერთადერთი არ იყო. ჟურნალისტი ჯანლუკა დი...
ესპანეთი არ უნდა დასუსტდეს
უიღბლო გამოდგა გასული კვირა დღე ლამინ იამალისთვის. მისმა „ბარსელონამ’’ კლასიკოში „რეალისგან’’ 1:2 იწვნია, თავად მოედანზე ბევრი ვერაფერი მოახერხა (რაც მნიშვნელოვანწილად ალვარო კარერასის დამსახურება იყო) და პლუს, შეხვედრის შემდეგ ხმაურის მიზეზი გახდა. მადრიდელებმა გადაწყვიტეს მისთვის პასუხი გაეცათ მატჩისწინა გამონათქვამის გამო, „რეალი’’ სულ ქურდობს და მერე ჩივისო. „ლოს ბლანკოსის’’ ვეტერანმა მცველმა დანი კარვახალმა ნაკრებში თავის 18 წლის...
ტრაგედია – ინტერის მეკარე შშმ პირს დაეჯახა
„ინტერის’’ ესპანელ მეკარეს ხოსეპ მარტინესს ტრაგედია შეემთხვა. როგორც იტალიური სააგენტო ANSA წერს, ის ფენეგროდან მილანისკენ მიემგზავრებოდა, როდესაც მანქანით 81 წლის ეტლით მოსარგებლე შშმ პირს დაეჯახა და მოკლა. ფენეგრო არის პატარა ქალაქი კომოსა და მილანს შორის. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული საავადმყოფოში მიიყვანა, მაგრამ სამედიცინო ჩარევამ ვერ უშველა. ადგილობრივი პოლიციის პატაკში წერია, რომ 81 წლის კაცმა უცბათ...
ლუის ენრიკეს მადლიერი ნუნუ მენდეში
„არ მიყვარს იმის თქმა, რომ საუკეთესო ვარ. ეს მოედანზე უნდა დაამტკიცო და მეც სწორედ ამას ვცდილობ’’, ― თქვა ნუნუ მენდეშმა, რომელიც „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლის შემდეგ ძალიან შეიცვალა. ის საფრანგეთის დედაქალაქში პირველად 2021 წელს იჯარის წესით ჩავიდა და დარჩა, ამასობაში კი პარიზული გუნდის მწვრთნელად ლუის ენრიკე დანიშნეს, რომელმაც პორტუგალიელს მსოფლმხედველობა შეუტრიალა. „თავიდან დაცვაში ძლიერად ვერ...
სკანდალი თურქეთში
ორშაბათს თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა იბრაჰიმ ჰაჩიოსმანოღლუმ შიდა გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა. ნათქვამმა მთელი ქვეყანა დაზაფრა. გაირკვა, რომ აკრძალვის მიუხედავად ასობით მსაჯი ჩასულა ფსონს და ტოტალიზატორში რეგულარულად თამაშობს ან ერთი-ორჯერ მაინც უცდია ბედი. 571 თერთმეტი მსაჯიდან 371-ს აქვს ტოტალიზატორის აპლიკაცია ან საიტი და მათგან 152 აქტიურად არის ჩაბმული. ჩამოთვლილთაგან ოცდაორი არბიტრი უმაღლესი რანგის შეხვედრებს ემსახურება ან...
ლივერპულის ყველაზე დიდი პრობლემა
ამერიკელ რეპერს ჯეი ზის აქვს სიმღერა „99 პრობლემა’’. გაზეთი „ლივერპულ ექო’’ წერს, რომ არნე სლოტს მისი ალბათ ძალიან შურს. შაბათს „ბრენტფორდთან’’ 2:3 დამარცხების შემდეგ მერსისაიდელებს ნამდვილი კრიზისის ნიშნები გამოეკვეთათ. ეს იყო ჩემპიონის ზედიზედ მეოთხე მარცხი პრემიერლიგაში. რაც „ენფილდზე’’ სამუშაოდ მივიდა, ჰოლანდიელს ასეთი მძიმე პერიოდი არ ჰქონია. მან რაც შეიძლება მალე უნდა ამოხსნას, რამ განაპირობა ვარდნა....
ჩაბი ალონსო 16 წლის შემდეგ
„რეალის’’ ისტორიაში ყოფილა ბევრი მწვრთნელი, რომელთაც „ბარსელონასთან’’ თავიანთი პირველი შეხვედრა, პირველი „კლასიკო’’ წაუგიათ. ზოგ მათგანს სწორედ კატალონიელებთან პირველი მარცხის გამო წასვლიათ საქმე ცუდად და გეგმაარეულებს თანამდებობა დაუტოვებიათ, მაგრამ ეს არ ეხება ჩაბი ალონსოს. ალონსო ბოლო 16 წელიწადში პირველია, რომელმაც „ბარსას’’ გამარჯობა უთხრა და დაამარცხა. „მარკას’’ თქმით წინა, ვინც ეს შეძლო ლეგენდარული ზინედინ ზიდანი გახლდათ. მადრიდელ...
ფესტივალი საჯარიმოში
„პარი სენ ჟერმენმა’’ სტუმრად „ბრესტს’’ შთამბეჭდავად აჯობა – 3:0. ცხრა ტურის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 20 ქულით პირველ ადგილზე გადავიდა. მან გადაასწრო „მარსელს’’, რომელმაც ლანსში 1:2 წააგო. ლიდერის ცვლილებასთან დაკავშირებით „პარიზიენმა’’ გაიხსენა მარსელელთა და პარიზელთა შეხვედრა, რომელიც ზღვისპირელებმა შინ 1:0 მოიგეს და დაწერა, მაშინ სტუმრებს ბევრი ფეხბურთელი რომ არ ჰყოლოდათ დაშავებული, „მარსელს’’ მოგების შანსი არ...









