Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)

Home პაპუნა კედია
და მას არ უნდა სხვა ნეტარება
ჩანაწერი

და მას არ უნდა სხვა ნეტარება

მესუთ იოზილი და უნაი ემერი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. პოზიციის შეცვლა არც ერთს არ უნდა. „არსენალის” თავკაცმა ემერიმ განაცხადა, რომ თურქული წარმოშობის გერმანელი ვეტერანი აღარ სჭირდება და ის „ემირეიტ სთედიუმიდან” უნდა წავიდეს, 30 წლის იოზილს კი ლონდონში აწყობილი ცხოვრება აქვს და კლუბიდან ფეხის მოცვლას არ აპირებს. ნახევარმცველი ამბობს, რომ მზად არის შემდეგი ორი წლის განმავლობაში „არსენალისთვის” თავი...

კარადის ბრალია
ჩანაწერი

კარადის ბრალია

გაძევების შემდეგ პოლ პოგბა გასახდელში კარადას მუშტებს ურტყამდა, შემდეგ კი თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა — ეს ამბავი „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „პარი სენ ჟერმენის” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრის შემდეგ მოხდა, რომელიც პოგბას გუნდმა „ოლდ ტრეფორდზე” 0:2 წააგო. და როგორც ინგლისური პრესისთვის გახდა ცნობილი, ამ დღეს დროებითმა მწვრთნელმა ოლე გუნერ სულშერმაც პირველად ჩართო თავისი ფენი — ფენს ინგლისში...

რამოსის განზრახ ყვითელი
ჩანაწერი

რამოსის განზრახ ყვითელი

სერხიო რამოსმა ფაქტობრივად აღიარა, რომ „აიაქსთან” შეხვედრაში მეორე ყვითელი ბარათი ძალად მიიღო. შეგახსენებთ, რომ  „რეალმა” ამსტერდამში 2:1 მოიგო და ცალი ფეხით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია. მთავარი ევროპული შეჯიბრების მოქმედმა გამარჯვებულმა რომელიც ზედიზედ მეოთხე ტრიუმფისთვის იბრძვის, ქარიმ ბენზემასა და მარკო ასენსიოს გოლების წყალობით აჯობა ჰოლანდიის სახელოვან გუნდს, რომელთა მხრიდან ჰაკიმ ზიეჩმა შეაგდო. და როდესაც თამაშის დამთავრებამდე ერთი წუთი...

რუმენიგე საზმაუს ითხოვს
ჩანაწერი

რუმენიგე საზმაუს ითხოვს

ლეგენდარული კარლ-ჰაინც რუმენიგე ძალ-ღონის დაუშურველად ცდილობს დაამტკიცოს, რომ გერმანიაში ჩემპიონთა ლიგას არაკომერციული (უფასო) ტელევიზიები უნდა გადაცემდნენ. „შპორტ ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში „ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა: „ამასწინათ პრესაში გამოქვეყნდა ტელემაყურებელთა სტატისტიკა. თურმე, მას მერე, რაც ჩემპიონთა ლიგა ZDF-ზე (საზოგადოებრივ მაუწყებელზე) აღარ გადაიცემა, მას მაყურებელთა 84% მოაკლდა. ამიტომაც ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ უეფასთან ბალანსში ვიყოთ და...

ფიქრები ხორვატიაზე, უფრო კი სადღეგრძელო
ჩანაწერი

ფიქრები ხორვატიაზე, უფრო კი სადღეგრძელო

ხორვატიას გაუმარჯოს! ოთხმილიონიანი ერის, ვაჟკაცი, მებრძოლი ხალხის ქვეყანას. დედამიწის ლამაზ კუთხეს. ედემს. გაუმარჯოს ხალხს, რომელსაც დიდი, ხარბი და დაუნდობელი სახელმწიფოების ფერხულში გადარჩენა სურს, თავის დამკვიდრება უნდა. ვისაც თავისი შვილების ყოველ წარმატებაზე თვალს ცრემლი ადგება და სწორედ ამ ცრემლის ეშხით არ აკლია წარმატება. რომელსაც სწამს, რომ მსოფლიოს მწვერვალზე თავისი ადგილი ეკუთვნის და ამ რწმენით ანთებული მიზნისკენ...

როცა ჯიგარი ხარ!
ჩანაწერი

როცა ჯიგარი ხარ!

აუ, რა გამახსენდა. იქნება ასე, ათი-თორმეტი წლის წინანდელი ამბავი. საქართველოს თასის მერომელიღაცედფინალი იყო, ერთი გუნდი მეორეს ძალიან სჯობდა. გაუტანა ერთი, გაუტანა მეორე, გაუტანა მესამე… პირველ ტაიმში ხდება ეს ყველაფერი. ჰოდა, გაუტანა მეოთხეც. დაუტყაპუნეს თანაგუნდელებმა გოლის ავტორს ბეჭებზე ხელი. გადმოვიდნენ ცენტრს აქეთ და უცებ მესმის: — არა უშავს, ბიჭებო! არა უშავს! ე! მეხამუშა. კარგად დავაკვირდი. აშკარად...

ჩიტების კოლექციონერი
ჩანაწერი

ჩიტების კოლექციონერი

ბრაზილიელი ნახევარმცველი რობერტო რიველინო 1946 წლის 1 იანვარს სან პაულუში დაიბადა და შაბათს, ახალ წელს 58 წლისა ხდება. თამაშობდა „კორინთიანსში“, „ფლუმინენსეში“ და „ჰილიალ ერ რიადში“ (საუდის არაბეთი). ფეხბურთის თამაშს კი 1981 წელს დაანება თავი. ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 94 შეხვედრა, გაიტანა 26 გოლი. პირველი მატჩი: 1968 წლის 9 ივნისს ურუგვაის წინააღმდეგ მონტევიდეოში (2:0). ბოლო მატჩი: 1978...

ბედნიერება
ჩანაწერი

ბედნიერება

მზიანი დარი ბედნიერებაა. ბედნიერებაა, როდესაც სიცივე უკან იხევს, თხელ ქურთუკს იცვამ და გაზაფხულს სუნთქავ. ბედნიერებაა, როდესაც სტადიონი ივსება. ბედნიერებაა, როდესაც ტრიბუნაზე მრავალი ქალია, მრავალი ბავშვი. ხედავ ოჯახებს, შეყვარებულებს, ლოყებზე დახატულ დროშებს, ფერად ტანსაცმელს, ბაირაღებს, ტალღებს. ისმის სიცილი. ბედნიერებაა, როდესაც მოედანზე ჩვენს ბიჭებს ხედავ. ჩვენს მორაგბეებს. ერთ მათგანსაც არ ვიცნობ და შორიდან რომ ვუყურებ, ასე მგონია,...

გინდა ვენგერი იყავი და…
ჩანაწერი

გინდა ვენგერი იყავი და…

ოთხ დღეში ორჯერ, კაცოო! (ზურაბ ქაფიანიძის ხმით). ორივეჯერ 3:0! ჯერ ლიგის თასის ფინალში და მერე ჩემპიონატის მორიგ ტურში. გაგონილა?! ჩემპიონატის ტურში პენალტიც კი ააცილეს ამ საცოდავებმა… არადა, ფინალის მერე თქვა იმ კაცმა, ეს როგორ მოგვივიდა, ტაქტიკა სულ მათემატიკურად გვქონდა გამოთვლილიო. ეტყობა, ყველაფერი უკვე ისე იყო წამხდარი, რომ მათემატიკა აღარ შველოდა. ჩვენში ამას აჭრას ეძახიან. რომ...

შავი, გიჟი კაცი
ჩანაწერი

შავი, გიჟი კაცი

შონ რაიტ-ფილიპსი და ბრედლი რაიტ-ფილიპსი „მანჩესტერ სიტიში“ მოთამაშე ძმები არიან და თუ შავ იუმორად არ ჩამოგვართმევთ, გეტყვით, რომ ძალიან გაუმართლათ, მათი დედა მამა ფილიპსს რომ გაეყარა და „არსენალის“ ცნობილ თავდამსხმელს, იან რაიტს მიეცა ცოლად. იმიტომაც არიან ახლა ძმები რაიტ-ფილიპსები ფეხბურთელები, ხოლო დიდი იან რაიტი მოწიწებით დაბრძენებულა ტრიბუნაზე და გამზრდელი მამის ცრემლს იწმენდს. ერთხელ განრისხდა მხოლოდ,...