„ლივერპულმა’’ ჩემპიონთა ლიგაში „მარსელს’’ სტუმრად 3:0 მოუგო. შეხვედრის ყველაზე ეფექტური მომენტი იყო პირველი გოლი, რომელიც უნგრელმა ვარსკვლავმა დომინიკ სობოსლაიმ ჯარიმიდან გაიტანა. ეს მოხდა შესვენების წინ, 45+1 წუთზე. ნახევარმცველმა ამხტარ ცოცხალ კედელს ბურთი დაბლა გაუტარა და ხერონიმო რულის კარში შეაგდო. შეხვედრის შემდეგ სობოსლაიმ TNT სპორტს მოუყვა, როგორ მოუვიდა ასეთი დარტყმა თავში აზრად: „საშინაო დავალება მქონდა. მირჩიეს,...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
რა მდგომარეობა აქვს პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის წინ?
„პარი სენ ჟერმენი’’ წნეხის ქვეშაა. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა სამშაბათს ლისაბონში „სპორტინგთან’’ 1:2 წააგო ― ეს იყო მიმდინარე სეზონში პარიზელთა მეორე მარცხი ევროპულ ასპარეზზე. ოთხშაბათს, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მე-7 ტური დასრულდა და ბოლო ტურის წინ ცხრილი გამოიკვეთა: თუკი ლუის ენრიკეს გუნდი ლისაბონში თამაშამდე მესამე ადგილზე იყო, ახლა მეექვსეზეა. მას გარანტირებული აქვს ადგილი იმ 24 გუნდს შორის,...
ჟორჟმა ალბათ რეალისთვის დაისვენა
ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალმა’’ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ შეხვედრაში შინ „აიაქსთან’’ 1:2 წააგო. ქართველი მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა, ორ ეპიზოდში შეხვედრის გამწვავება სცადა, მაგრამ პირველ შემთხვევაში მისი მიმართულებით გადაწოდებული ბოლო პასი სტუმარი გუნდის მცველმა ჩაჭრა, მეორეში კი ჟორჟმა კარში დარტყმის ნაცვლად პასის ჩაწოდება ამჯობინა. ორივე გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონი თამაშის დაწყებამდევე დამთავრებული იყო. მასპინძლების...
რა იყო ეს? მწვრთნელს დაუმტკიცა რომ ის შეცდა?
სამ შეხვედრაში ორი წაგების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ ჟერმენი’’ ფორიაქობს ― თამაშის ხარისხი თითქოს არ დაეწუნება, მაგრამ რაღაც აკლია. „პარიზიენი’’ მიიჩნევს, რომ ეს სიმწვავეა, რაც ამ გუნდის სისხლში ყოველთვის მნიშვნელოვანი ელემენტი იყო. გაზეთი იხსენებს ერთი კვირის წინანდელ მარცხს საფრანგეთის თასზე „პარიზთან’’ და ამბობს, რომ ლუის ენრიკეს ბიჭებს ამჯერადაც არ ჰქონდათ ის, რასაც შეტევაში...
ლუის ენრიკე: ეს იყო უსამართლო შედეგი!
„პარი სენ ჟერმენმა’’ ლისაბონში „სპორტინგთან’’ 1:2 წააგო. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების გამარჯვებულის მეორე მარცხი მიმდინარე შეჯიბრებაში. პირველად პარიზელებმა 4 ნოემბერს მიუნხენში „ბაიერნთან’’ წააგეს ასეთივე ანგარიშით. ახლა ისინი ვეღარ იტყვიან, რომ უეჭველად პირდაპირ მერვედფინალში გავლენ. მათ 28 იანვარს აუცილებლად უნდა მოუგონ „ნიუკასლს’’ „პარკ დე პრენსზე’’. კითხვაზე ელოდა თუ არა ლისაბონში წაგებას, ლუის ენრიკემ მატჩისშემდგომ...
არაო, მაგრამო…
იურგენ კლოპის სახელი „რეალთან’’ დააკავშირეს. 58 წლის გერმანელი „ლივერპულიდან’’ 2024 წელს წავიდა. წასვლის წინ მან თქვა, რომ დიდ ფეხბურთში მუშაობისთვის საჭირო ენერგიის მარაგი ამოწურა, თუმცა ამ დღეებში AFP-თვის მიცემულ ინტერვიუში ჭოჭმანი დაეტყო: „ჯერჯერობით ისეთ ადგილას ვმუშაობ, სადაც, როგორც ადამიანი, თავს კომფორტულად და მშვიდობიანად ვგრძნობ. ამწუთას სხვაგან ყოფნა არ მინდა. შეიძლება „რეალი’’ ჩემით მართლა არის დაინტერესებული,...
მაროკოელები მეკარეს პირსახოცს პარავდნენ
აფრიკის ერთა თასს ისეთი გიჟური ფინალი ჰქონდა, რომ ყველა სხვა საფეხბურთო თემა გადაფარა. შეხვედრის ბოლო წუთებში, იმის გამო, რომ მსაჯის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, სენეგალის ნაკრებმა მოედანი დატოვა. შეხვედრა მთელი 20 წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო, მაგრამ მსოფლიოს წინაშე უარყოფითად მაინც მაროკოელები წარმოჩნდნენ. ალბათ იმიტომ, რომ სენეგალმა მოიგო, აფრიკის ჩემპიონი გახდა, ხოლო ჩემპიონებს არ აკრიტიკებენ. მეორე მხრივ,...
ლუის ენრიკეს ბრაჰიმ დიასის შესახებ ჰკითხეს
„რეალის’’ შემტევმა ნახევარმცველმა ბრაჰიმ დიასმა აფრიკის ერთა თასის ფინალში სენეგალის კარში პენალტი დაარტყა. მისი შესრულებული „პანენკა’’ მოწინააღმდეგე გუნდის მეკარეს პირდაპირ ხელში მიუვიდა, რის გამოც მაროკომ საკუთარ ქვეყანაში კონტინენტის ჩემპიონობა გაუშვა ხელიდან. ამ ეპიზოდმა ისეთი დიდი რეზონანსი გამოიწვია, რომ დიასის შესახებ ლისაბონში ჩასულ ნუნუ მენდეშს და ლუის ენრიკესაც კი ჰკითხეს. მოგეხსენებათ, „პარი სენ ჟერმენი’’ ჩემპიონთა ლიგის...
ფლიკი წაგებას მსაჯებს არ აბრალებს
„ბარსელონამ’’ ბოლო 12 შეხვედრაში პირველად წააგო. მას სან სებასტიანში „რეალ სოსიედადმა’’ აჯობა – 2:1. ეს იმას ნიშნავს, რომ 20 ტურის შემდეგ ლა ლიგის ცხრილში კატალონიელთა უპირატესობა „რეალთან’’ ერთ ქულამდე შემცირდა. მატჩის შემდეგ „ბლაუგრანას’’ მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა თქვა, რომ თავისი ფეხბურთელების გუნდური თამაშით უკმაყოფილო არ არის, თუმცა იყო დასანანი ინდივიდუალური შეცდომები. „გულდაწყვეტილი ვარ. ბევრი აშკარა საგოლე...
სენეგალი მოედნიდან გავიდა, დაბრუნდა და აფრიკის ჩემპიონი გახდა
საერთაშორისო მედიის წინაშე მას მომავალში მოუწევს წარდგომა, აფრიკის ერთა თასის ფინალის შემდეგ კი რაბატის სტადიონზე სენეგალის ნაკრების მწვრთნელის პაპე ტიავის პრეს-კონფერენცია ჩაიშალა. მიზეზი: დაძაბულობა, რომელიც მოჰყვა მის დაუჯერებელ გადაწყვეტილებას თამაშის მსვლელობისას გუნდი მოედნიდან გაეყვანა. ტიავი განრისხდა, რომ მსაჯმა მისი გუნდის კარში მაროკოელთა სასარგებლოდ პენალტი დანიშნა. მისი აზრით დარღვევა აშკარა არ იყო ან, უფრო ზუსტად, კონტაქტი...









