მო სალაჰმა პენალტების სერიაში ააცილა. ეგვიპტე დამარცხდა. აფრიკის ერთა თასის მესამე ადგილი ნიგერიას ერგო. 0:0-ს შემდეგ თერთმეტმეტრიანებში – 4:2. „სუპერარწივებიდან’’ გადამწყვეტი დარტყმა „ატალანტას’’ ვარსკვლავმა ადემოლა ლუკმენმა შეასრულა. ზოგადად, როგორც მესამე ადგილისთვის მატჩებში ხდება, მეტოქეები არც ამ შეხვედრაში გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ჟინით. ეს ცხადად ჩანდა პირველ ტაიმში, როდესაც გუნდებს სანახაობრივი, შემტევი ფეხბურთის თამაშით დიდად არ შეუწუხებიათ თავი....
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
ჟორჟმა კარგად დაიწყო და ჩაქრა
AS: „მან ბრწყინვალედ შეიგდო ბურთი საჯარიმოში, მაგრამ გამჭოლი გადაცემა კარგად ვეღარ შეასრულა. მოგვიანებით ალფონსო პედრასას პასს მშვენიერი დარტყმა მიაყოლა, თუმცა ამ ეპიზოდში ალვარო ვალესმა აუღო. რაც დრო გადიოდა მისი თამაში უფერულდებოდა’’. ეს სიტყვები გავლენიანმა ესპანურმა გაზეთმა ჟორჟ მიქაუტაძეზე დაწერა. ქართველი თავდამსხმელის „ვილიარეალმა’’ „ბეტისთან’’ 0:2 წააგო. სევილიელებისთვის ეს გამარჯვება შინ ბოლო ექვს შეხვედრაში მეორე იყო. მისი...
ალისონის მოკრძალებული თამაში
„ლივერპულმა’’ მორიგი იმედგაცრუება განიცადა, შინ „ბარნლისთან’’ 1:1 ითამაშა. „წითლები’’, რომლის კარს პრემიერლიგის შეხვედრებში ალისონ ბეკერი იცავს და არა გიორგი მამარდაშვილი ფლორიან ვირტცმა დააწინაურა. მანამდე დომინიკ სობოსლაის შეეძლო გოლის შეგდება, მაგრამ პენალტი ხარიხას გაარტყა, სტუმართა თავდამსხმელმა მარკუს ედვარდსმა მეორე ტაიმში ანგარიში გაათანაბრა. „ლივერპული’’ ბურთს და უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ამან პრაქტიკული შედეგი ვერ მოიტანა. მეტოქეებმა ქულები თანაბრად...
სად ცხოვრობს და რას სწავლობს კლოპი?
„რეალი’’ ზაფხულისთვის ემზადება, როდესაც ერთ წელიწადში მესამე მწვრთნელის შეცვლის შესაძლებლობა მიეცემა. რამდენიმე დღის წინ ალვარო არბელოამ ჩაბი ალონსოს დატოვებული თანამდებობა ჩაიბარა, მაგრამ არ არსებობს რაიმე გარანტია, რომ ის შემდეგ სეზონშიც „ლოს ბლანკოსის’’ სათავეში იქნება. თუ რაიმე კოშმარი არ დატრიალდა არბელოას მიმდინარე სეზონში აცლიან და თავის გამოჩენის შესაძლებლობას მისცემენ, მაგრამ პარალელურად ფლორენტინო პერესი და მისი დირექტორატი...
კვარას თამაში არ გამოუვიდა
პირდაპირ ვთქვათ, ხვიჩა კვარაცხელიას „ლილთან’’ შეხვედრა, რომელშიც ოსმან დემბელემ ორი ჩინებული გოლი შეაგდო, ხოლო მისმა „პარი სენ ჟერმენმა’’ 3:0 მოიგო, არ გამოუვიდა. მიზეზს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ძნელია გააკრიტიკო საიტი maxifoot რომელმაც ქართველს 4 ქულა დაუწერა (მასზე დაბალი შეფასება მხოლოდ სენი მაიულუს ერგო – 3) და სიტყვიერად ასე დაახასიათა: „გარემარბმა უნდილი შეხვედრა ჩაატარა. როდესაც ქართველი ბურთს...
დღეს შუაღამისას პსჟ-მ უნდა მოიგოს
საფრანგეთის დროით დღეს საღამოს 9 საათზე, საქართველოს დროით კი ზუსტად შუაღამისას „პარი სენ ჟერმენი’’ „ლილს’’ მასპინძლობს. საფრანგეთის თასიდან ოთხი დღის გავარდნილი პარიზელების მწვრთნელი ლუის ენრიკე ამ შეხვედრაში უძლიერესი შემადგენლობით აპირებს თამაშს. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც კუნთის გაჭიმვის გამო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს პორტუგალიელი ჟოაო ნევეშია. შეგახსენებთ, რომ თანაქალაქელი „პარიზის’’ წინააღმდეგ საფრანგეთის თასის მეთექვსმეტედფინალში ესპანელმა თავკაცმა რამდენიმე...
გულიაშვილის დებიუტი ბარსელონასთან
„თავს კარგად ვგრძნობ. მართალია ბოსნიაში დასვენებაა, მაგრამ მე ვარჯიში არ შემიწყვეტია, გუშინ კი საშუალება მომეცა უკვე ახალ თანაგუნდელებთან ერთად მევარჯიშა. მზად ვარ როგორც კი მწვრთნელს დავჭირდები საქმეში ჩავერთო. მინდა „რასინგის’’ პროექტის ნაწილი გავხდე. მომეცა საშუალება ხოსე ალბერტოსთან (მწვრთნელთან) მელაპარაკა. მან კარგად მიმიღო, მაგრამ ტაქტიკურ საკითხებზე დეტალურად ჯერ კიდევ დავილაპარაკებთ’’, ― თქვა გიორგი გულიაშვილმა ესპანეთის სეგუნდა...
არბელოას პირველი თავის მართლება
სრული სირცხვილი – ასეთი იყო მადრიდული მედიის რეაქცია ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალში „რეალის’’ მარცხზე „ალბასეტესთან’’, რომელიც ლა ლიგა 2-ში მე-17 ადგილზეა. წაგებას ორმაგად მწარე გემო იმიტომ ჰქონდა, რომ ეს იყო „ლოს ბლანკოსის’’ ახალი მწვრთნელის ალვარო არბელოას პირველი თამაში. მან რამდენიმე დღის წინ ჩაბი ალონსო შეცვალა და კლუბის ხელმძღვანელებს ეგონათ, რომ მდგომარეობას მყისვე გამოასწორებდა. მათ სამწუხაროდ...
მაროკოს გაჩერება ძნელია
პირველად 2004 წლის შემდეგ და ისტორიაში მესამედ მაროკოს ნაკრები აფრიკის ერთა თასის ფინალში გავიდა. საამისოდ შეჯიბრების მასპინძლებმა ნახევარფინალში პენალტებით ნიგერია დაამარცხეს. მედია ერთხმად აღნიშნავს, რომ ნიგერიელებმა ნახევარფინალი ცუდად ითამაშეს, მაგრამ აშრაფ ჰაკიმისა და მის გუნდს საქმე საპენალტე ციებ-ცხელებამდე მაინც მიუყვანეს. პრესაში ამ მატჩს ნაადრევ ფინალს უწოდებდნენ. მიზეზი: მოედანზე ერთდროულად იდგა „შავი კონტინენტის’’ ბოლო სამი წლის...
ინგლისში მამარდას კარში გატანილ გოლს არჩევენ
„ლივერპულის’’ შოტლანდიელმა მცველმა ენდი რობერტსონმა თქვა, რომ დომინიკ სობოსლაიმ თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა. მიზეზი: უხეში შეცდომა, რომლის გამოც ფეხბურთის ასოციაციის თასზე „ბარნსლიმ’’ გიორგი მამარდაშვილის კარში გოლი გაიტანა. შეხვედრა დასრულდა 4:1 „წითლების’’ სასარგებლოდ, მაგრამ მკაცრმა ინგლისურმა მედიამ უნგრელი ვარსკვლავის შეცდომა განსჯის საგნად აქცია. არადა, სობოსლაიმ იმავე შეხვედრაში ჩინებულად გახსნა ანგარიში და თან ეს იყო მისი კარიერის მეასე...









