ნეაპოლი ისტორიაში მეოთხე სკუდეტოს აღნიშვნისთვის ემზადება. ანტონიო კონტეს გუნდს სერია A-ს ჩემპიონობამდე 90 წუთიღა აკლია. „ნაპოლი’’ „ინტერს’’ ერთი ქულით უსწრებს და პარასკევს, 23 მაისს დამაგვირგვინებელ შეხვედრაში „კალიარის’’ მასპინძლობს. ქალაქში უკვე სამი დიდი ეკრანი დაამონტაჟეს: პიაცა პლებიშიტოზე, პიაცა მერკატოსა და პიაცა ჯოვანი პაოლო მეორეზე (იოანე პავლე მეორე). ეს უკანასკნელი მდებარეობს სკამპიაში, სადაც კრიმინალური სერიალის „გომორას’’ გვარიანი...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
ჩემპიონი პარასკევს გაირკვევა
ვინ გახდება სერია A-ს ჩემპიონი, „ნაპოლი’’ თუ „ინტერი’’? ამ კითხვას პასუხი კვირას კი არა, პარასკევს გაეცემა – ასე გადაწყვიტა ლიგის ხელმძღვანელობამ. დავაზუსტოთ: „ნაპოლი’’ „კალიარის’’ და „კომო’’ „ინტერს’’ 23 მაისს, საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე უმასპინძლებენ. შესაძლო ფლეი-ოფი კი ორშაბათს, 26 მაისს ასევე 22:45-ზე არის დანიშნული. მოგეხსენებათ, შემდეგ შაბათს, 31 მაისს მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის...
რა შეიძლება მოუვიდეთ ზურიკოს და ჟორჟის კლუბებს?
ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი’’ ლიგა 2-ში ითამაშებს. დარჩება თუ არა ქართველი „მწვანეებში’’ ჯერ ცნობილი არ არის. გუნდი სერიოზული სეზონისწინა შეკრებებისთვის ემზადება. ლიგა 1-ში ხანმოკლე გასეირნება დასრულდა. გუნდმა უმაღლეს საფეხურზე 9 თვე გაატარა და საიდანაც ამოვიდა ისევ იქ დაბრუნდა. ფანები და მიმომხილველები ძალიან უკმაყოფილოები არიან, განსაკუთრებით იმიტომ, რომ 2024 წლის ივნისიდან კლუბს ახალი მეპატრონე ჰყავს, „კილმერი’’...
მამარდას ბოლო მატჩი მესტალიაზე
„ბილბაომ’’ ალექს ბერენგერის წარმოუდგენელი სილამაზის გოლით ლა ლიგის ოთხეულში ადგილი გაინაღდა, „ვალენსიამ’’ კი რომელიმე ევროთასზე გასვლაზე ოცნებას თავი დაანება. პრინციპში „ღამურებისთვის’’ ეს ამოცანა არც იყო ადექვატური, რადგან მთელი სეზონის განმავლობაში ლიგაში დარჩენისთვის იბრძოდნენ. ვალენსიელთა ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს საქმე მეორე ტაიმში გამოუჩნდა. მან ჯერ გორკა გურუზეტას თავური მოიგერია, 72-ე წუთზე კი ბერენგერის საოცარი ტრაქტორიით დარტყმულს...
რეიმსს თასის ფინალში პსჟ-თან თამაში არ უნდა
ლიგა 1-ის ბოლო დღეს, უფრო სწორად მის ბოლო წამებზე, „სტად დე რეიმსმა’’ რომელიც შაბათს საფრანგეთის თასის ფინალში „პარი სენ ჟერმენს’’ უნდა შეხვდეს, მე-16 ადგილზე ამოჰყო თავი, ეს კი გადათამაშებაში მოხვედრას ნიშნავს.სხვა სიტყვებით, ლიგა 2-ში რომ არ გავარდეს მან 21 და 29 მაისს „მეცს’’ უნდა აჯობოს და რაა გასაკვირი, რომ მისთვის ეს ორი შეხვედრა 24 მაისის...
პარიზელების შუალედური ზეიმი
2004-05 წლების უკვე ისტორიული სეზონის დამთავრებამდე ორი კვირით ადრე „პარი სენ ჟერმენმა’’ შაბათ საღამოს „პარკ დე პრენსზე’’ შუალედური ზეიმი მოაწყო ― საფრანგეთის ჩემპიონის მე-13 ტიტული აღნიშნა. მარკინიოსისთვის ეს მეათე ჩემპიონობა გახლდათ. კაპიტანი, რომელმაც „ოსერთან’’ 3:1 მოგებულ შეხვედრაში გოლიც გაიტანა, იყო ის ფიგურა, რომელსაც ორი გიგანტური ეკრანის შემყურე ხალხი განსაკუთრებით ესალმებოდა. მაგრამ ეს მხოლოდ მხოლოდ წახემსება...
პარიზმა ზეიმი არ გაიმწარა
„ოსერმა’’ ანგარიში გახსნა, რის გამოც საფრანგეთის ჩემპიონს ერთსაათიანი ჩამორჩენა ჰქონდა, შემდეგ კი სიჩქარე გადართო და სეზონის ბოლო ორი შეხვედრის წინ ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა. პსჟ-ს ფეხბურთელები ასეთ სცენარს ცხადია არ ელოდნენ და ვერ წარმოედგინათ, რომ ჩამორჩენის შემოტრიალება მოუწევდათ. თითქოს საჩემპიონო კამპანიის ემოციით გამდიდრება, „პარკ დე პრენსზე’’ შეკრებილი 48 გულშემატკივრის შეუვალი მხარდაჭერის შემოწმება და მწვთნელის სიმშვიდის გამოცდა...
შესაძლოა ოსიმენი ილდიზს პლუს ფულში გაიცვალოს
სერია A-ს სეზონს ინტრიგა ბოლომდე შერჩა: ვინ გახდება ჩემპიონი „ნაპოლი’’ თუ „ინტერი’’? დღეს მთავარი საკითხი სწორედ ეს არის, მაგრამ ნეაპოლური კლუბის სპორტული მენეჯერი ჯოვანი მანა თავის საქმით არის დაკავებული: 2025-26 წლების სეზონზე ფიქრობს. მან უნდა შეადგინოს გასაყიდ და შესაძენ ფეხბურთელთა სრული სია, რათა გაყიდვებიდან მიღებული ფულით ყიდვა დააფინანსოს. „ნაპოლის’’ სატრანსფერო ამოცანებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვიქტორ ოსიმენის...
რონალდუ სპორტსმენთა შორის უმდიდრესია
ზედიზედ მესამე წელია „ფორბსის’’ ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას კრიშტიანუ რონალდუ ლიდერობს. ტოპ-50 კაცში 8 ფეხბურთელია. ანაზღაურებამ, რომელსაც რონალდუ 2022 წლის ბოლოს „ალ-ნასრში’’ მიაღწია, ყველანაირ დატოლებას აზრი დაუკარგა. 2025 წელს პორტუგალიელის ჯამური შემოსავალი იქნება 246 მილიონი ევრო, რომლიდანაც 201 მილიონი ხელფასია, ხოლო დანარჩენი სპორტთან დაკავშირებული სხვა შემოსავალი. პორტუგალიელი გვარიანად უსწრებს ნბა-ს ვარსკვლავ სტეფ კარის, რომელიც „გოლდენ...
ბარსელონაში გულშემატკივრებში მანქანა შევარდა
ბარსელონაში „ესპანიოლისა’’ და „ბარსელონას’’ შეხვედრის დროს გულშემატკივრებში მანქანა შევარდა. საბედნიეროდ, სერიოზულად არავინ დაშავებულა. მატჩი, რომელიც „ბარსამ’’ 2:0 მოიგო და ესპანეთის ჩემპიონის ტიტული გაინაღდა მე-8 წუთზე დროებით შეწყდა, რათა სტადიონზე გამოეცხადებინათ, რომ ყველაფერი კონტროლს ქვეშაა და ინციდენტს სერიოზული შედეგი არ მოჰყოლია. ესპანურ სოცმედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ შევარდა ესპანიოლის გულშემატკივრებში თეთრი მანქანა. სავარაუდოდ, მანქანას „ბარსას’’...









