ბელგიის ნაკრების ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის „მანჩესტერ სიტის“ განაცხადში მოხვდა. ამის შესახებ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება. შეგახსენებთ, რომ სიტის ნახევარმცველს ჯანმრთელობის პრობლემების გამო მიმდინარე წლის აგვისტოდან არ უთამაშია. ის აგრძელებს ფეხის ტრავმის მოშუშებას. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ჯედაში (საუდის არაბეთი) 12-დან 22 დეკემბრამდე გაიმართება. „მანჩესტერ სიტი“, რომელმაც ტურნირზე მონაწილეობის უფლება...
Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)
ელიტრაუნდში მოქმედ ჩემპიონთან
გაიმართა ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდის წილისყრა, რომელმაც საქართველოს ნაკრების (მწვრთნელი ვასილ მაისურაძე) მეტოქეები გამოავლინა. საქართველოს ნაკრები ჯგუფში მოქმედ ჩემპიონ იტალიასთან ერთად მოხვდა. მათ გარდა ქართველი 19-წლამდელების მეტოქეები ჩეხეთისა და შოტლანდიის ნაკრებები იქნებიან. ელიტრაუნდის თამაშები 2024 წლის 18-26 მარტს გაიმართება, მატჩები მასპინძელი ქვეყანა მოგვიანებით გახდება ცნობილი. ელიტრაუნდში 28 ნაკრები შვიდ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდა, ფინალურ...
დე ბრუინი ახალ წელს
„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა, ჟურნალისტებთან საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. 32 წლის ფეხბურთელი პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში „ბარნლისთან“ დაშავდა. ბელგიელი პეპ გვარდიოლას გუნდს 2023 წლის ბოლომდე ვერ დაეხმარება. „ყველაფერი კარგად მიდის. გამოჯანმრთელების პროცესი გრძელდება, მართალია ტრავმა ხანგრძლივი აღმოჩნდა, თუმცა ოპტიმიზმს არ ვკარგავ. 2024 წლის დასაწყისიდან დავბრუნდები“, – თქვა ბელგიელმა ფეხბურთელმა. „მანჩესტერ სიტი“ (29 ქულა)...
შენგელია დარჩა, საქართველო – ესპანეთშია
საქართველოს ნაკრები ვალიადოლიდში ჩავიდა, სადაც 19 ნოემბერს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. ესპანეთში გუნდს ლევან შენგელია ვერ გაჰყვა, რომელმაც შოტლანდიასთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო, 27 წლის ფეხბურთელს მხარი აქვს დაზიანებული. 18 ნოემბერს, ვილი სანიოლი გუნდს მატჩის მასპინძელ სტადიონზე ავარჯიშებს, მანამდე კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს. საქართველოს ნაკრები...
მეცში გავუმკლავდი, აიაქსშიც შევძლებ…
„დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლი გიორგი მიქაუტაძესთან ერთად გამოცხადდა. „აიაქსის“ ფორვარდმა სანაკრებო მატჩებზე და საკლუბო ამბებზე ისაუბრა. „მომავალ თამაშებისთის მზად ვართ და არც მოტივაცია გვაკლია. ამ შეხვედრებს პლეი ოფისთვის მოსამზადებლად ვიყენებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ. „აიაქსში“ ვარჯიშებზე და თამაშებზე ბოლომდე ვიხარჯები, დამატებითაც ვვარჯიშობ. ჩემი ოჯახიც ჩემთან ერთადაა და ეს მაძლიერებს....
ტუდორი არ თანხმდება…
ხორვატმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს აცნობა, რომ სეზონის ბოლომდე არ დათანხმდება ნეაპოლიტანური კლუბის გაწვრთნას. წყაროს ცნობით, შეხვედრა, რომელზეც ტუდორმა დე ლაურენტისს თავისი გადაწყვეტილება აცნობა, გუშინ, 13 ნოემბერს შედგა. თავის მხრივ, „ნაპოლის“ პრეზიდენტი ხორვატ სპეციალისტს ვერ დაჰპირდა, რომ წელიწადნახევრიან კონტრაქტს შესთავაზებენ. დღეს, 14 ნოემბერს, მხარეთა წარმომადგენლები კვლავ შეხვდებიან.
შოტლანდია კაპიტნის გარეშე, ესპანეთი უძლიერსი გუნდით
ნოემბრის მატჩებიც და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დასრულდება. საქართველოს ნაკრებს ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი – 16 ნოემბერს ჩვენი გუნდი „დინამო არენაზე“ შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს, 19 ნოემბერს კი ვალიადოლიდში ესპანეთთან ითამაშებს. საქართველოს ნაკრების მეტოქეთა მწვრნელებმა ნოემბრის მატჩებისთვის შემადგენლობები დაასახელეს. შოტლანდიის ნაკრები საქართველოს შემდეგ ნორვეგიას შეხვდება, ესპანეთი კი საქართველომდე სტუმრად კვიპროსს ეთამაშება. სკოტებს ამ შეხვედრებში...
შვიონტეკმა შეაჯამა
ინდოეთის ქალაქ კანკუნში ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) რეიტინგის 8 საუკეთესო შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებულის გამოსავლენად შეიკრიბა. ჩემპიონობა პოლონელმა იგა შვიოტეკმა მოიპოვა, ვინაც ტურნირი ისე გაიარა, რომ სეტიც არ დაუთმია. პოლონელმა ჩოგბურთელმა ფინალში ამერიკელი ჯესიკა პეგულა – 6:1, 6:0 დაამარცხა. მატჩი ზუსტად ერთ საათს გაგრძელდა. პერიპეტიებს აზრი არ აქვს – პოლონელმა მეტოქე პირწმინდად დაჩაგრა და მხოლოდ ერთი...
მამარდა, სიმბოლური და ჩელსი
გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ბილბაოსთან“ ფრედ დასრულებული შეხვედრის გმირი იყო“, – ასე დაახასიათეს ქართველი მეკარის თამაში. „ვალენსიამ“ „ბილბაოთან“ ფრედ, 2:2 ითამაშა, მაგრამ წააგებდა ქართველ მეკარეს შესანიშნავად რომ არ ეთამაშა – გიორგი მამარდაშვილმა ამ შეხვედრაში ხუთი რთული დარტყმა მოიგერია. „ბილბაოსთნ“ მატჩში 22 წლის...
ფსონების ამფსონები…
„გალათასარაისა“ და „ნიუკასლის“ ნახევარმცველები, იტალიის ნაკრების ფეხბურთელები სანდრო ტონალი და ნიკოლო ძანიოლო ფსონებზე წესების დარღვევაში არიან ეჭვმიტანილნი. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ „იუვენტუსის“ ნახევარმცველს ნიკოლო ფაჯოლის უკანონო ფსონებში ადანაშაულებენ. მის საქმეზე მოწმის დაკითხვისას კი ამოტივტივდა ინფორმაცია, რომ ტოტალიზატორში თამაშით ტონალი და ძანიოლოც იყვნენ გატაცებული. 12 ოქტომბერს ორივე ფეხბურთელი იტალიის პოლიციამ დაკითხა. ამფსონებმა იტალიის ნაკრების შეკრება...









