თბილისის „დინამოდან“ ბელგიურ „ბევრენში“ გადასული გიორგი მოისწრაფიშვილი, ვებგვერდმა proximus-მა ბელგიის ჩელენჯერის პრო ლიგის მე-7 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. 22 წლის ნახევარმცველმა ახალ კლუბში მეორე შეხვედრა ჩაატარა. მას დებიუტი „ლიეჟთან“ ჰქონდა, სადაც 66-ე წუთზე შეცვალეს, „დეინცესთან“ კი სტუმრად კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მოისწრაფიშვილს საფეხბურთო ვებგვერდმა მაღალი შეფასება დაუწერეს...
Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)
მეშვიდე უკრაინელი
პრემიერ ლიგის მე-7 ტურის მატჩში, „ჩელსის“ უკრაინელმა გარემარბმა მიხაილო მუდრიკმა, „ფულემთან“ გოლი გაიტანა. შეხვედრა „ჩელსის“ გამარჯვებით 2:0 დასრულდა. უკრაინელისთვის ეს გოლი პრემიერლიგაში სადებიუტო გახლდათ. მუდრიკი მეშვიდე უკრაინელია, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის მატჩში გოლის გატანა მოახერხა. უკრაინელები, რომლებმაც პრემიერ ლიგაში გოლი გაიტანეს: 1. სერჰი რებროვი (ტოტენჰემი) 2. ანდრი შევჩენკო (ჩელსი) 3. ანდრი ვორონინი (ლივერპული) 4....
ბაიერნი ბოატენგს იბრუნებს…
ჟერომ ბოატენგი „ბაიერნში“ ბრუნდება. 35 წლის მცველი მიუნხენურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გადის და, დიდი ალბათობით, „ბაიერნი“ მას უახლოეს საათებში ოფიციალურად წარადგენს. ბოატენგი ბოლოს „ლიონში“ თამაშობდა, ამჟამად კი თავისუფალი აგენტია, რაც მიუნხენელებს საშუალებას მისცემს, გამოცდილი მცველი ფაქტობრივად, უფასოდ აიყვანოს. ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდება.
გერმანიას თავი დაადგეს…
გერმანიის ნაკრების მწვრთნელის ვაკანტური თანამდებობა მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა მწვრთნელმა, 36 წლის იულიან ნაგელსმანმა დაიკავა. გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ახალი მწვრთნელთან კონტრაქტი 2024 წლის 31 ივლისამდე გააფორმა და იგი ოფიციალურდ წარადგინა. ნაგელსმანი გერმანიის ნაკრებს ევროპის მომავალ ჩემპიონატზე უხელმძღვანელებს, რომელიც გერმანიის 10 ქალაქში მომავალი წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ნაგელსმანთან ერთად, დაამტკიცეს მისი ასისტენტებიც – ახალ...
ხვიჩა ფიფა-ს კანდიდატებში…
ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა ნომინირებული მოთამაშეების სია გამოქვეყნა, რომელიშიც იტალიის სერია A-დან ორი ფეხბურთელი მოხვდა, ერთი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა, მეორე – ვიქტორ ოსიმენი. „მანჩესტერ სიტი“, რომელმაც გასულ სეზონში ინგლისის ჩემპიონატი, ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, სიაში ხუთი ფეხბურთელითაა წარმოდგენილი. ცხადია, ნომინანტთა შორისაა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ლიონელ მესი. ფიფას წლის...
ფლიკის ბედი საფრანგეთისა და იაპონიის ხელშია…
გერმანიის საფეხბურთო კავშირი უახლოეს ხანში ეროვნული ნაკრების მწვრთნელის შეცვლას არ გამორიცხავს. ბუნდესნაკრები თუ იაპონიასთან და საფრანგეთთან ამხანაგურ შეხვედრებს ჩააგდებს, გერმანიის საფეხბურთო კავშირმა, ჰანს-დიტერ ფლიკი, შესაძლოა, პოსტიდან დაითხოვოს. მის შემცვლელად ოლივერ გლასნერს ან იულიან ნაგელსმანის კანდიდატურებს განიხილავენ. არც ის არის გამორიცხული, რომ ფილიკის გათავისუფლების შემთხვევაში, დროებით მწვრთნელად მათიას ზამერი დაინიშნოს, რომელსაც მთავარ მწვრთნელად 2005 წლის შემდეგ...
ფლიკის ბიჭები
გერმანიის ნაკრები საშინაო ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და სანაკრებო პაუზის დროს ამხანაგურ მატჩებს ატარებას. ამჯერად ჰანსი ფლიკის გუნდი იაპონიისა (9 სექტემბერს) და საფრანგეთის (12 სექტემბერს) ნაკრებებს ეთამაშება. ფლიკმა ამ მატჩებისთვის ნაკრებში პირველად გამოიძახა „ბრაიტონში“ მოთამაშე 32 წლის პასკალ გროსი. სამაგიეროდ ბუნდესმწვრთნელის სიაში ამჯერად ვერ მოხვდნენ თომას მიულერი, მატიას გინტერი, ლუკას კლოსტერმანი, დავიდ რაუმი, ტიმო ვერნერი და...
გასამდა…
სერია A-ში ქართველების რიცხვი სამამდე გაიზარდა – საფეხბურთო კლუბმა „ტორინომ“ საქართველოს ნაკრების მცველის საბა საზონოვის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. საანკ-პეტერბურგში დაბადებული საბა საზონოვი 2021 წელს მოსკოვის „დინამოში“ თამაშობდა, სადაც 44 თამაში ჩაატარა. ქართველმა ფეხბურთელმა „ტორინოსთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ტრანსფერის სავარაუდო თანხა 3 მილიონი ევროა.
რატომ ღირს კეინი 100 მილიონზე მეტი?
მიუნხენის „ბაიერნის“ თავმჯდომარემ და უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ინგლისელი თავდამსხმელის, ჰარი კეინის შეძენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჰარი კეინის ტრანსფერი ჩვენთვის აუცილებელი იყო მრავალი მიზეზის გამო. მოლაპარაკების დროს ისიც ვთქვი, რომ სრულიად ღია ვარ: ათი მილიონით მეტი თუ ნაკლები აღარ უნდა ჩაერიოს ამ ტრანსფერში! იმიტომ, რომ ჰარი, გარდა მისი სპორტული თვისებებისა, გვიბრუნებს კიდევ ერთ ძალიან...
მალე მანუ…
მიუნხენის „ბაიერნის“ მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, გუნდის მეკარის, მანუელ ნოიერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბი ელოდება, რომ მეკარე უფრო ადრე დაუბრუნდება ვარჯიშს საერთი ჯგუფში, ვიდრე ფიქრობდნენ. „ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ველით, რომ ნოიერი გუნდურ ვარჯიშს მოსალოდნელზე ადრე დაუბრუნდება. ის, რაც „მანუს“ შესრულებით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვნახე, შთამბეჭდავი იყო. ვიმედოვნებთ, ვარჯიშს უახლოეს რამდენიმე კვირაში შეძლებს,“ –...









