დაირხა ხმა, რომ „პარი სენ ჟერმენის“ ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის მამა ნეიმარი-უფროსი მადრიდში ჩავიდა, სადაც „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შეხვდა და მისი ვაჟის „რეალში“ გადასვლის პერსპექტივაზე ელაპარაკა. მოგეხსენებათ, ნეიმარი ესპანეთიდან საფრანგეთში სულ რამდენიმე თვის წინ გადაბარგდა. მანამდე ის „ბარსელონას“ ფეხბურთელი იყო, რომლისგანაც პარიზელებმა არნახულ თანხად, 222 მილიონ ევროდ იყიდეს. პსჟ-ში გადასვლის შემდეგ ნეიმარმა 12 შეხვედრაში 11...
Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)
კუბალას ქუჩა ბარსელონაში
ორშაბათს, ჩატარდა „ბარსელონას“ დირექტორატის მორიგი კრება, რომელიც წინა კრებებისგან სიმშვიდით გამოირჩეოდა. განიხილეს სამი საკითხი, რომელთაგან ორი სამეურნეოა და ფართო საზოგადოების ინტერესს არ წარმოადგენს, მესამეზე კი ღირს შეჩერება. საქმე ის არის, რომ ბარსელონაში უნგრეთის წარმომადგენლობამ კლუბს მიმართა წერილით, რომელშიც მას ქალაქის მუნიციპალიტეტთან შუამდგომლობა სთხოვა. უნგრელებს სურთ, რომ კატალონიის მთავარ ქალაქში ერთ-ერთ ქუჩას ლეგენდარული ფეხბურთელის ლადისლაო კუბალას...
ჩაო, პირლო!
ანდრეა პირლო ფეხბურთიდან წავიდა. იტალიელმა ვარსკვლავმა ახლა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა ის, რაც ცნობილი იყო, მაგრამ თავის დროს ელოდა — სეზონის ბოლოს მოთამაშის კარიერისთვის წერტილი უნდა დაესვა. და აი, მისი „ნიუ იორკი“ MLS-ის ნახევარფინალში „კოლამბას ქრუსთან“ დამარცხდა, შეჯიბრებას გამოეთიშა და ყველაფერი დასრულდა. „ეს იყო ჩემი ბოლო თამაში MLS-ში. კლუბ „ნიუ იორკში“ კარიერას ვასრულებ და ამასთან დაკავშირებით...
ბექა მიქელთაძემ დინამოს საჩემპიონო წამმზომი ჩართო
ჩემპიონის მე-17 ტიტულისკენ კიდევ ერთი მოზრდილი ნაბიჯი გადადგა კახა კაჭარავას გაწვრთნილმა თბილისის „დინამომ“ – თბილისელებმა ბათუმელი თანაკლუბელები ისტუმრეს და ლევან გეგეჭკორის გოლითა და ბექა მიქელთაძის ჰეთ-თრიქით 4:0 გაანადგურეს. ჩემპიონატის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე „დინამომ“ უახლოეს მდევარ „ტორპედოსთან“ ოთხქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა და მცირე სასწაული უნდა მოხდეს საამსეზონო ტიტული თბილისელებმა ქუთაისელებს დაუთმონ. ახლა , „ტორპედოს“ ერთი წაფორხილება...
ტალახაძემ მსოფლიოს დუშეთიდან გადმოხედა
ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, ცხადია, საქართველოს ჩემპიონატშიც იმარჯვა და დუშეთში გამართულ საშინაო პირველობაზე ქომაგები ახალი რეკორდებით გაახარა. ქართველმა გოლიათმა დუშეთის ფიცარნაგზე 220 კილოგრამიანი შტანგა აიტაცა და თავისსავე მსოფლიოს ძველი რეკორდი სამი კილოგრამით გააუმჯობესა. დუშეთშივე ლაშამ ატაცში მოპოვებულ 220 კილოგრამს, აკვრაში 254 მიამატა და მონაგარს ორი სახეობის ჯამში დაფიქსირებული ახალი მსოფლიო რეკორდიც...
თავში წიხლი ქომაგს — პატრის ევრა ახალი კანტონაა! 🎥
მარსელის “ოლიმპიკმა” გუშინ ევროლიგის შეხვედრაში, პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში იქაურ “ვიტორიასთან” 1:0 წააგო. პორტუგალია, მოგეხსენებათ, ფრანგული გუნდის 36 წლის მარცხენა მცველის, პატრის ევრას სამშობლოა. ამ შეხვედრაში ევრა, რომელმაც კარიერის საუკეთესო რვა წელიწადი “მანჩესტერ იუნაიტედში” გაატარა, სათადარიგო გახლდათ და როგორც სათადარიგოთა წესია, მოედნის კიდესთან ხურდებოდა, როდესაც თავისი გუნდის გულშემატკივარმა რაღაც აკადრა. ევრა გაცეცხლდა და გაიმეორა ის, რაც...
ლინეკერმა ზიდანს და ბენზემას ისევ დასცინა
წარსულში ცნობილმა ინგლისელმა თავდამსხმელმა, დღეს პოპულარულმა ტელეჟურნალისტმა გარი ლინეკერმა მადრიდის “რეალი”, უფრო სწორად კი მისი ფრანგი თავდამსხმელი, ქარიმ ბენზემა აითვალწუნა. ლინეკერის პირველი კრიტიკული კომენტარის შემდეგ ბენზემას “რეალის” მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გამოესარჩლა, რის გამოც ენამწარე მიმომხილველი მასაც გადაეკიდა და ხელსაყრელ მომენტს არ უშვებს, რომ არ დასცინოს. ლინეკერს მადრიდელთა დაცინვის ახალი შანსი გუშინ მიეცა. მოგეხსენებათ, “რეალმა” ლონდონში...
ნეიმარის დამსახურებული ჰელოუინი
ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში, სადაც “პარი სენ ჟერმენმა” “ანდერლეხტს” 5:0 მოუგო, ერთი გაიტანა და ერთი ისეთი საჯარიმოც დაარტყა, რომელსაც გოლი მოჰყვა. ამრიგად, პარიზელებმა ოთხი თამაშიდან ოთხივე მოიგეს, 12 ქულა მოაგროვეს და ფლეი ოფის ეტაპზე დაიბევეს ადგილი. ბელგიური გუნდის რბევის შემდეგ მოვალეობამოხდილ ბრაზილიელ ვარსკვლავს გართობა სურდა და ჰელოუინმაც ზუსტად მოუსწრო. დანარჩენი, ანუ ჯოკერად გადაცმული...
ქარიმი და ლინეკერი
ქარიმ ბენზემამ ფრანგულ ჟურნალ Les Inrockuptibles-ს მისცა ინტერვიუ. ეს გახლავთ 1986 წელს დაფუძნებული გამოცემა, რომელიც თავიდან როკზე წერდა, მაგრამ თანდათან კულტურის სფერო მთლიანად მოიცვა. ახლა, როგორც ხედავთ, ფეხბურთითაც დაინტერესებულა. ინტერვიუ ვრცელია. სხვა თემებთან ერთად, ის ყოფილი ინგლისელი თავდამსხმელის, დღეს ენამწარეობით ცნობილი ტელეწამყვანის, გარი ლინეკერის ბოლო დროს გახმაურებულ ხუმრობასაც ეხება. შეგახსენებთ: თავიდან ლინეკერმა ბენზემაზე თქვა, ისეთი...
პირზე ხელი აიფარეთ, ბიჭებო!
მიგიქცევიათ ყურადღება ამ ბოლო დროს ფეხბურთელები და მწვრთნელები ერთმანეთში ლაპარაკის დროს პირზე ხელს რომ იფარებენ? თუ ვინმემ არ იცის ასე რატომ აკეთებენ, „რეალის“ მცველის მარსელოს მაგალითზე გეტყვით: როდესაც „ლა ლიგას“ ბოლო ტურის შეხვედრაში მადრიდელებს ჟირონაში უჭირდათ (1:2 წააგეს), 66-ე წუთზე ზინედინ ზიდანმა მარსელო შეცვალა. შეცვლის წინ ბრაზილიელი დაბნეული ჩანდა — ბურთი დაკარგა, ვერ დაიბრუნა… ამ...









