მადრიდის “ვანდა მეტროპოლიტანოზე”, ესპანეთის დედაქალაქის დერბიში, “ატლეტიკომ” და “რეალმა” 0:0 ითამაშეს. მატჩი კარგი სანახავი იყო, მაგრამ ამჯერად თქვენი ყურადღება უშუალოდ ფეხბურთზე კი არა, ანტუან გრიზმანის შეცვლაზე გვინდა გავამახვილოთ. 76-ე წუთზე არგენტინელი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს მიერ ფრანგი თავდამსხმელის მოედნიდან გაყვანა შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მომენტი აღმოჩნდა. როდესაც გრიზმანი მოედანს ტოვებდა, ტრიბუნებიდან ღრიანცელი ისმოდა, რაც კიდევ ერთხელ აჩენს...
Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)
მადრიდის გულის ძგერა ესმის…
ხამეს როდრიგესს მადრიდი ენატრება და ამას არც მალავს. კოლუმბიელი პირდაპირ ამბობს, რომ არც “ბაიერნია” “რეალი”, არც მიუნხენია მადრიდი და არც გერმანიაა ესპანეთი. ესპანეთის დედაქალაქში ყველამ კარგად იცის, რომ “რეალიდან” წასული სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით ხამესი ბოლო წამამდე იბრძოდა “სანტიაგო ბერნაბეუზე” დასარჩენად. როდრიგესის სიყვარული და ერთგულება “თეთრი კლუბისადმი” გულშემატკივართა შორის პატივისცემას იმსახურებს. კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზად...
ქალს უფრთხილდი, ლეო
“ბარსელონას“ გულშემატკივრები ლეო მესისა და მისი მეუღლის, ანტონელა როკუცოს ბოლოდროინდელმა ხშირმა მოგზაურობამ შეაშფოთა. თურმე, ანტონელა როკუცო-მესისა “ჩელსის” ნახევარმცველის, სესკ ფაბრეგასის ცოლს, დანიელა სამაანს ისე დაუმეგობრდა, რომ მის მოსანახულებლად, ქმართან ერთად, მალიმალ ლონდონში დაიარება. ქალბატონების მესამე მეგობარი კი სესკის თანაკლუბელის, ალვარო მორატას მეუღლე ალის კამპელოა. ბოლო ვიზიტისას ლეომ და ანტონელამ ალისს საჩუქრად “სარკანის” ფირმის 565 ევროიანი...
ძოლა რუსის ქალთან მოაგვარებს საქმეს
51 წლის ჯანფრანკო ძოლა შეიძლება “ჩელსის” ტექნიკური დირექტორი გახდეს. “ლურჯების” ლეგენდაზე რამდენიმე დღეა რაც ალაპარაკდნენ, კერძოდ, მას მერე, რაც თანამდებობა მაიკლ ემენალომ დატოვა. კლუბის კაბინეტებში ჩახედულ ადამიანთაგან ბევრი მიიჩნევს, რომ იტალიელი სწორედ ის კაცია, ვინც მწვრთნელ ანტონიო კონტეს აღმასრულებელ შეფთან, მარინა გრანოვსკაიასთან გაფუჭებულ ურთიერთობას დაურეგულირებს. გრანოვსკაია “ჩელსიში” გავლენიანი ფიგურა ყოფილა. ნებისმიერ მოხსნა-დანიშვნას თუ მიღება-გაგდებას უმალ ის...
ევრას ევროჯარიმა და ევროდისკვალიფიკაცია
პატრის ევრა გულშემატკივრის ცემისთვის “მარსელმა” დაითხოვა. ამასთან, 36 წლის ვეტერანს სეზონის ბოლომდე ევროტურნირებში მონაწილეობა აეკრძალა. მარცხენა მცველი 10 ათასი ევროთიც დააჯარიმეს. ინციდენტი 2 ნოემბერს, ევრას მშობლიური პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში, ადგილობრივ “ვიტორიასთან”, ევროთასის შეხვედრის დროს მოხდა. ევრა სათადარიგო იყო და მოედნის კიდესთან ხურდებოდა, როდესაც ტრიბუნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს. ფეხბურთელმა თავი ვერ შეიკავა და პროვოკატორს პასუხი წიხლით გასცა....
ლეო მესის უხერხული ფოტო
ლეო მესის ამბავი ასეა: მაღაზიაში ჩავა — ტელევიზორში ან ინტერნეტშია; ბავშვს დაბადების დღის ცენტრში წაიყვანს — ისევ იქაა; ვიღაცას მიესალმება — წერენ; ვიღაცას ვერ იცნობს — ამასაც წერენ… აი, გუშინ არგენტინელს მოსკოვში რა მოუვიდა: სასტუმროში მასთან ახალგაზრდა მივიდა, სელფი გადავიღოთო. მესიმაც გადაიღო, თავის გზაზე წავიდა და… დრო რომ გავიდა და სოციალურ ქსელებში შეიხედა, აღმოაჩინა რომ...
“ჩელსის” ჯაშუშური ოპერაცია
30 წლის ნიგერიელმა ნახევარმცველმა, ჯონ ობი მიკელმა რომელიც ახლა უკვე ჩინეთის კლუბ “ტიანჯინ ტედაში” თამაშობს, გაიხსენა, როგორ ჩაატარა ლონდონის “ჩელსის” მეპატრონემ, რომან აბრამოვიჩმა, ფაქტობრივად სამხედრო ოპერაცია მის “სტემფორდ ბრიჯზე” გადასაყვანად. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ნიგერიელის ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ებრძოდნენ. ბრძოლამ მთელ წელიწადს გასტანა და ბოლოს, ის-ის იყო ფეხბურთელს მანჩესტერელებთან კონტრაქტისთვის ხელი...
ტუზი და გაზი
გვაჯობეს უხეშობაში, გვაჯობეს პროვოკაციებში და გვაჯობეს ანგარიშშიც. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ცუდად დაიწყო, მასპინძელ ბოსნიასთან 0:1 წააგო და შანსი იმისა, რომ ჯგუფის ორ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდეს, ძალიან შეიმცირა. მცირე იმიტომ არის, რომ ბოსნიისა და ანდორის გარდა, ჯგუფში გვყავს საფრანგეთიც. ჯერ ანდორას ვხვდებით, მერე საფრანგეთს და ორივე უნდა მოვიგოთ. გიორგი ყიფიანის...
მასკერანო არგენტინის ნაკრებზე, ბარსელონასა და კატალონიაზე
როგორც ჩვეულებრივ ხდება, არგენტინაში, სანაკრებო შეკრებაზე ჩასულმა ხავიერ მასკერანომ ინტერვიუები დაარიგა. TyC Sports-თან საუბარში “ბარსელონას” მცველმა თავის მომავალზე ილაპარაკა. მან თქვა: “ჩემი ამოცანაა ვიყო ბედნიერი, ხოლო ამისათვის რა ნაბიჯს გადავდგამ, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ წავა საქმეები”. ESPN-თან ინტერვიუში მასკერანო “ბარსელონაში” სათამაშო სისტემის ცვლილებასა და ბოლოხანს კატალონიაში დატრიალებულ ამბებს შეეხო. მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს ტაქტიკური სვლები არგენტინელმა...
19-წლამდელები ბოსნიაში ბოსნიით
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 8 ნოემბრიდან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ითამაშებს. შესარჩევის ჩვენთვის საინტერესო ჯგუფი ბოსნიაში გაიმართება. გიორგი ყიფიანის ნაკრების მეტოქეები, მასპინძელთა გარდა, საფრანგეთი და ანდორა იქნებიან. ელიტრაუნდში, როგორც ხდება ხოლმე, ორნი გავლენ. ასეთი სულ 13 ჯგუფია და კიდევ ორი საუკეთესო მესამეადგილოსანიც დაემატება. 8 ნოემბერს ბოსნიასთან ვითამაშებთ, 11-ში ანდორასთან, ხოლო 14-ში საფრანგეთთან. მოკლედ, მასპინძლებთან ვიწყებთ და...









