მარსელის “ოლიმპიკმა” გუშინ ევროლიგის შეხვედრაში, პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში იქაურ “ვიტორიასთან” 1:0 წააგო. პორტუგალია, მოგეხსენებათ, ფრანგული გუნდის 36 წლის მარცხენა მცველის, პატრის ევრას სამშობლოა. ამ შეხვედრაში ევრა, რომელმაც კარიერის საუკეთესო რვა წელიწადი “მანჩესტერ იუნაიტედში” გაატარა, სათადარიგო გახლდათ და როგორც სათადარიგოთა წესია, მოედნის კიდესთან ხურდებოდა, როდესაც თავისი გუნდის გულშემატკივარმა რაღაც აკადრა. ევრა გაცეცხლდა და გაიმეორა ის, რაც 1995 წლის 25 იანვარს “მანჩესტერ იუნაიტედის” დიდმა ვარსკვლავმა, ერიკ კანტონამ გააკეთა — ახტა და “ქომაგს” თავ-მკერდში წიხლი ჰკრა. ევრა, ცხადია, გააძევეს.
გთავაზობთ, “კუნგ-ფუს” ორივე ილეთის ვიდეოს.
VIDEO პატრის ევრამ ქომაგს წიხლი უთავაზა
VIDEO ერიკ კანტონას ცნობილი “კუნგ-ფუ”
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
