„ლაიფციგის“ ნახევარმცველმა კონრად ლაიმერმა, რომელსაც კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, მიუნხენის „ბაიერნთან“ ოთხწლიანი წინასწარი კონტრაქტი გააფორმა. წყაროს ცნობით, 25 წლის ავსტრიელმა ორჯერ გაიარა სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც კლუბი და ფეხბურთელი ურთიერთხელსაყრელ პირობებზე შეთანხმდნენ. ლაიმერი „ლაიფციგში“ 2017 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 21 მატჩი ჩაატარა, ორი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა....
Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)
მესი მოვა თუ მესი არ მოვა, ბუსკეტსი…
„ბარსელონას“ მწვრთნელმა ჩავიმ ნახევარმცველ სერხიო ბუსკეტსის კონტრაქტთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, კლუბში პსჟ-ის თავდამსხმელის, ლიონელ მესის შესაძლო დაბრუნების კონტექსტში. „ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბუსკეტსი მშვიდია და სეზონის ბოლომდე დაგვეხმარება. არ ვფიქრობ, რომ მისი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, სად ითამაშებს მესი. თუ სერხიო კონტრაქტს გაახანგრძლივებს, ის კვლავაც მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება „ბარსელონასთვის“, – თქვა ჩავიმ. ესპანელს...
ალ-ხელაიფს სუპერლიგა არ აშინებს
პსჟ-ის პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ, ევროპული სუპერლიგის შექმნის იდეაზე ისაუბრა. „ვფიქრობ, სუპერლიგაზე არ უნდა ვისაუბრო. ის ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ჩვენ უნდა გავძლიერდეთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ განვავითაროთ კლუბი, გავაუმჯობესოთ შედეგები. იმუშავე საკუთარ თავზე, უკეთესობაზე, გუნდურად თამაშზე – ეს არის მთავარი. მომავალ კვირას ახალი განცხადებები გაკეთდება. ამის შესახებ სიახლეებს იხილავთ საფეხბურთო სამყაროში“, – ციტირებს...
ჩვენები და ლეგენდები
26 მარტს, გლაზგოში, „აიბროქსზე“ მისული ქომაგი ლამაზი სანახაობის მომსწრე გახდა – ერთმანეთს „რეინჯერსის“ და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებმა შეხვდნენ, მატჩი კი ლეგენდების გამარჯვებით დასრულდა – 4:3. „რეინჯერსის“ შემადგენლობაში შოთა არველაძემ ითამაშა, ლეგენდბთან კი გიორგი ქინქლაძემ. „რეინჯერსის“ მწვრთნელი ალექს მაკლეიში იყო, მან შოთა არველაძე შეცვლაზე ათამაშა, ხოლო „ლეგენდების“ მწვრთნელმა რობი ფაულერმა შეცვლაზე გიორგი ქინქლაძე ათამაშა. „რეინჯერსიდან“დუბლი ჯერმენ...
3:0 და 3:0
ევრო 2024-ის შესარჩევი საქართველოსთვის ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ჩვენს ჯგუფში ორი მატჩი გაიმართა და ორივეში ფავორიტებმა იმარჯვეს და ორივეში ერთნაირი ანგარიშით. ესპანეთის ნაკრები შინ ჩვენს მომავალ მეტოქეს, ნორვეგიის ნაკრებს დაუხვდა და 3:0 მოუგო. ანგარიში მე-13 წუთზე დანი ოლმომ გახსნა. საათზე მეტი ტაბლოზე ეს ანგარიში ენთო, ვიდრე ხოსელუმ 2 წუთში დუბლი არ შეასრულა. ასეთივე ანგარიშით შოტლანდიელებმა...
ჰოლანდი ბათუმს ვერ ნახავს
საჩვენო ამბავი ნორვეგიიდან – საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქის უმრისხანესი ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი ბათუმში არ იქნება. საზარდულის ტრავმის გამო ის 28 მარტის საქართველო-ნორვეგიის შესარჩევ მატჩს გამოტოვებს. ჰოლანდი გამოტოვებს 25 მარტის ესპანეთი-ნორვეგიის შესარჩევსაც. ჰოლანდმა ეროვნული გუნდის შეკრება უკვე დატოვა. ის ოსლოში ორშაბათის დილას ჩაფრინდა, ნაკრების ექიმებს გაესინჯა და უკანვე მიბრუნდა. ჰოლანდს ორკვირიანი უქმობა მოუწევს. ერლინგ ჰოლანდი ის...
სად არის სანე?
გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა პერუსა (25 მარტი) და ბელგიასთან (28 მარტი) ამხანაგური მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ მწვრთნელის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი, მაგრამ ფლიკის ეს გადაწვეტილება ადრევე ცნობილი იყო. მათთან შედარებით, მოულოდნელი იყო ლეროი სანეს ნაკრებს მიღმა დატოვება, თუმცა ბოლო პერიოდში სანეს „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაშიც უჭირს მოხვედრა. გერმანიის ნაკრების შემადგენლობა...
10 ნომერი ხვიჩას? დარწმუნებული ვარ დიეგო მხარს დაუჭერდა…
ბოლო დროს ხვიჩა კვარაცხელია იტალიური პრესის (და არა მარტო) საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. ქართველი ფეხბურთელის ბრწყინვალლე თამაშს წარსულში ცნობილი ბევრი ვარსკვლავი გამოეხმაურა. მათ შორისაა იტალის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ჯანფრანკო ძოლა. იტალიის ჩემპიონატში, „ატალანტას კარში გატანილი ბრწყინვალე გოლის შემდეგ, ქომაგები და ჟურნალილსტები ხვიჩა კვარაცხელიასთვის დიეგო მარადონას 10-ნომრიანი მაისურის გადაცემაზე ალაპარაკდნენ, რომელიც, როგორც ცნობილია, მარადონას საპატივცემულოდ, „ნაპოლიში“ გაუქმებულია....
გვარდიოლა მანჩესტერზე…
გასულ კვირას ინგლისის ლიგის თასის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ნიუკასლი“ 2:0 დაამარცხა და 2017 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა. მანამდე თანაქალაქელი „სიტი“ პეპ გვარდიოლას მეთაურობით, ამ პრიზს ზედიზედ ოთხჯერ ფლობდა (2018-2021). შარშან კი „ლივერპულის“ ჯერი დადგა. პრესკონფერენციაზე გვარდიოლას ჰკითხეს, შეიძლება თუ არა თქმა, რომ „იუნაიტედი“ ისევ ძლიერი კლუბია. „ადრე თუ გვიან ეს უნდა მომხდარიყო, არა? ცოტა...
კრიშტიანუმ ხმლით იცეკვა
პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ კლუბ „ალ-ნასრის“ პარტნიორებთან ერთად საუდის არაბეთის დაარსების დღე აღნიშნა. ფორვარდმა ტრადიციული საუდური სამოსი ჩაიცვა და ხმლის ცეკვა შეასრულა. შემდეგ პორტუგალოელმა თავის ტვიტერზე ცეკვის ვიდეო გამოაქვეყნა და საუდელებს დღესასწაული მიულოცა. რონალდუ ალ ნასრში 2022 წლის 30 დეკემბერს გადავიდა. 37 წლის თავდამსხმელმა საუდის არაბეთის კლუბთან ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.









