მსოფლიოს პირველი ჩოგანის, იტალიელი იანიკ სინერის 30-მატჩიანი მოგებათა სერია საფრანგეთის ღია პირველობაზე მოულოდნელად შეწყდა.
სინერი აუტანელი სიცხის გამო თუ სხვა მიზეზით რეიტინგის 56-ე ნომერთან, არგენტინელ ხუან მანუელ ჩერუნდოლოსთან 1/32ფინალში ხუთსეტიან მატჩში დამარცხდა.
„როლან გაროსის“ უპირველესი ფავორიტი გამარჯვებისკენ დამაჯერებლად მიიწევდა, მას ორი სეტი უკვე მოგებული ჰქონდა და მესამეც 5:1 მიჰყავდა, მაგრამ…
იტალიელი სიცხესა და თავბრუსხვევას უჩიოდა, ამბობდა, რომ ღებინება ეწყებოდა და აშკარად უჭირდა, რადგან საფრანგეთში რეკორდული სიცხის დროს ტემპერატურა 30 გრადუსს აჭარბებდა.
სინერი მოულოდნელად საკუთარი თავის ჩრდილად გადაიქცა და ამით შთაგონებულმა ჩერუნდოლომ შანსი შესანიშნავად გამოიყენა – 3:6, 2:6, 7:5, 6:1, 6:1.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
