პრაღაში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურული ციგურაობაში. ჩეხეთის დედაქალაქში საქართველოს დელეგაცია სრული, საბრძოლო შემადგენლობით ჩავიდა და პირველივე დღეს უკვე მედლის მოპოვების შანსი გაუჩნდა.
ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ფავორიტთა შორის ისეც იყვნენ და ეს სტატუსი გაამრთლეს. ჩვენმა წყვილმა მსაჯებისგან კარიერის საუკეთესო შედეგი – 79.45 ქულა დაიმსახურეს. თუმცა, ეს შედეგი მოკლე პროგრამის მოსაგებად საკმარისი მაინც არ გამოდგა. გერმანელებმა – მინერვა ფაბიენ ჰასემ და ნიკიტა ვოლოდინმა ჩვენს წყვილს მხოლოდ 0.33 ქულით აჯობეს. ერთია, თავისუფალი პროგრამის წინ კი, ეს დიდი სხვაობა არ არის და ყველაფერი 26 მარტს გაირკვევა, როდესაც სპორტსმენები კიდევ ერთხელ გავლენ პრაღის ყინულზე.
ისრიალა ანასტასია გუბანოვამაც და მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 69.92 ქულა მიიღო, რაც მეექვსე მაჩვენებელი გამოდგა. ცხადია, გუბანოვამ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა და მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს. აქ ლიდერები კი, იაპონელები არიან: კაორი საკამოტო 79,31 ქულით პირველია, ხოლო მონე ჩიბა 78,45 ქულით – მეორე; მესამეზეა ამერიკელი ამბერ გლენი – 72,65 ქულა.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
