AS: „მიქაუტაძეს რთული მატჩი ჰქონდა; მას მოვლენების სათავისოდ მოტრიალება და აშკარა საგოლე მომენტების შექმნა გაუჭირდა’’.
ჟორჟის „ვილიარეალმა’’ სტუმრად „ალავესთან’’ 1:1 ითამაშა. თავსხმაში „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა’’ მე-40 წუთზე უიღბლობის გამო თავის კარში შეაგდო გოლი (რაფა მარინს ბურთი თავში მოხვდა და ბადეში შევარდა) და მხოლოდ 90+8 წუთზე შეძლო ნიკოლა პეპეს ლამაზი დარტყმით გათანაბრება. ამ დროისთვის მიქაუტაძე უკვე შეცვლილი იყო. 83-ე წუთზე მის ნაცვლად მოედანზე კანადელი ტანიტულოვა ოლივასეი შევიდა.
იმ 83 წუთის განმავლობაში, რაც მოედანზე დაჰყო, ქართველმა ბევრი იბრძოლა, მაგრამ თავისი ნახევარმცველებისგან მწვავე პასები და დახმარება აკლდა. იყო ერთი ეპიზოდი, როდესაც ქართველმა ეფექტურად დაარტყა კარში და ამ მომენტის ჩანაწერს აქ გთავაზობთ.
„ალავესის’’ მწვრთნელი კიკე სანჩეს ფლორესი მატჩის შემდეგ გაწბილებული იყო, მაგრამ გოლის ავტორი პეპე მაინც შეაქო: „მას ასეთი გოლები ადრეც გაუტანია, ამიტომ ეს შემთხვევითობა არ იყო. სამწუხარო ის არის, რომ „ვალენსიასთან’’ წინა შეხვედრის მსგავსად გოლი კვლავ 90+8 წუთზე გავუშვით. ზედიზედ ორ მატჩში 18 დამატებითი წუთი გვათამაშეს’’.
„ვილიარეალის’’ თავკაცი მარსელინო: „ჩვენ მოედანზე მოსაგებად გავედით. რთული მატჩი გამოდგა, მაყურებლისთვის ალბათ ძნელი სანახავი. გოლი უიღბლობის გამო გავუშვით. კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ითამაშეს ჩემმა ფეხბურთელებმა დაცვაში. ბურთი კი უკეთ უნდა გვეგორებინა. ვფიქრობ, მოგებას არც ჩვენ ვიმსახურებდით და არც მოწინააღმდეგე, ამიტომ ფრე სამართლიანი შედეგია’’.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში „ვილიარეალის’’ კონკურენტი „ატლეტიკო’’ დღეს თამაშობს „ხეტაფესთან’’.
მიქაუტაძემ ასეთი შეფასებები მიიღო: flashscore – 6.4; sofascore – 6.8; whoscored – 6.7; fotmob – 7.1
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
