ორშაბათს მაროკოში ორი მნიშვნელოვანი ამბავი უნდა მომხდარიყო: „ატლასის ლომები’’ ჯგუფში პირველი ადგილისთვის იბრძოდნენ და აშრაფ ჰაკიმი ტრავმის შემდეგ მოედანზე უნდა დაბრუნებულიყო. მაროკოს ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის’’ მარჯვენა მცველი კოჭის ტრავმას ხუთ კვირაზე მეტხანს მკურნალობდა.
შეგახსენებთ, რომ გულშემატკივარი აფრიკის ერთა თასზე გუნდის თამაშით უკმაყოფილო იყო. განსაკუთრებული აღშფოთება მალისთან ნათამაშევმა 1:1-მა გამოიწვია. აქედან და სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე თეორიულად მაროკოსა და ზამბიის ნაკრებთა შეხვედრა დაძაბული უნდა ყოფილიყო, რის გამოც ტურნირის მასპინძელთა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგუიმ გადაწყვიტა ჰაკიმის ჯანმრთელობას გაფრთხილებოდა და კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა.
„პარი სენ ჟერმენის’’ ვარსკვლავი სათადარიგო სკამიდან უყურებდა სპექტაკლს, რომელიც მისმა თანაგუნდელებმა დადგეს. მაროკოელებმა ითამაშეს შემტევი, ლამაზი ფეხბურთი, 3:0 დაწინაურდნენ და რეგრაგუის ჰაკიმის გამოსაყვანად ხელ-ფეხი გაეხსნა.
„მულაი აბდელას’’ სტადიონზე ოვაციამ იფეთქა. ჰაკიმის კაპიტნის სამკლავური დაუბრუნეს, თუმცა იყო ერთი უსიამოვნო მომენტი, როდესაც მას ზამბიელი ფეხბურთელი ეუხეშა.
ამ დღეს აშრაფ ჰაკიმის ორი გოლის გატანა შეეძლო, 81-ე და 82-ე წუთებზე.
„ეს გრძობა ძალიან მაკლდა’’, ― დაწერა ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელმა სოციალურ ქსელში.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
სიახლეები29/05/2026 | 09:03არსენალი ბუდაპეშტშია
მთავარი ამბავი29/05/2026 | 07:41მესი და ოცდახუთი
