16 გუნდი, რომელიც აფრიკის ერთა თასის მერვედფინალში გავიდა, ცნობილია. სამშაბათ საღამოს მაროკოში C ჯგუფის შეხვედრებმა ფლეი-ოფის ეტაპზე გასული გუნდების შერჩევას წერტილი დაუსვა.
ტუნისმა ტანზანიასთან 1:1 ითამაშა და შეუერთდა ნიგერიას, რომელმაც მანამდე უგანდას 3:1 მოუგო. ერთადერთი გუნდი, რომელიც ამ ჯგუფიდან შემდეგ ეტპაზე ვერ გავიდა არის უგანდა. ტანზანია „კარგ მესამეზე’’ მოხვდა.
არ გაუმართლა B ჯგუფის მესამეადგილოსან ანგოლას, რომელსაც გამსვლელ პოზიციაზე მოსახვედრად ტანზანიის წაგება და ნიგერიის მოგება სჭირდებოდა.
მერვედფინალში გავიდნენ: მაროკო, მალი, ეგვიპტე, სამხრეთი აფრიკა, ნიგერია, ტუნისი, ტანზანია, სენეგალი, კონგო, ბენინი, ალჟირი, ბურკინა ფასო, სუდანი, კამერუნი, კოტ დ’ივუარი და მოზამბიკი.
თორმეტი გუნდი, რომლებიც ორგანიზატორებს წილისყრის დღეს, 27 იანვარს პირველ და მეორე კალათაში ჰყავდათ განთესილი მართლა ძლიერი გამოდგა და მერვედფინალშია.
კომორის კუნძულებს გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსმა უმტყუნა ― ამ ქვეყნის ნაკრები „ცუდ მესამეზე’’ გავიდა.
მომდევნო თამაშების კალენდარი ჯერ ცნობილი არ არის, რადგან ჯგუფური ეტაპის მატჩები დღეს მთავრდება და მართალია 16 გუნდის ვინაობა ცნობილია, მაგრამ ვინ რომელი ადგილიდან გავიდა ფლეი-ოფში ჯერ გადაწყვეტილი არ არის. პირველი პოზიცია მხოლოდ E ჯგუფის ლიდერ ალჟირს აქვს გარანტირებული.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი21/07/2026 | 10:13წიტა ლორიანს უნდა
მთავარი ამბავი21/07/2026 | 08:41ბიჭი, რომელმაც ტიტულები 19 წლისამ დააკომპლექტა
მთავარი ამბავი20/07/2026 | 09:05მსოფლიოს ღირსეული ჩემპიონი ჰყავს!
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 12:07შერკი-ნება მწვრთნელთან
