16 გუნდი, რომელიც აფრიკის ერთა თასის მერვედფინალში გავიდა, ცნობილია. სამშაბათ საღამოს მაროკოში C ჯგუფის შეხვედრებმა ფლეი-ოფის ეტაპზე გასული გუნდების შერჩევას წერტილი დაუსვა. ტუნისმა ტანზანიასთან 1:1 ითამაშა და შეუერთდა ნიგერიას, რომელმაც მანამდე უგანდას 3:1 მოუგო. ერთადერთი გუნდი, რომელიც ამ ჯგუფიდან შემდეგ ეტპაზე ვერ გავიდა არის უგანდა. ტანზანია „კარგ მესამეზე’’ მოხვდა. არ გაუმართლა B ჯგუფის მესამეადგილოსან ანგოლას,...
