ორშაბათს მაროკოში ორი მნიშვნელოვანი ამბავი უნდა მომხდარიყო: „ატლასის ლომები’’ ჯგუფში პირველი ადგილისთვის იბრძოდნენ და აშრაფ ჰაკიმი ტრავმის შემდეგ მოედანზე უნდა დაბრუნებულიყო. მაროკოს ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის’’ მარჯვენა მცველი კოჭის ტრავმას ხუთ კვირაზე მეტხანს მკურნალობდა. შეგახსენებთ, რომ გულშემატკივარი აფრიკის ერთა თასზე გუნდის თამაშით უკმაყოფილო იყო. განსაკუთრებული აღშფოთება მალისთან ნათამაშევმა 1:1-მა გამოიწვია. აქედან და სატურნირო მდგომარეობიდან...
