დინამო ადასტურებს…

Home კატეგორიის გარეშე დინამო ადასტურებს…
დინამო ადასტურებს…

დინამო თბილისის“ კაპიტანი ნიკოლოზ უგრეხელიძე თურქეთის სუპერლიგის  „ქარაგუმრუქში“ ითამაშებს #1TVSPORT - 1TV„დინამოს“ კაპიტანი ნიკოლოზ უგრეხელიძე კარიერას თურქეთში გააგრძელებს – ფეხბურთელის „ქარაგუმრუქში“ ტრანსფერი თბილისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

„ჩვენი გუნდის კაპიტანი ნიკოლოზ უგრეხელიძე კარიერას თურქულ „ქარაგუმრუქში“ გააგრძელებს. მხარეები ერთწლიან იჯარაზე შეთანხმდნენ. თურქულ გუნდს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება. წარმატებას გისურვებთ, ნიკა“, – წერია კლუბის განცხადებაში.

21 წლის მცველი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. მთავარ გუნდში 2022 წელს გადაიყვანეს სადებიუტო შეხვედრა კი ეროვნულ ლიგაში 2023 წელს ჩაატარა. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.