მეცის მეორე ქართველი

Home სიახლეები მეცის მეორე ქართველი
მეცის მეორე ქართველი

გიორგი წიტაიშვილი გიორგი მიქაუტაძის ყოფილ კლუბში, „მეცში“ ითამაშებს – საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდმა ქართველი ფეხბურთელი ოფიციალურად წარადგინა.

„მეცმა“ კონტრაქტი გააფორმა გიორგი წიტაიშვილთან, რომელიც გუნდს კიევის „დინამოდან“ შეუერთდება.

წიტაიშვილს უკრაინულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს და ფრანგულ კლუბში იჯარით ითამაშებს. ის გიორგი მიქაუტაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ჩვენს გუნდში ჩაირიცხა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარით „გრანადაში“ (ესპანეთის მეორე დივიზიონი) გაატარა, სადაც 36 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. მას შეუძლია როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფლანგზე თამაში.

წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზეც ითამაშა. „მეცის“ ახალწვეული მოუთმენლად ელის, რომ თავისი ნიჭი და შესაძლებლობები „მეცში“ გამოავლინოს. კეთილი იყოს შენი მობრძანება, გიორგი“, – წერია „მეცის“ ოფიციალურ გვერდზე.