Rafael Leao of Portugal scoring his team's first goal during the UEFA Nations League 2024/25 League A Group A1 match between Portugal and Poland at...ერთა A1 ლიგაში პორტუგალიამ პოლონეთს 5:1 მოუგო და ფლეი ოფში გაინაღდა ადგილი. ეს გახლდათ ბოლო 22 საშინაო შეხვედრიდან პორტუგალიელთა მეოცე გამარჯვება. იმისათვის, რომ ერთა ლიგის ჯგუფიდან ზედიზედ მეოთხედ გასულიყო რობერტო მარტინესის გუნდს ფრეც აძლევდა ხელს, მაგრამ უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა მასპინძლებმა სტუმრებს შავი დღე აყარეს. ამ მატჩში ლეგენდარულმა კრიშტიანუ რონალდუმ ორი გოლი გაიტანა (პირველი პენალტით, მეორე კი მაკრატელა დარტყმით) და კარიერაში 910 შედეგიან დარტყმამდე ავიდა. დანარჩენი სამი გოლი რაფა ლეაოს, ბრუნო ფერნანდეშისა და პედროს ნეტოს ანგარიშზეა. პოლონელებმა თამაშის მიწურულს დომინიკ მარჩუკის დარტყმით ერთი საპასუხო გოლი შეაგდეს.

საინტერესოა, რომ იტალიურ პრესაში განსაკუთრებული ყურადღება „მილანის’’ ვარსკვლავმა ლეაომ მიიპყრო. საქმე ის არის, რომ ამ სეზონში მას აკრიტიკებდნენ და გულის აცრუებას აბრალებდნენ, ახალა კი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა: პოლონელებს ლეაომ ლამაზი თავურით გაუტანა. მანამდე, მარცხენაფლანგელმა „მილანის’’ შემადგენლობაში, ჩემპიონთა ლიგაში, საგოლე გადაცემა შეასრულა და სერია A-ს შეხვედრაში, „კალიარისთანაც’’ ჩინებულად ითამაშა.

ბოლო დროს ესპანურ პრესაში დაირხა ხმა, რომ ლეაოს გადაბირება „ბარსელონას’’ სურს. ამბობენ, რომ „ბარსაში’’ პორტუგალიელის შეძენა დიდი ხანია უნდათ. ლეაოს თემასა და ამ ცნობას ხაზი იმიტომ გავისვით, რომ ბოლო დროს ესპანეთში ხვიჩა კვარაცხელიაზეც დაიწყეს ლაპარაკი ― თითქოს „ბარსელონას’’ ქართველის ყიდვა უნდა და მის აგენტს მამუკა ჯუღელს უკვე შეხვდა კიდეც. აქედან ერთი დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ „ბარსა’’ მარცხენა გარემარბს ეძებს და დანარჩენი ვაჭრობის ამბავია.

შეგახსენებთ, რომ ლეაო ყოველ ინტერვიუში იმეორებს თუ რა ბედნიერია მილანში, სადაც არა მარტო როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც ჰიპჰოპერიც საქმიანობს. პლუს, მის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 175 მილიონი ევრო წერია, რაც ერთი შეხედვით მას მიუწვდომელს ხდის.