ესპანური საიტი football-espana წერს, რომ „ბარსელონა’’ კვლავ განაგრძობს ტოპ-კლასის მარცხენა გარემარბის ძებნას. გასულ ზაფხულს კატალონიელებს ნიკო უილიამსის გადაბირება უნდოდათ, მაგრამ ვერ შეძლეს. დასახელებულ კანდიდატთა შორის ორი სერია A-ს კლუბებიდანაა: ხვიჩა კვარაცხელია და რაფაელ ლეაო. ქართველი „ნაპოლისთან’’ საკონტრაქტო დაძაბულობის ეტაპზეა. მომდევნო ზაფხულს ის სულ მცირე 80 მილიონი ევრო ეღირება, მაგრამ მისი შეძენა ნეაპოლელთა პრეზიდენტთან აურელიო დე…
ერთა A1 ლიგაში პორტუგალიამ პოლონეთს 5:1 მოუგო და ფლეი ოფში გაინაღდა ადგილი. ეს გახლდათ ბოლო 22 საშინაო შეხვედრიდან პორტუგალიელთა მეოცე გამარჯვება. იმისათვის, რომ ერთა ლიგის ჯგუფიდან ზედიზედ მეოთხედ გასულიყო რობერტო მარტინესის გუნდს ფრეც აძლევდა ხელს, მაგრამ უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა მასპინძლებმა სტუმრებს შავი დღე აყარეს. ამ მატჩში ლეგენდარულმა კრიშტიანუ რონალდუმ ორი გოლი გაიტანა…
სერია A-მ გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ჩემპიონები Made in Italy’’, რომელშიც იტალიაში მოთამაშე უცხოელი ფეხბურთელები ჰყვებიან, თუ როგორ შეეგუენ ქალაქს, რომელშიც ცხოვრება უწევთ. ფეხბურთელებს შორის არიან გამორჩეული ვარსკვლავები: იუვენტუსელი დუშან ვლაჰოვიჩი, მილანელი რაფა ლეაო, „ინტერის’’ მარკუს ტურამი, „რომას’’ პაოლო დიბალა და „ნაპოლის’’ ხვიჩა კვარაცხელია. ფილმში ქართველი გარემარბი ამბობს: „ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. სახლი სულ მენატრება, მაგრამ ახლა…
ზარმაცი, გადაუწყვეტელი, აპათიური — ასე ახასიათებს ერთა ლიგაზე პორტუგალიისა და ხორვატიის ნაკრებების შეხვედრის (2:1) შემდეგ იტალიური პორტალი calciomercato „მილანის” ვარსკვლავს რაფაელ ლეაოს, რომელიც მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა პირველი ტაიმის მერე შეცვალა. ლეაო ხორვატებთან შეხვედრაში გოლის გატანასთან ახლოსაც არ ყოფილა. მისი სტატისტიკაა: 0 დარტყმა კარში, 0 დარტყმა კარის მიმართულებით, 0 საგოლე მომენტი და მხოლოდ დრიბლინგის 2 მცდელობა…
სერია A-ს მეორე ტურში „მილანის” „პარმასთან” დამარცხებას (1:2) არავინ ელოდა. შეხვედრის შემდეგ სპორტულმა ჟურნალისტმა მაურიციო პისტოჩიმ თავის X პლატფორმაზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: „დროა რაფაელ ლეაოს შესახებ სერიოზულად ვილაპარაკოთ. განვიხილოთ მისი როლი გუნდში და შევაფასოთ მისი თამაში. ლეაოს კლასი აშკარაა, სწრაფია და ტექნიკური, მაგრამ ჩახედეთ სტატისტიკას… მან სერია A-ში 164 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 47 გოლი…
დღეს, 28 თებერვალს, მილანში, დუომოს მოედანზე მდებარე წიგნის მაღაზია „მონდადორიში” გაიმართება პორტუგალიელი გარემარბის რაფაელ ლეაოს წიგნის — „ღიმილი, ჩემი ცხოვრება ფეხბურთს, მუსიკასა და მოდას შორის” — წარდგინება. ამ წიგნის მთავარი თემაა, როგორ უნდა ვიცხოვროთ სახეზე ღიმილით. წიგნის დიდი ნაწილი ეთმობა ლეაოს ერთგულებას „მილანისადმი”. 147-ე გვერდზე გარემარბი ლაპარაკობს კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ და გამოთქვამს „შავ-წითელ” ფერებში…
„მილანისა” და „ნაპოლის” თამაშის წინ მილანელთა პორტუგალიელმა მარცხენაფლანგელმა რაფაელ ლეაომ GQ-იტალიას მისცა ინტერვიუ მისცა, რომლის ამონარიდებსაც ქვემოთ გთავაზობთ. თქვენ ახლახან გამოეცით წიგნი სახელწოდებით „ღიმილი”. იქ ბევრს ყვებით საკუთარ თავზე… ყველა, ბავშვით დაწყებული ჩემი თანატოლით დამთავრებული, მეუბნება, რომ სურს ჩემს დონეს მიაღწიოს, თან ფეხბურთში კი არა, თავის საყვარელ საქმეში. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველას უნდა, რომ ოცნება…
„მილანისა” და პორტუგალიის ნაკრების გარემარბი, 24 წლის რაფაელ ლეაო სერია A-ს იუთუბ-არხს ესაუბრა. გაგაცნობთ ამონარიდებს მისი ინტერვიუდან. მილანი – მილანი მშვენიერი ქალაქია. ჩემთვის ზედგამოჭრილია მისი ამინდი და საკვები. აქ საყიდლებზე ისე გავდივარ, როგორც სახლში. საზღვარგარეთ ცხოვრების დროს ბევრ რამეს სწავლობ. თუ ადამიანი თავის კომფორტის ზონაში რჩება, ვეღარ იზრდება. აქ თავს ბავშვად აღარ ვგრძნობ, მილანში ცხოვრებამ ზრდასრულ…
„სან სიროზე”, „მილანისა” და „ლაციოს” შეხვედრის მე-11 წუთზე სამოცდაათი ათას ადამიანზე მეტი გაირინდა, როდესაც მილანელთა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა რაფაელ ლეაომ საზარდულზე ხელი მოიკიდა და სახეზე ტკივილი აესახა. ეს მოხდა, მას მერე, რაც მარცხენა გარემარბმა საფირმო გარღვევა შეასრულა. სტეფანო პიოლიმ და მისმა თანაშემწეებმა დაუყოვნებლივ შეცვალეს პორტუგალიელი — ოთხშაბათს, იმავე სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია, „დერბი დელა მადონინა” ანუ…
„მილანის“ მცველმა ფიკაიო ტომორიმ, გუნდის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შესახებ ისაუბრა. გუშინ, 18 აპრილს, ტურნირის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში „მილანმა“ და „ნაპოლიმ“ ფრედ ითამაშეს (1:1). ტომორის გუნდმა ჯამში 2:1 გაიმარჯვა. „ისეთი დაღლილი ვარ, ხვალინდელ „ინტერ“ – „ბენფიკას“ მეოთხედფინალს დივანზე მაღლა ფეხებდაწყობილი ვუყურებ. გვიხარია, რომ ნახევარფინალში გავედით. ახლა შეგვიძლია დავისვენოთ. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა „ინტერთან“…
„მილანისა” და „ნაპოლის” დღევანდელი შეხვედრის წინ „ლა გაძეტა დელო სპორტმა” კვლავ მარცხენაფლანგელები, რაფა ლეაო და ხვიჩა კვარაცხელია შეადარა ერთმანეთს. გაზეთი წერს, რომ ეს ორი ახალგაზრდა დღევანდელ დღემდე სხვადასხვა გზით მოვიდა. მათ განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ. რაფა ხშირად იღიმება, თეთრ კბილებს აჩენს და მეტოქეებს სიხარულით, ზეიმის შეგრძნებით ატყუებს. გაზეთის აზრით ხვიჩა უფრო მოქუფრულია, ის თავჩახრილი მიდის…
„მილანმა” „ნაპოლის” ნეაპოლში მოუგო 4:0. თანაგუნდელთაგან ორი გოლით თავი 23 წლის პორტუგალიელმა მარცხენა გარემარბმა რაფაელ ლეაომ გამოიჩინა. მე-17 წუთზე მან ანგარიში გახსნა, ხოლო 59-ზე თავისი მეორე, ხოლო გუნდის მესამე გოლი შეაგდო. „ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი მატჩი დიდი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია. მილანის გარედან უამრავი ხმა მოგვდიოდა, მაგრამ გამორჩეულად კარგად ვითამაშეთ. აი,…
„მილანის” მარცხენა გარემარბი, პორტუგალიელი რაფაელ ლეაო ფეხბურთელის გარდა რეპერიცაა. მისი ფსევდონიმია Way 45. ის Vice-ის გადაცემა „ხმაურიანი პერსონის” გმირი გახლდათ და ბევრ საინტერესო ამბავთან ერთად ბავშვობაზეც ილაპარაკა: „მე მაქვს სვირინგი OTF რაც იშიფრება, როგორც მხოლოდ ოჯახი (Only the family). გარდა ამისა, სხეულზე საფოსტო ინდექსიც დავიწერე. ყველა ვინც ხედავდა, როგორ ვიზრდებოდი, ოჯახის წევრად მიმაჩნია და ამით…
პორტუგალიელი რაფა ლეაო იმ იშვიათ 23 წლის ახალგაზრდათაგანია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გატანილი გოლის გემო გაიგო. ის ლისაბონის სიახლოვეს, პატარა ქალაქ სეიშალში გაიზარდა, სადაც დიდწილად სან ტომე და პრინსიპიდან, ანგოლიდან და კაპე ვერდედან ჩამოსახლებული ოჯახები ცხოვრობენ. „მილანის” თავდამსხმელმა, რომელსაც ხშირად „ნაპოლის” ქართველ ფორვარდს ხვიჩა კვარაცხელიას ადარებენ, თავისი პირველი სამუნდიალე გოლი სულ ახლახან ყატარში გაიტანა. ჯგუფურ ეტაპზე,…
კვირას, „სან სიროზე”, იტალიის ჩემპიონი „მილანი” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” უმასპინძლებს. ეს იქნება სერია A-ს დიდი მატჩი, რომელშიც მასპინძელთაგან რაფაელ ლეაო, ხოლო სტუმართაგან ვიქტორ ოსიმენი ვერ ითამაშებენ. „ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ ეს ფეხბურთისთვის ძალიან ცუდია, მაგრამ სამწუხაროდ სწორედ ასე მოხდება. მილანელთა თავკაცი სტეფანო პიოლი ლეაოს იმიტომ მოისაკლისებს, რომ პორტუგალიელმა „სამპდორიასთან” შეხვედრაში ორი ყვითელი ბარათი…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes