სერია A-მ გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ჩემპიონები Made in Italy’’, რომელშიც იტალიაში მოთამაშე უცხოელი ფეხბურთელები ჰყვებიან, თუ როგორ შეეგუენ ქალაქს, რომელშიც ცხოვრება უწევთ. ფეხბურთელებს შორის არიან გამორჩეული ვარსკვლავები: იუვენტუსელი დუშან ვლაჰოვიჩი, მილანელი რაფა ლეაო, „ინტერის’’ მარკუს ტურამი, „რომას’’ პაოლო დიბალა და „ნაპოლის’’ ხვიჩა კვარაცხელია.
ფილმში ქართველი გარემარბი ამბობს: „ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. სახლი სულ მენატრება, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ იტალიაც ჩემი სახლია. ნეაპოლი ფეხბურთით ცხოვრობს. ასეთ რამეს სხვაგან ვერ ნახავთ. აქ ხალხს ვუყვარვარ და კარგად მექცევიან’’.
ვლაჰოვიჩმა ტურინის შესახებ ილაპარაკა: „ტურინში გადაბარგება ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ამ ქალაქში თავი პირველივე დღიდან შინ ვიგრძენი’’.
რაფა ლეაო კი მილანს აქებს: „მილანი ჩემთვის ზედგამოჭრილი ქალაქია. ის კლიმატისა და საკვების გამო შესანიშნავია. აქ შეგიძლია საშოპინგოდ იარო. მილანში თავს შინ ვგრძნობ’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
სიახლეები04/11/2026 | 07:31ჩემპიონთა ლიგის სამშაბათი
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 08:13ენტონი გორდონი: კლასიკო ჩვენ უნდა მოგვეგო
