თბილისის გრანდ სლემზე ორი საშეჯიბრო დღე მიილია და ქართველ ძიუდოისტთა მონაგარი ორი ოქროს მედალია.
73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა პირველ წრეში გერმანელი იგორ ვანდტკე დაამარცხა, შემდეგ ირლანდია ჯოშუა გრინს სძლია, მეოთხედფინალში სამხრეთკორეელი კანგს იპონით აჯობა, ხოლო ნახევარფინალში ებრაელ ტოჰალ ბუტბულს მოუგო. ფინალში ჩვენებურის მეტოქე ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე კარენ გალსტიანი იყო, ვისაც 32 წამში მოუგო და თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა.
57 კილოგრამამდე წონითი კატეგორია ეთერ ლიპარტელიანმა მოიგო. საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა მიყოლებით მოუგო ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ნატალია ელკინას, ბელგიელ მინა ლიბეერს, სერბ მარიცა პერიშიჩს აჯობა, ნახევარფინალში სლოვენიელ კაიზერს სძლია, ხოლო ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკაიტი დაამარცხა.
გეტყვით, რომ ორი დღის მანძილზე ტატამზე 28 ქართველი ძიუდოისტი გავიდა. თბილისის გრანდ სლემზე ერთი საშეჯიბრო დღე დარჩა.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი22/06/2026 | 22:47საქართველო რიდით ვარჯიშობს
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
