ალექსანდრ ჯიკიჩის დებიუტი წარმატებული ვერ გამოდგა – ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი მარცხით დავიწყეთ. უფრო ცუდი ის არის, რომ წავაგეთ უშუალო კონკურენტ დანიასთან – 69:75. ნახევარ საათზე მეტი ვიგებდით. მასპინძლები წინ მხოლოდ მატჩის დასრულებამდე 9 წუთით ადრე გავიდნენ და…
ახალი მწვრთნელის პირველი მატჩია. არც ჯიკიჩის კვალიფიკაციაში გვეპარება ეჭვი. თუმცა, იყო მომენტები, როდესაც გუნდურად არასწორად ვირჯებოდით. იყო მომენტები, რომელიც სამომავლოდ გამოგვადგება.
მაგალითად, ოჩხიკიძე, ვინაც გუნდს 11 ქულა შესძინა. სხვა დებიუტანტებიდან ვერავის გამოვარჩევთ. ეგ კი არა, ძველებმაც ვერ ივარგეს…
ერთი კაპიტანი თორნიკე შენგელია იყო იშტაზე და 26 ქულა მოინაგრა.
და, მთავარი საკითხი – როგორი იყო ნატურალიზებული ლეგიონერი? სხვებზე ცუდი ნამდვილად არა. რამდენჯერმე ბურთი იქ „შეტენეს“, საიდანაც გამოძრომა არ შეიძლებოდა.
მოკლედ, მწვრთნელიც და ლეგიონერი საქმეში კიდევ სანახავია… წავაგეთ, მაგრამ ჯერ არაფერი წაგვიგია. ამ ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერაც შესაძლებელიაშემგელია…
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი25/06/2026 | 22:58ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითადშია
სიახლეები25/06/2026 | 01:10უიმბლდონზე ბოლქვაძე დაგვრჩა
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
სიახლეები19/06/2026 | 19:58ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ
