ალექსანდრ ჯიკიჩის დებიუტი წარმატებული ვერ გამოდგა – ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი მარცხით დავიწყეთ. უფრო ცუდი ის არის, რომ წავაგეთ უშუალო კონკურენტ დანიასთან – 69:75. ნახევარ საათზე მეტი ვიგებდით. მასპინძლები წინ მხოლოდ მატჩის დასრულებამდე 9 წუთით ადრე გავიდნენ და… ახალი მწვრთნელის პირველი მატჩია. არც ჯიკიჩის კვალიფიკაციაში გვეპარება ეჭვი. თუმცა, იყო მომენტები, როდესაც გუნდურად არასწორად ვირჯებოდით. იყო მომენტები, [...]
