დინამომ ყველა წააგო

Home კატეგორიის გარეშე დინამომ ყველა წააგო
დინამომ ყველა წააგო

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგაში თბილისის „დინამომ“ ჯგუფურ ეტაპზე მეექვსე მატჩი გამართა და მეექვსე მარცხი იწვნია.

დეიან სტანოიევიჩის გუნდმა ამჯერად ხორვატულ „დუბროვნიკთან“ სტუმრად წააგო – 13:19. მატჩის ორი მეოთხედი თანაბრად დამთავრდა, ორიც კი, „დინამომ“ ჩააგდო. პირველი მეოთხედი უხვგოლიანი გამოდგა და 5:5 დასრულდა.

შემდეგ ხორვატებმა უპირატესობა ხელთ იგდეს და ბოლო მეოთხედის წინ უკვე 6 ბურთის სხვაობთ იგებდნენ. აქ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და დასკვნითი ნაწილი ისევ თანაბრად გაილია.

ჯგუფი იტალიურმა „პრო რეკომ“ 18 ქულით მოიგო; მეორეზე „ოლიმპიაკოსი“ გავიდა – 11 ქულა; „დუბრონიკი“ 7 ქულით მესამე იყო; „დინამო“ კი უქულოდ დარჩა.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.