ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ზურგი მთლიანად მოიხატა.
„მანჩესტერ იუნაიტედის” შვედი თავდამსხმელი ისედაც ტატუებით ცნობილი კაცი იყო, მაგრამ მაინც მოახერხა ახალი სვირინგებით თავის მოწონება — 36 წლის ვარსკვლავმა „დასრულებული ზურგის” ფოტო ინტერნეტში გამოდო.
ზლატანი, მოგეხსენებათ, დაშავებულია — „ბოქსინგ დეის” მერე არ უთამაშია. მას მუხლი სტკივა.
„იუნაიტედში” ვერავინ ამბობს როდის დაუბრუნდება ის მოედანს. შესაბამისად, ფეხბურთელს დრო ჰქონდა და გეტებორგში თავის საყვარელ სალონს niki23gtr-ს მიაკითხა.
„დახვეწილი ნახატია” — აღფრთოვანება ვერ დამალა იბრაჰიმოვიჩმა ინსტაგრამში.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
სიახლეები05/07/2026 | 17:59OTP ბოლოზე
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
