საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოესი ორი მატჩისთვის (ესპანეთთან და ნორვეგიასთან) მზადება დაიწყო.

შეკრების პირველ დღეს, 4 სექტემბერს, „მიხეილ მესხზე“ ვილი სანიოლმა 16 ფეხბურთელი ავარჯიშა – გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი, სოლომონ კვერკველია ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი სანდრო კალანდაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი. ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი აბურჯანია, გიორგი წიტაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე.

დანარჩენები ეროვნულ გუნდს სამშაბათს შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ ესპანეთის ნაკრებს ეთამაშება (20:00), 12 სექტემბერს კი სტუმრად, ოსლოში, ნორვეგიის ნაკრებს (22:45).

No description available.