„თელავი“ მოყოჩაღდა. მიჯრით მეორე გასვლთი მატჩი მოიგო (წინა „სამტრედიასთან – 2:0). ამჯერად ერთ-ერთ ლიდერ „სამგურალს“ სძლია მინიმალური ანგარიშით. საინტერესოა, რომ მეტოქე მწვრთნელები ყოფილ გუნდებს დაუპირისპირდნენ გიორგი მიქაძე ადრე წყალტუბოურ კლუბს წვრთნიდა და პირიქით გიორგი ჭელიძე – თელავურს.

თელაველებს გოლიც სანაქებო გამოუვიდათ. მირიან ჯიქიას თავური ერთობ ეფექტური გამოდგა.

კახელებს აშკარად მოუხდათ საზაფხულო პაუზა, რასაც ვერ ვიტყვით „სამგურალზე,“ რომელმაც წინა ტურში აუტსაიდერ „შუქურასაც“ ვერ მოუგო (2:2).

კიდევ, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია წყალტუბოს სტადიონის მინდვრის საფარი, თითქოს ახლახან გამოცვალეს, მაგრამ იქ თამაში პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს თელაველთა თავკაცმაც აღნიშნა მატჩის შემდეგ – ასეთ მინდორზე მოგება ორმაგად დასაფასებელიაო. ამ ფაქტს სოციალურ ქსელებშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„დინამომ“ სტუმრად, „დავით პეტრიაშვილის“ სახელობის სტადიონზე, „გაგრა“ გაანადგურა – 1:6. 13 წუთის ინტერვალში ჰეთ-თრიქი მიითვალა თბილისელთა ნიდერლანდელმა, ულად-ომარ იმრანმა. შემდეგ ამას დავით სხირტლაძის დუბლიც მოჰყვა. ამ უკანასკნელმა ორი საგოლე გადაცემაც შეასრულა.

ერთიც გაგრელთა უკრაინელმა ანატოლი კოზლენკომ შეაგდო საკუთარ კარში. გაგრელთაგან  გოლი ზურაბ მუსელიანის ანგარიშზეა.

ახლა დინამოელებმა 37 ქულა მოაგროვეს და მეოთხე ადგილზე დგანან, თუმცა სხვებზე ერთი მატჩით ნაკლები ითამაშეს, ისევე როგორც „ბათუმმა.“ ორივეს მატჩები „დილასთან“ გადაიდო. მოგეხსენებათ, გორელები 17 აგვისტოს კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩში ნიქოზიაში აპოელს გაეჯიბრებიან. პირველი მატჩი მათ შინ 0:2 წააგეს.

„ტორპედომ“ ზედიზედ მესამედ მოიგო. ეტყობა ახალი დამრიგებლის, სტივ კინის ხელი მოუხდათ ქუთათურებს. მასპინძლები თავიდან იგებდნენ. ანგარიში მე-12 წუთზე მათე აბულაძემ გახსნა. მალევე მათ კიდევ უფრო დაწინაურებაც შეეძლოთ, მაგრამ რევაზ ინჯგიამ პენალტი ვერ გაიტანა. მეკარემ აჯობა.

მალევე სტუმრებმა გაათანაბრეს. ტაიმის მიწურულს კი გიორგი არაბიძის ეფექტური საჯარიმო დარტყმის შემდეგ დაწინაურდნენ. შემდეგ სამტრედიელმა ილია ახვლედიანმა შეაგდო საკუთარ კარში. ეს მე-300 გოლი გამოდგა მიმდინარე ჩემპიონატში. საბოლოოდ ქუთაისელებმა 2:3 გაიმარჯვეს და 30 ქულით მეექვსე ადგილზე დგანან. „სამტრედია“ კი ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა.

სამშაბათს „საბურთალომ“ „შუქურა“ 5:1 გაანადგურა. დუბლი მიითვალეს მალელმა შეიკნე სილამ და ლუკა სილაგაძემ. ქობულეთელებისთვის ერთი გასახარი შეიძლება ის იყოს, რომ კლუბმა მწვრთნელების მიმართ დავალიანება გადაიხადა და სატრანსფერო აკრძალვა მოეხსნა.

სამგურალი 0:1 თელავი

0:1 ჯიქია (75)

გაგრა 1:6 დინამო

0:1 კოზლენკო (15 საკ. კარში), 1:1 მუსელიანი (27),  1:2, 1:3, 1:4 იმრანი (33, 44, 45+1), 1:5, 1:6 სხირტლაძე (57, 64)

სამტრედია 2:3 ტორპედო

1:0 აბულაძე (12), 1:1 კაბალიერო (37), 1:2 არაბიძე (42), 1:3 ახვლედიანი (73 საკ. კარში), 2:3 კირკიტაძე (90+1)

27-ე წუთზე ინჯგიამ (სამტრედია) ვერვ გაიტანა პენალტი.

გაძევება: ჩიტაიშვილი (90+5) – სამტრედია

საბურთალო 5:1 შუქურა

1:0 სილა (9), 2:0 , 3:0 სილაგაძე (17, 41), 4:0 სილა (45+1 პ-ენ), 5:0 ციცქიშვილი (57), 5:1 რობაქიძე (82)

დილა – ბათუმი       გადაიდო

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362111483:4173
დინამო36218793:4968
ტორპედო361612855:3759
დილა361791056:3957
სამგურალი361691153:5154
საბურთალო361491358:4951
გაგრა361081847:6535
თელავი361071934:6237
სამტრედია36962150:6233
შუქურა36452738:11211

მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 13, ომარ-ულად იმრანი (დინამო) – 12, ტიერი გეილი (დილა) – 10, ვლადიმერ მამუჩაშვილი (ბათუმი), გიორგი ნიქაბაძე (სამგურალი) – 9