„თელავი“ მოყოჩაღდა. მიჯრით მეორე გასვლთი მატჩი მოიგო (წინა „სამტრედიასთან – 2:0). ამჯერად ერთ-ერთ ლიდერ „სამგურალს“ სძლია მინიმალური ანგარიშით. საინტერესოა, რომ მეტოქე მწვრთნელები ყოფილ გუნდებს დაუპირისპირდნენ გიორგი მიქაძე ადრე წყალტუბოურ კლუბს წვრთნიდა და პირიქით გიორგი ჭელიძე – თელავურს. თელაველებს გოლიც სანაქებო გამოუვიდათ. მირიან ჯიქიას თავური ერთობ ეფექტური გამოდგა. კახელებს აშკარად მოუხდათ საზაფხულო პაუზა, რასაც ვერ ვიტყვით [...]
