„ასტონ ვილას“ ახალი თავკაცის, უნაი ემერის რე-დებიუტი პრემიერლიგაში გასულ უქმეებზე შედგა და შესანიშნავი გამოდგა – ბირმინგემელებმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ შინ 3:1 დაამარცხეს. ემერი დარწმუნებულია, რომ ახლა გაცილებით მომზადებულია მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში სამუშაოდ.
„ახლა პრემიერლიგური გამოწვევისთვის უფრო მზად ვარ, ვიდრე „არსენალში“ მუშაობისას. ზურგს „მეთოფეებთან“ ყოფნის წელიწადი და ოთხი თვე მიმაგრებს. იყო გარემოებები, რის გამოც ლონდონური კლუბის დატოვება მომიწია. იმედია, შეცდომებს აღარ გავიმეორებ. მაქვს ამბიცია ინგლისის მთავარ ლიგაში წარმატებულად ვიმუშაო“, – თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ „ასტონ ვილამდე“ ემერი „ვალენსიაში“, „სევილიაში“, „პარი სენ-ჟერმენში“, „არსენალსა“ და „ვილიარეალში“ მუშაობდა.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
სიახლეები26/05/2026 | 21:25ტორპედომ და იბერიამ დაძაბეს
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:09მბაპე 70
