ბენზემას მასტერკლასი

Home კატეგორიის გარეშე ბენზემას მასტერკლასი
ბენზემას მასტერკლასი

Benzema celebrates on a special night for Real Madridქარიმ ბენზემამ თანამემამულე კილიან მბაპეს თვალნათლივ აჩვენა, თუ როგორი უნდა იყოს „რეალის“ ლეგენდა. ბენზემამ „თეთრებისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ დაპირისპირებაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. ეს იყო კარიერაში ფრანგის მესამე ჰეთ-თრიქი, რომელიც მან შეხვედრის მეორე ნახევრის 17 წუთიან მონაკვეთში შეასრულა. სამი გოლიდან ორი მადრიდელთა ვარსკვლავმა 105 წამში შეაგდო.

პარიზელთა ვარსკვლავმა მბაპემ რომელიც, როგორც ჩანს, ზაფხულში აუცილებლად შეუერთდება „რეალს“, თავადაც გამოიჩინა თავი — თავისი გოლი მან პირველ ტაიმში გაიტანა და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ სტუმრებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ადგილი უკვე დაბევებული ჰქონდათ, მაგრამ ჩემპიონთა თასისა და ლიგის ცამეტგზის გამარჯვებულმა „რეალმა“ მეორე ტაიმში თამაშის კალაპოტი შეცვალა — მეოთხედფინალში მადრიდის გუნდი გავიდა.

და ეს იყო პარიზელთა არგენტინელი მწვრთნელის მაურისიო პოჩეტინოს მორიგი ფიასკო ჩემპიონთა ლიგაში. პოჩეტინო 2019 წელს ფინალში „ლივერპულთან“ დამარცხდა. მაშინ ის „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ ედგა სათავეში.

„ჩვენზე ცუდად იმოქმედა მადრიდელთა პირველმა გოლმა, როდესაც ბენზემამ დონარუმას წინააღმდეგ თამაშის დროს წესი დაარღვია. ამ ეპიზოდში ჯარიმა არ დანიშნეს, რაც უსამართლობა იყო. მან ჩვენ გაგვტეხა.

ვერ ვხსნი რა მოხდა. მეგონა მეტოქეს ვჯობდით, მაგრამ ეს შედეგში ვერ ავსახეთ”, — თქვა პოჩეტინომ, რომელიც გაცილებით მშვიდი ჩანდა ვიდრე კლუბის ყატარელი მეპატრონე ნასერ ალ-ხელაიფი, რომელიც თამაშის შემდეგ საქმის გასარჩევად მსაჯს ეძებდა.

„პარი სენ ჟერმენის“ მეგავარსკვლავი, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლეო მესი მოედანზე იყო.

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.