შავი ოქრო

შავი ოქრო
Georgia's Lasha Shavdatuashvili wins gold at World Judo Championships Seniors in Hungaryპარიზის გრან პრი საქართველომ სამი მედლით დაიწყო. აქედან ერთი უმაღლესი სინჯის არის და ის ლაშა შავდათუაშვილის მონაგარია, რომელსაც აქამდე ყველა დიდი ტურნირის ოქრო ჰქონდა, პარიზული გრანდ სლემის გარდა.
„შავი“ ფინალში იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს დაეჭიდა და დაძაბულ ბრძოლაში გაფრთხილებებით აჯობა. მანამდე ლაშამ ბრაზილიელი ჟულიო სეზარ კოდა და ფრანგი ჟან-ბეჯამინ გაბა დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში უზბეკი შახრან ახადოვი ასევე გაფრთხილების გამო მოუხსნეს.
შავდათუაშვილისგან განსხვავებით, ვაჟა მარგველაშვილი (66) ნახევარფინალში სამი გაფრთხილებით დამარცხდა მონღოლ ბასხუუ იონდონრეპენლეისთან და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც მასპინძელი დაიკი ბუბა დაამარცხა. მანამდე ჩვენებურმა ანგოლელ ედმილსონ პედროსა და ამერიკელ ისაია რამირესსაც აჯობა.
კიდევ ერთი ბრინჯაო ჯაბა პაპინაშვილის არის, ვინაც ბრინჯაოსთვის აზერბაიჯანელ ქარამათ ჰუსეინოვი დაამარცხა. მანამდე განელი ზედო აგიდოოს მოუგო, ხოლო საფრანგეთის სახელით მოჭიდავე ლუკა ჩხეიძესთან დამარცხდა.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი-(ი)ს გამოსახულება

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.