იტალიურ კალიარიში მიმდინარე ATP-250 კატეგორიის საჩოგბურთო ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ივაჟკაცა, სამ სეტში გერმანელი ლენარტ შტრუფი დაამარცხა და დღევანდელი ქართული წარმატებაც გაასამა.
ბასილაშვილი პირველ სეტში ბრეიქით დაწინაურდა, მაგრამ საქმის ბოლომდე მისაყვანად მაინც მეშვიდე გეიმის მოგება დასჭირდა – 7:5. შესვენებაზე ჩვენიანმა სამედიცინო შესვენება მოითხოვა. ფეხს იტკიებდა, მაგრამ სერიოზული არაფერი აღმოჩნდა. ბასილაშვილმა მეორე სეტი დათმო, თუმც მესამეს დასაწყისშივე ბრეიქით დაწინაურდა და მერე თავისი მოწოდება ბოლომდე დაიცვა – 7:5, 4:6, 6:3.
ნიკოლოზ ბასილაშვილი კალიარის ტურნირის ნახევარფინალში ხვალ ითამაშებს. მისი მეტოქე სერბი ლასლო ჯერე იქნება, ვინც რეიტინგის 57-ე ნომერია.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
